მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კაცნაკლული იტალია არ დაინდო

AutoSharing Option
4 ოქტომბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის B ჯგუფის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა ნაკრებმა ლეგენდარულ მორაგბე სერჟიო პარისეს მსოფლიო თასის პლეი-ოფში თამაშის უკანასკნელი იმედები მოუკლა და იტალიის ნაკრები დიდი სხვაობით, 49:3 დაამარცხა.

შეხვედრა აფრიკელების უპირატესობით დაიწყო და პირველი ლელო მე-6 წუთზე დადეს. თავი კოლბემ გამოიჩინა. მალე იტალიელებმა ჯარიმის გატანა მოახერხეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ევროპელების პირველი და უკანასკნელი მოპოვებული ქულები იყო ამ შეხვედრაში. პირველ ტაიმში სამხრეთაფრიკელებმა კიდევ 1 გარდასახული ლელო დადეს, 1 ჯარიმა გაიტანეს და ნახევარი 14 ქულის სხვაობით მოიგეს -
17:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 43-ე წუთზე, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან იტალიელთა 1-ლი ნომერი ლავოტი გააძევა და კაცნაკლულმა იტალიამ ვეღარაფერი გააწყო ძლიერ მეტოქესთან. შეხვედრის დასრულებამდე აფრიკელმა მორაგბეებმა 5 ლელო დადეს, 3-ჯერ დაარტყეს ზუსტად გარდასახვა და 1 ჯარიმაც მიაყოლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ სამხრეთი აფრიკა ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა მანამ, სანამ ახალი ზელანდია ნამიბიას შეხვდება.

მსოფლიო თასი, B ჯგუფი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - იტალია  49:3

ლელოები

სამხრეთი აფრიკა: კოლბე (2), მბონამბი, ეიმი, მაპიმპი, სნაიმენი, მარქსი

ჯარიმები

იტალია: ტომაზო ალანი

სამხრეთი აფრიკა: პოლარი (2)

გარდასახვები

სამხრეთი აფრიკა: პოლარი (5)
მკითხველის კომენტარები / 4 /
Vern Cotter ნაკრების მწვრთნელად
გოგა
06 ოქტომბერი 2019 01:27
0
ამასობაში, მე-14 ადგილზეც დავეშვით.
TanoLife
04 ოქტომბერი 2019 23:19
1
ეგეც 6 ერის გუნდი..
Irakliy
04 ოქტომბერი 2019 21:04
1
სამხრეთ აფრიკა ამ გამარჯვებით პირველზე გადავიოდა. ზველა კრიტერიუმით ჯობია იტალიას, რომელსაც ასევე 10 ქულა აქვს. ჩემი თუ არ გჯერათ ოფიციალურ საიტზე გადამოწმეთ. ;)
1
04 ოქტომბერი 2019 17:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული