გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა რაგბია

AutoSharing Option
გამოკითხვის შედეგად, რომელიც "CRRC-საქართველომ" ჩაატარა, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა რაგბია.

ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ასევე, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრით, რასაც 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება მოჰყვა, რაგბის პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად რაგბის თბილისელთა 72 პროცენტი თვლის, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 67 პროცენტია, სოფლად კი, ის 51 პროცენტს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ რაგბის სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად ქალები უფრო თვლიან (67 პროცენტი),
ვიდრე მამაკაცები (57 პროცენტი). ამასთან ერთად, მოსახლეობას მიაჩნია, რომ რაგბის ფინანსურად სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს. ასეთი გამოკითხულთა 27 პროცენტია. ფეხბურთის მაჩვენებელი იმავე საკითხში უფრო მეტია - 38 პროცენტი.

2015 წელს საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო, რომელიც 2017 წლის მაისში გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ამის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოკითხულთა 55 პროცენტი.

საოცარია, მაგრამ ასეთი დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველების უმრავლესობამ ცოტა რამ თუ იცის რაგბის წესების შესახებ. მაგალითად, გამოკითხულთა მხოლოდ 18-მა პროცენტმა იცის, რამდენ ქულად ფასობს ლელო გარდასახვის გარეშე. მხოლოდ 6-მა პროცენტმა იცის, რამდენი მორაგბე თამაშობს შერკინებაში. საგულისხმოა, რომ სწორი პასუხები კაცებმა უფრო მეტი გასცეს (28 პროცენტი), ვიდრე ქალებმა (10 პროცენტი).

გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქართველები აღიარებენ რაგბის მიღწევებს, მხარს უჭერენ მის დაფინანსებას, თუმცა უმრავლესობა ვერ ერკვევა თამაშის წესებში.

გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 29-30 მაისს, ტელეფონით, სპონტანურად. სულ გამოკითხულ იქნა 726 ადამიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
წაკითხულის გაააზრება და შემდგომ შინაარსის გამოტანასთან გვაქვს პრობლემა
სპორტში არის გუნდური და ინდივიდუალური სახეობები:
ინდივიდუალურ სახეობებში სადაც ოლიმპიური მედლები გვაქვს და თან უმაღლესი სინჯის ვერცერთი გუნდური სახეობა ახლოს ვერ მივა, მარგამ...
გუნდურ სახეობებში რაგბი (და არა რუსული რეგბი) უდავოდ სპორტის წყველაზე წარმატებული გუნდური სახეობაა
giorgi
02 აგვისტო 2017 18:11
0
არა ლაშა,არა ხარ მართალი,მე რაგბის 70-ანი წლების მეორე ნახევრიდან ვადევნებ თვალს,ჯერ კიდევ ირაკლი კიზირიას დროიდან და მაშინ აქაც და რუსულ პრესაშიც ამ სახეობის სახელი იყო რეგბი და რეგბისტი,შეიძლება რუსულიდან გადმოიღეს არ ვიცი,მაგრამ ასე იყო.მხოლოდ საუკუნის ბოლოს,როცა ქართული რაგბი დამოუკიდებელი გახდა და საერთაშორისო არენაზე გავიდა,დაიწყეს საუბარი,რომ რეგბი არასწორია და მისი ინგლისური დაწერილობა ქართულად უფრო სწორად გამოითქმის რაგბის სახით.ასეც დაიწყეს წერა და საწინაარმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ ძველი გულშემატკივრებისათვის რეგბის თითქოს რაღაც სხვანაირი ეშხი აქვს და ხშირად გაეპარებათ ხოლმე საუბარში.პირადად მე რაგბის ძველ გულშემატკივარს პირველ რიგში ამითი ვცნობ და მათ მიმართ მეტი სიმპათიაც მაქვს.
სოსო
02 აგვისტო 2017 11:35
0
მარტო რუსები ეძახდნენ რეგბის და ეძახიან.... ეს გავლენა რათქმაუნდა იყო საქართველოზეც, თუმცა ოფიციალურად მაინც რაგბი იწერებოდა.
GEO
04 აგვისტო 2017 09:22
0
გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებულია რაგბი.1 დონის გუნდები ახალგაზრდულებში ბევრეჯერ დავამარცხეთ.იმედია მალე უფროსებშიც ასე იქნება.გაუმარჯოთ ჩვენ რაგბისტებს.მრავალაი წარმატების მომსწრე გავმხდარიყავით კიდევ..
jei
01 აგვისტო 2017 22:31
0
ისე თუ ქართული ფრანჩიზიც გაკეთდება და მინიმუმ ჩემპიონთა თასს ითამაშებს რასაც დაგVპირდა სრკ მთლად უკეთესი იქნება
jei
01 აგვისტო 2017 20:08
0
სოსოს - არასდროს რაგბს რეგბი არ ერქვა :) კონკრეტულად ვინმე თუ ეძახდა არ ვიცი. სპორტს ქვია რაგბი, ბრიტანელების მოგონილია და იწერება rugby ("u" იკითხება როგორც "ა" ).
ლაშა
01 აგვისტო 2017 17:29
1
მსოფლიოს რეიტინგი: რაგბი 12, კალათბურთი 47, ფეხბურთი 112.
ძიუდოში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონაზე საქარტველოს ნაკრები 3 პირველი ადგილი 2006, 2008, 2013 წელს. რაგბის ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე 2015 წელი 2 მოგება 2 წაგება 53 მოპოვებული ქულა 123 გაშვებული 12 ადგილი!
dimitri bilanishvili
01 აგვისტო 2017 16:54
0
თავისთავად შედეგებით ძიუდო ყველაზე წარმატებული სპორტია (9-ჯერ მოვიგეთ ევროპის გუნდური ჩემპიონატი და სამჯერ მსოფლიო). აქ ლაპარაკია სათამაშო სახეობებზე (სანახაობრივი თვალსაზრისით)
S.K.K.
01 აგვისტო 2017 16:41
0
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 12 ადგილზეა, კალათბურთის 47, ფეხბურთის 112. რაგბის ნაკრებმა პირველი ეშელონის გუნდებთან ყველა თამაში წააგო რაც კი ითამაშა. 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 53 ქულა მოიპოვა 123 გაუშვა და მეთორმეტე ადგილი დაიკავა, ეს ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე კარგი შედეგი იყო. საქართველოში რაგბი კალათბურთი და ფეხბურთი ყველაზე მაშტაბური სპორტია, ამის მიუხედავდ მათი წარმატების შედარებაც კი არ შეიძლება ძიუდოსთან და ჭიდაობასთან. ქართველი ძიუდოისტები და მოჭიდავეები ყველა ტურნირზე ჩემპიონობისათვის იბრძვიან. ამ სპორტში საქართველოს ყავს ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ჩემპიონი და მედალოსანი.
dimitri
01 აგვისტო 2017 16:19
0
ხო ზვიად, ფეხბურთი უფრო "წარმატებულია", თან ფსონებიც უფრო კარგად კეთდება. არათუ რაგბი ყველაზე წარმატებულია დღეს (Georgia-ს უცხოეთში დღეს სწორედ რაგბის გამო თუ იცნობენ), არამედ ის მომავალში გაცილებით უფრო წინ წავა. აი ფეხბურთის რეანიმაცია უფრო ფანტაზიის სფეროდანაა და ძნელად წარმოსადგენია (ღმერთმა ქნას ვცდებოდე). არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ სპორტის სხვა წარმატებული სახეობები მაგ. კალათბურთი, ძიუდო და სხვ. ამის არ აღიარება შეუძლია მხოლოდ ადამიანს ფეხბურთის იქით რომ ვერ იხედება. ასე რომ დროა გამოხვიდე კაიფიდან!!!
S.K.K.
01 აგვისტო 2017 16:12
0
ზვიადს ტყუილად დასცინით,რაგბს რაგბი ეს 10-15 წელია რაც გადაარქვეს,მანამდე რეგბი ერქვა.რაც შეეხება პოპულარობას,ჭიდაობა სპორტი აღარ არის?ან ჭადრაკი?
სოსო
01 აგვისტო 2017 16:07
0

სიახლეები პოპულარული