21 სექტემბერს მსოფლიოს თასის ფავოტირების ჯახი გაიმართა.
B ჯგუფში ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და ანგარიშით 23:13 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში სამხრეთაფრიკელებმა ჯარიმით გახსნეს, თუმცა ამის მერე პირველ ტაიმში ქულა ვეღარ მოიპოვეს.
"ოლ ბლექსმა" კი მეტოქეს ორი ლელოთი უპასუხა და საბოლოოდ პირველი ტაიმი 17:3 მოუგო.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთაფრიკელები მეორე ტაიმში უკეთ ათამაშდნენ და ლელოც დადეს, ახალი ზელანდიის გატეხვა ვერ შეძლეს და "ოლ ბლექსმა" დამსახურებულად მოიგო.