პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს

AutoSharing Option
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 20 იანვარს ევროპული რაგბის რანგით მეორე, "ჩელენჯ ქაფის" ორი შეხვედრა თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.

ამ დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩების გასამართად თბილისს ინგლისური კლუბები - "ნიუკასლი" და "ლონდონ აირიში" ეწვევიან. ისინი გასვლით თამაშებს ციმბირულ კლუბებთან - ჩემპიონ "ენისეისა" და ვიცე-ჩემპიონ "კრასნი იართან" გამართავენ.

საქართველოს სარაგბო მატჩების და ტურნირების უმაღლეს დონეზე ორგანიზების კუთხით, სარაგბო სამყაროში სახელი დიდი ხანია გაუვარდა. შესაბამისად, არც ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციას უყოყმანია დიდხანს, მას შემდეგ, რაც მათ მე-6 ტურის საშინაო მატჩების თბილისში
გამართვის თხოვნით "კრასნი იარმა" და "ენისეიმ" მიმართეს.

კრასნოიარსკულ კლუბებში სამი "ბორჯღალოსანი" და კიდევ რამდენიმე ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ხოლო კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი" "ლონდონ აირიშის" ღირსებას იცავს.

20 იანვარს, 14:00 საათზე, "ენისეი", რომლის შემადგენლობაში ქართველი ცენტურიონი დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე თამაშობენ, "ნიუკასლს" მასპინძლობს. "ფალკონზში", რომელიც ჯონი უილკინსონის მშობლიური კლუბია, ამჟამად რამდენიმე ცნობილი მორაგბე თამაშობს. მათ შორის არიან შოტლანდიელები: სკოტ ლოუსონი ( 46 კეპი) და ალისტერ ჰოგი (48), კანადელები: ვან დერ მერვე (46), ჯეკ ილნიკი (22) და ევან ოლმსტედი (18), ინგლისელები: ტობი ფლადი (60) და დეივ უილსონი (44), ფიჯელები ვერენიკი გონევა (49), ტევიტა კავუბატი (20) და ჯოშ მატავესი (17), ამერიკელი ნიკ სივეტა (10), ტონგელი ნილი ლატუ (54), ოპეტი ფონუა (11) და სონატანე ტაკულუა (25), ფრანგი მაქსიმ მერმოზი (35), არგენტინელი ბელისარიო აგუზა (11).

პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, "კრასნი იარისა" და "ლონდონ აირიშის" შეხვედრაა, სადაც მოედანზე ერთბაშად სამი "ბორჯღალოსნის" ხილვის საშუალება გვექნება - ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის - კრასნოიარსკელების, ხოლო ლაშა ლომიძის - ლონდონელების შემადგენლობაში.

"აირიშში" თამაშობენ ახალზელანდიელები: ბენ ფრენქსი (47 კეპი), ჯეიმს მარშალი (2) და მიკ კომანი (1), შოტლანდიელები: გორდონ რიდი (27) და ბლეირ კოუენი (17), ფიჯელი მანასა საულო (35), სამოელები: ფილ პაულო (27) და ოფისა ტრევირანუსი (37), კანადელი ქირან ჰერნი (59) და სხვები.

შეგახსენებთ, რომ "ჩელენჯ თასის" ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩები - "ენისეი" "ეს ტე ემ ნიუკასლ ფალკონზის" წინააღმდეგ და "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ - 20 იანვარს, 14:00 და 17:00 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ ,,კრასნი იარი,,...და ,,აია,, და ,,ლელო,,არა ....????
არ შეიძლება ქართულმა კლუბებმა ევროპული რაგბის{კალათბურთისაც} ყველაზე დაბალ გათამაშებებში მიიღონ მონაწილეობა{ღირსეულად რა თქმა უნდა}....და ამის ფინანსები მოიძებნოს?...
ზურა ზურაბი12
23 დეკემბერი 2017 16:34
0
ვისაც გინდათ იმას უქომაგეთ, ზრდილობა ვიქონიოთ და ოჯახიშვილობა.
partizani
23 დეკემბერი 2017 09:59
1
მესხზე მაინც ათამაშეთ ინგლისელებს განახოთ რომ რაგბის დიდი სტადიონები გაგვაჩნია და რუსის გულების გასახარად ეგებ შეივსოს "მესხი" და ქართველმა ლეგიონერებმაც ერთი-ორი ორი ლელო დაუდო იუნიონ ჯეკის გუნდებს,ისე კი ლომიძის ლელო დაგვXატავდა,გულმხურვალედ ვუქომაგებ ლონდონს და ბრისტოლის თუ ნიუკასლი,მაგათ.
გამოქლიავებულებო
22 დეკემბერი 2017 14:00
1
ვერ ხართ, ვერა.ერი მამული,სარწმუნოება ვერ იკითხება,იგება,წაკითხვისას თქვენნაირად მხედრულის წაკითხვისას.ერეკებით თქვენსას,სხვათა აზრის დაუბეჭდავად,ეგებ ეროვნული შედეგისთვის,დადებითი შედეგისთვის უკეთესის,ვიდრე ინგლისელი ვილკინსონი ა ქ თამაშობდა და ქართველი ცენტურიონი იქაო!ჰოდა ჯამშიქატო აქ გვრჩება და ფქვილი კი იქაო.ქვეყნისრებისათვის გამოუსადეგარად.არ გვესმის ქართველს ქართველის,რეზიუმე- რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი ...სამყარო კი არ გადატრიალება,ჩვენ წავიფორხილებთ კვლავ და კვლავ... თავითაო
i Am Georgian
22 დეკემბერი 2017 13:34
0
ინგლისური კლუბები რომ გასვლით მატჩებს თბილისში ატარებენ ძალიან კარგია მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის გუნდების საშინაო მატჩების თბილისში ჩატარება ჩემთვის მიუღებელია.
sani
22 დეკემბერი 2017 13:17
6
სათქმელს შორიდან გვაპარებთ და არაკორექტულად გვაწვდით ამას არ ჰქვია, რომ ნიუკასლი და ლონდონ აირიში სათამაშოდ თბილისში ჩამოდიან, თითქოს მათ ეს აირჩიეს და იიტომ რომ ქართული რაგბი განვითარდა და ასე შემდეგ. რას მიედმოედებით? დაწერეთ რა პირდაპირ, - თბილისში საშინაო მატჩებს რუსლ კლუბები ჩაატარებენ-თქო და მორჩა. კიშინიოვის სტადიონი რომ აერჩიათ რუსებს, რას დაწერდით? დიდი აქვთ იმპერია, სადაც უნდათ წავლენ, აქ ქოცნება ფეხებში გაეგება და ამიტომ აარჩიეს სამხრეთელი მონები
გელა
22 დეკემბერი 2017 13:03
6
აჯობებდა მესხსზე ჩაეტარებინათ
ალეკო
22 დეკემბერი 2017 12:14
0
მშვენიერი სიახლეა. აწი სულ გაგვიგიჟდება ზოგი კომენტატორი
ანდრი
22 დეკემბერი 2017 10:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული