რუსეთმა საქართველო რეგიონის ლიდერად აღიარა

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის კავშირი საქართველოს რეგიონის ლიდერად აღიარებს და აღნიშნავს, რომ ახალი საერთაშორისო ტურნირი მის გარეშე ვერ დაარსდება.

საუბარია ახალი საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობაზე, სადაც 10-მდე ქვეყნის გუნდი ითამაშებს, მათ შორის საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის და ა.შ.

აღნიშნულთა დაკავშირებით მოსკოვში მყოფმა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ იაშენკომ პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

„ერთ რამეში თანამოაზრეები ვართ - ახალი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი უნდა შედგეს. მასში მონაწილე ქვეყნებსა და კლუბებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთი რამის თქმა ახლავე
შეგვიძლია - საქართველოს გარეშე ეს ტურნირი ვერ შედგება. კონსულტაციები გაგრძელდება და ვიმედოვნებ, უახლოეს თვეებში ქართულ მხარესთან წერილობით შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ. წინ რთული სამუშაო გველის, რომელიც მინიმუმ 2-3 წელი გაგრძელდება“ - ამბობს იაშენკო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
"სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ იაშენკომ" ანუ ჩვენს პრეზიდენტს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დაალაპარაკეს. "რეგიონის ლიდერს" სულ მცირე ფედერაციის პრეზიდენტი მაინც უნდა დაეხვედრებინათ... ჩათლახი რუსებისაგან რაც უფრო შორს დავიჭერთ თავს უკეთესი იქნება.
რუსეთის დედაც
07:54 31-05-2018
0
ინფორმაციაში აღნიშნულია რომ ახალ ტურნირში "10-მდე ქვეყნის გუნდი ითამაშებს,მათ შორის საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის და ა.შ." ჩამოთვლილია მხოლოდ 4, დანარჩენი უცნობია. რომელ ქვეყნებზეა საუბარი? ყაზახეთი, მოლდოვა თუ ბულგარეთი? ღადაობთ?...ჩვენ განვითარების რეალურ გზებს ვეძებთ თუ დაღმასვლის?
ბარბა
15:30 20-05-2018
1

სიახლეები პოპულარული