54 წლის იან ფოსტერი, რომელიც აქამდე ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების დამრიგებლის ასისტენტი იყო, "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელი 2 წლის ვადით გახდება.
ფოსტერი ორი მთავარი კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა საბოლოოდ მისი ვარიანტი "ქრუსაიდერსის" მწვრთნელ სკოტ რობერტსონს ამჯობინეს და ჩააბარეს კიდეც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.
"თავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვთვლი. ამ შანსის მიღება ძალიან დიდი პატივია და ერთი სული მაქვს, როდის წარვუძღვები გუნდს უდიდესი მემკვიდრეობის ახალ ეტაპზე.
მე ამაყი ვარ იმით, რასაც უკანასკნელ 8 წელში "ოლ ბლექსთან" ერთად მივაღწიეთ და უდიდესი ენერგიით ველოდები
ახალი სამწვრთნელო გუნდის შექმნას", - განაცხადა ახალზელანდიელთა ახალმა დამრიგებელმა.
იაპონიაში გამართულ 2020 წლის მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ნაკრები ნახევარფინალში ინგლისთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით