TOP.GE
რაგბიმსოფლიო თასი
მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ტონგამ ამერიკას თამაში შემოუტრიალა და შეჯიბრი გამარჯვებით დაასრულა
ხვიჩა ყაზაიშვილი
08:01/13-10-2019
+-

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე C ჯგუფის შეხვედრაში ტონგას ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდს მოუგო და 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი გამარჯვებით დაასრულა.

პირველ ტაიმში საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. ანგარიში ტონგელებმა გახსნეს, მე-16 წუთზე ლელო ფისიიჰოიმ დადო, ხოლო გარდასახვა ზუსტად ტაკულუამ შეასრულა. თუმცა, ამერიკელებმა საკმაოდ მალე უპასუხეს და 21-ე და 26-ე წუთებზე დუბლი თეომ მიიძთვალა. მაკგინთიმ 1 გადასახვა გაიტანა და ტაიმი ამერიკელებმა 12:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში ტონეგელბა ჯერ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ბოლო 22 წუთში მეტოქეს 3 გარდასახული ლელო დაუდეს. ამერიკელებმა მხოლოდ 1 ლელოთი უპასუხეს მეტოქეს და პირველ ტაიმში გამარჯვების მიუხედავად თამაში წააგეს- 19:31.

აღნიშნული მატჩი მსოფლიოს 2019 წლის თასზე გუნდებისთვის ბოლო იყო. ტონგამ ტურნირი 1 მოგებით დაასრულა და მე-4 ადგილზე გავიდა. ხოლო აშშ-მ ყველა მატჩი წააგო და 0 ქულით ჯგუფში უკანასკნელი პოზიცია დაიკავა.

რაგბის მსოფლიო თასი, C ჯგუფი

ტონგა - აშშ 31:19

ლელოები

ტონგა: ფისიიჰოი, ჰინგჰანო, პიუტაუ, ვეანუ

აშშ: თეო (2), ლამბორნი

ჯარიმები

ტონგა: ტაკულუა

გარდასახვები

ტონგა: ტაკულუა (2), ფაივა, პიუტაუ


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
1
: )))))))
(1)
/
Dislike(1)
აშშ კი არა, საფრანგეთი ბეწვზე გადარჩა ტონგასთან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა და თავაწეულიც დაბრუნდა სახლში
8:44:53 AM 10/13/2019
გამოხმაურება(2)
: )))))))
Dislike(1)
/
Dislike(0)
ნაცარი რა შუაშია ? თუ მიგაჩნია, რომ უკეთესად არ გამოიყურებოდნენ, შენი პრობლემაა
1:25:39 PM 10/13/2019
ანდრი
Dislike(1)
/
Dislike(4)
უკეთესად? აღარ გამოილია ეს ნაცრი.
10:15:10 AM 10/13/2019
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2