მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები ახალ ზელნადიას შეხვდა და 19:7 დაამარცხა.

ინგლისელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ და მანუ ტუილაგიმ ლელო დადო, ოუენ ფარელმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. პირველ ტაიმში ჯორჯ ფორდმა ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ინგლისმა 10:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიატანა. შემდეგ არდი სავეამ ინგლისელების შეცდომის ისარგებლა და ლელო დადო, რასაც რიჩი მოუნგამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ახალმა ზელანდიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:13.

63-ე წუთისთვის
ინგლისელებმა კარგად შეუტიეს და საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:7 გახადა. 69-ე წუთზე კი ფორმდა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და სხვაობა უფრო დიდი გახდა - 19:7.

საბოლოოდ ინგლისმა გაიმარჯვა და იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო თასის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 27 ოქტომბერს მეორე ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
უელსია ჩემპიონი.
123
26 ოქტომბერი 2019 14:05
21
გაყიდეს არა ტოლმა, ზოგიერთ "მპოსტავს" რატომ მიგაჩნიათ, რომ თუ არ გამართლდა რასაც ფიქრობდით მაშინ გაყიდულია უეჭველი?:)) ჯერ ერთი ამ სპორტში ზოგადად არ მოსულა მასეთები და ამ დონეზე ხომ საერთოდ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია ზოგადად რაგბის ისტორიას უფრო ღრმად ჩაუჯდეს და ბევრ განსხვავებას დაინახავს სხვა სპორტებისაგან. და მეორეც, ინგლისი უკვე ჩამოწერილი იყო?:) მაგათზე მაგარი თამაშები ამ მსოფლიოზე არავის უთამაშია. ფიზიკური კონდიციებით ისედაც აღემატებოდნენ ზელანდილებს და როგორც ჩანს აღდგენებიც უკეთ მოახერხეს. მარქაფაშიც უფრო მეტი სიღრმეები გააჩნდათ და მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე დადეს ეს შედეგი. ზელანდიელებს კი ძალიან დააკლდათ რიჩი მაკკოუ და როგორც ყველა კუნძულელ ნაკრებს, მათაც გააჩნიათ რიგ მომენტებში უდისციპლინობა. ამ ეტაპამდე ეს იმდენად თვალშისაცემი არ იყო, რადგან ყველა მოწინააღმდეგეზე მთელი თავით მაღლა იდგნენ. ზოგადად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არ იყვნენ მომზადებული საჩემპიონოდ. ესაა რეალობა, დაუმარცხებელი არავინაა...
ანესთეზეოლოგი
26 ოქტომბერი 2019 23:28
1
gayides da egaa aba es ra iyo arvici
rrr
26 ოქტომბერი 2019 21:19
13
არ უტყდებათ ამათთან წაგება.
....
26 ოქტომბერი 2019 14:05
21
აქ გამოქვეყნებულ კომენტარებში იმდენი აბსურდული და რეალობიდან შორს მდგარი ნაააზრევია დაწერილი-შთაბეჭდილება იქმნება,რომ ყველა ეს კომენტარი იმ ხალხის მიერ არის დაწერილი,ვინც თავიანთი საქმიანობით რაგბთან არის დაკავშირებული და ამით საზოგადოებას აბოთავებს.ყველა სარაგბო ქვეყანაში საუბრობენ,რომ მსოფლიო რაგბი გადასულია ფულის შოვნაზე და რომ მიზნის მისაღწევად არავის და არაფერს არ ერიდება...
+
27 ოქტომბერი 2019 11:49
0
მე არ ვარ საქმიანობით დაკავშირებული რაგბთან. ვარ გულშემატკივარი, წლებია ვეცნობი ამ სპორტის ისტორიას და განვითარების დინამიკას. არც მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ვჯდები მატჩების საყურებლად. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ეს ნორმალურია. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება სხვა სპორტის გადმოსახედიდან ნუ შეაფასებ რაგბის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. ეს არის სპორტის ყველაზე კონსერვატიული სახეობა, რომელიც თამაშის შინაარსიდან გამომდინარე მაქსიმალურად იცავს თავს "სპორტულ სიბინძურისაგან." თუ ასეთი თამამი განცხადებები გინდა შემოგვთავაზო, მაშინ დაასაბუთე, მარტო ჰიპოთეზა არ იქნება საკმარისი. ასევე გირჩევ გაეცნო რაგბის ისტორიას და ამით თავისთავად მოგიწევს გარკვეულწილად გაეცნო იმ ქვეყნების ისტორიასაც, სადაც რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. ზელანდია-ინგლისის მატჩში იყო ბევრი ისეთი ნიუანსი, რომლის შემჩნევაც რაგბიზე მიუჩვეველ თვალს მარტივად გამოეპარება. რაც რაქსა და უბურთო მოძრაობებში ხდებოდა ბევრად საინტერესო იყო ვიდრე ის, რაზედაც კამერები იყო კონცენტრირებული. ძალიან ბევრი შეფასება და ანალიზი დაიდო ამ მატჩის შემდგომ და შეიძლება მათი გაცნობაც. იქაც ბევრი ნიუანსია განხილული.
ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო რაგბი კომერციას დიდი ყურადღებას აქცევს. მაგრამ ზელანდია, ინგლისი და კიდევ 5-6 ნაკრები არიან ის გუნდები, რომელზეც მსოფლიო რაგბი ვერასოდეს გავლენას ვერ ახდენდა და ასეა დღესაც. ეს ნაკრებები დომინანტები არიან მთელს მსოფლიოში, მათ გარშემო ბრუნავს სარაგბო სამყარო და მსოფლიო რაგბის უფრო ესაჭიროება მათთან დალაგებული ურთიერთობა და მათი აზრის გათვალისწინება ვიდრე პირიქით. აქედან გამომდინარე ამინდასც ისინი ქმნიან მსოფლიო რაგბიში. ამიტომ world rugby ვერანაირად ვერ "აიძულებს" რამეს და ვერც მანიპულაციას ვერ მოახდენს ამ ნაკრებებზე.
ანესთეზეოლოგი
27 ოქტომბერი 2019 22:14
0
როგორაც გინდათ ისე გაიგეთ-ვერაფრით ვიჯერებ,რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ჯაბნის და ამარცხებს ტონგას,სამოასა და ფიჯის(ერთხელ,თანაც მის მოედანზე).დარწმუნებული ვარ ამათ მთელი ძალით რომ გვეთამაშონ ათიდან ცხრა თამაშს მოგვიგებენ.აკი გამოჩდა ამასწინანდელ ჩვენი ფიჟისთან დაპირისპირებაში.მსოფლიო თასის მატჩებს ეს სამი ნაკრები სერიოზულად ეკიდება და ავლენენ კიდეც თუ როგორი თამაში შეუძლიათ,რაც აშკარად გამოჩდა ამ მსოფლიო თასის მატჩებზე სამივე ნაკრების მონაწილეობით.
+
01 ნოემბერი 2019 11:46
0
ყველა გამოხმაურება
ღრ.პატ.ავთოსა და მისი აზრის გამზიარებლებს მინდა ვაცნობო,რომ დღევანდელ სპორტში,განურჩევლად მისი სახეობისა უპირატესობა ენიჭება ფულს,თუ როგორ და რა გზით შეიძლება მეტი შემოსავლის ნახვა.ზუსტად ამიტომ იაპონიამ ჯერ კიდევ გასულ მსოფლიო თასზე "დაამარცხა"სამხრეთ აფრიკა,რადგანაც მომავალი მსოფლიო თასის გათამაშება სწორედ რომ იაპონიაში უნდა ჩატარებულიყო და რაც შეიძლება მეტი იაპოენელი დაინტერესებულიყო რაგბით,მატჩებისას სტადიონებზე მაყურებელი მრავლად მოსულიყო.ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგად...მადა ჭამაში მოდისო და იაპონიის ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა ჯერ ირლანდიის ეროვნული სარაგბო ნაკრები დაამარცხა და შემდეგ შოტლანდიაც მიაყოლა ზედ??? ფული,ფილი და კიდევ ერთხელ ფული!!!
+
27 ოქტომბერი 2019 01:51
9
ახალი ზელანდია ორჯერ 2011 და 2015 წლებში ზედიზედ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული.აღსანიშნავია,რომ ბოლო გამარჯვება ინგლისში ჩატარებული მსოფლიო თასის გათამაშებაზე მოიპოვა,სადაც ინგლისმა,რაგბის თამაშის დამაარსებლებმა,შინაურ კედლებში მათთვის შუფერებელი ცუდი თამაში აჩვენეს!გაგეცინება კაცს აბა რა იქნება. აშკარად გამოჩდა,რომ ახალმა ზელანდიელებმა მთელი ძალით არ ითამაშეს!
+
26 ოქტომბერი 2019 23:47
9
ძალები დაზოგეს? :). ასეთი ძლიერი ნაკრები, ინგლისს რომ ყავს, არასდროს არ ყოლიათ და რა შუაშია მთელი ძალით არ თამაში? რისი საშუალებაც მისცა ინგლისმა, ისე ითამაშეს...
ჯაბა
27 ოქტომბერი 2019 00:22
3
:) ჯაბა,ძალების დაზოგვაზე საუბარი აბსურდია:) ახალმა ზელნდიამ მსოფლიო რაგბის დავალებით არ ითამაშა მთელი ძალით! რადგან ხელს არ აძლევთ მსოფლიო ასპარეზე ერთი გუნდის დომინირება!!!
+
27 ოქტომბერი 2019 22:17
1
:) ძაან მაგარი რაგბის მცოდნეები ხართ,ვისაც გჯერათ იაპონიის მიერ ჯერ კიდევ გასულ მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკის და ახლა ირლანდიისა და შოტლანდიის დამარცხებისა.:) ეს ხომ ფულის შოვნის გამო მოხდა!!! იაპონიის ნაკრები სულ ცოტა ხნის წინ ტიერ 1-ის ნაკრებ გუნდებთან მატჩებს კატასტროფული ანგარიშით აგებდა და ასე მოკლე ხანში მისი გარდაქმნა ხომ აბსურდია!!! პატივცემულებო გირჩევთ,რომ ყოველთვის კრიტიკულად და არა დაუკვირვებლად,მოვლენების არასწორად აღქმის შედეგად გამოიტანოთ დასკვნები და ისე აკეთოდ კომენტარები.
+
27 ოქტომბერი 2019 05:20
2
ან მოგვეცით საშუალება შეცდომის გასწორებისა ანდა გასწორებულ ერთი და იგევი კომენტარს რამოდენიმეჯერ ნუ აქვეყნებთ.
+
27 ოქტომბერი 2019 00:21
1
პატივცემულებო,ეს არის მსოფლიო რაგბის პრაგმატიზმის შედეგი,რამეთუ არ აძლევთ ხელთ სამხრეთ ნახევერსფეროს წარმომადგენელი ნაკრებთა დომინირება,ამ შემთხვევაში კი ახლი ზელანდიის ზედიზედ მესამე მსოფლიო თასის გათამაშებაში გამარჯვება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელთა,თანაც რაგბის თამაშის დამაარსებლის უპატივცემულობა!
+
27 ოქტომბერი 2019 00:09
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული