"ბორჯღალოსნები" 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივარის წინაშე, 24 ნოემბერს ტონგასთან გამართავს. “მიხეილ მესხზე” თამაში 18 საათზე დაიწყება.

ტონგას ბოლოს 6 წლის წინ, 2018 წელს ვეთამაშეთ, მაშინაც 24 ნოემბერს წლის დასკვნით შეხვედრაში და “მიხეილ მესხზე” 20:9 დავამარცხეთ. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება, საიდანაც საქრთველომ 5-ში გამარჯვება მოიპოვა.

კუნძულელებთან ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს. მაშინ "ბორჯღალოსნები" ტონგას მსოფლიო თასის საგზურისთვის შეხვდნენ და პირველი მატჩი ნუკუალოფაში 6:37 დათმეს. სამი კვირის თავზე “დონამოზე” რევანში შედგა, მაგრამ საქართველომ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით, 28:27 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა, საქართველოს დებიუტი კი 4 წლით გადაიდო.

კუნძულელებთან მორიგ თამაშამდე მთელი 15 წელი გავიდა და მორიგი დაპირისპირება 2014 წელს შედგა. ტონგასთან პირველი ტესტ-მატჩი “მიხეილ მესხზე” გაიმართა და სტუმრებმა დამაჯერებლად, 23:9 მოიგეს. ეს იყო მათი მეორე და ბოლო გამარჯვება საქართველსთან. უკანასკნელ 10 წელიწადში "ბორჯღალოსნები" ტონგას კიდევ 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივეში გაიმარჯვეს.

მთავარი დაპირისპირება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. საქართველომ ტონგა ინგლისში, გლოსთერში 17:10 დაამარცხა და იმ მსოფლიო თასზე ისტორიული შედეგი (ორი გამარჯვება) აჩვენა. 2016 და 2018 წლებში ტონგას ორჯერ ვეთამაშეთ ფიჯიზე, სუვაში და ორივეჯერ გავიმარჯვეთ - 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა საპასუხოდ თბილისში გვეწვია და მასთან ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 20:9 გავიმარჯვეთ.

განვლილ 7 თამაშში "ბორჯღალოსნებმა" გაიტანეს 11 ლელო და 119 ქულა, თავად კი 17 ლელო და 141 ქულა მიიღეს.

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში გუნდებმა უკვე ორ-ორი თამაში გამართეს და ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე არიან. ტონგას ჯერ რუმინეთმა სძლია 25:15, მერე კი აშშ-მ 36:17.

Rugby.ge

გიორგი
ალბათ ტონგას ცუდი დრო უდგას, თორემ რუმინეთსა და ამერიკასთან არ უნდა წაეგო.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | საღინაძე ბრუნდება, შველიძე დებიუტს ელის
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
საქართველოს ნაკრებმა ტონგას 22:7 მოუგო [VIDEO]