მეორე ტურში "ოლ ბლექსმა" "ვოლაბებს" სტუმრად 54:34 რომ მოუგო, ის თამაში სიურრეალიზმად შერაცხეს. ახლა, ამას რა ვუწოდოთ?
ახალი ზელანდიის ნაკრები მეტოქეს ძალიან სერიოზულად რომ მიუდგა, თამაშის დაწყებამდე გამოჩნდა. მათ ჰაკას ნაირსახეობა "კაპა ოპა" შეასრულეს, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული მატჩის წინ ასრულებენ. ოთხი ერის გათამაშების სხვა მატჩებში კი,
"თავიდან ცოტა ვინერვიულეთ. მერე, როცა საკუთარი თამაშის რიტმი დავიჭირეთ, ყველაფერი გამოგვდიოდა. ამ მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადეთ. სამხრეთ აფრიკამ გვაიძულა, საკუთარი თავი გვეპოვა, რადგან ამ გუნდს დიდ პატივს ვცემთ, როგორც ღირსეულ მეტოქეს" - თქვა ნამატჩევს გუნდის თამაშით აშკარად კმაყოფილმა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა.
ახლა ვინმეს ცალკე გამოყოფა და ხოტბის შესხმა ზედმეტია. ეს ის შემთხვევაა, როცა მართლაც ყველა ბრწყინვალედ გაისარჯა. მიუხედავად იმისა, რომ "ბოკეს" კიდევ აქვს თეორიული შანსი, "ოლ ბლექსს" დაეწიოს, ვფიქრობთ, ამ მატჩით ოთხი ერის წლევანდელი გათამაშება "დამთავრდა". მისი გამარჯვებული უკვე ცნობილია. წარმოუდგენელია, ამაში ახალი ზელანდიის ფანტასტიკურ გუნდს ვინმემ ხელი შეუშალოს.
* * *
პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე გათამაშებაში ავსტრალიის ნაკრებმა, რომელმაც შინ არგენტინის ეროვნულ გუნდს 45:20 სძლია. აღსანიშნავია, რომ "პუმებმა" მეტოქეს პირველი ტაიმი 13:10 მოუგეს, თუმცა მერე, შესვენების შემდეგ ავსტრალიელების შეჩერებას ვერაფრით ახერხებდნენ. საბოლოოდ "ვოლაბებმა" მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს და საპრემიო ქულაც მიითვალეს.
ოთხი ერი. IV ტური
ახ.ზელანდია-სამ. აფრიკა 57:0
ახ.ზელანდია: 8ლ - მილნერ-სკადერი (2), იოანი, ს.ბარეტი, რეტალიკი, სოპოაგა, ტეილორი, ტუუნგაფასი. 7გ,ს - ბ. ბარეტი.
ავსტრალია-არგენტინა 45:20
ავსტრალია: 6ლ - ფოლაუ (2), კეპუ, გენია, ფიპსი, ულისი. 6გ,ს - ფოლი.
არგენტინა: 2ლ - ლანდახო, მორონი. 2ს,2გ - სანჩესი.
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ახ. ზელანდია 4 4 0 0 +100 19(3)
2. სამ. აფრიკა 4 2 1 1 -17 11(1)
3. ავსტრალია 4 1 1 2 -1 8(2)
4. არგენტინა 4 0 0 4 -82 0(0)
V ტური
30 სექტემბერი
სამ. აფრიკა-ავსტრალია
არგენტინა-ახ. ზელანდია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"