ქართველი მორაგბე რუსულ კლუბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
მოსკოვის "სლავას" ორი ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი და საბა ილურიძე კლუბში რჩება.

ამის შესახებ ბროძელმა "ფეისბუქზე" დაწერა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაიხადა.

გთავაზობთ ბროძელის განცხადებას:

"მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.

ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ
სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ "სლავას" ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის!", - წერს მორაგბე "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბმა, მოსკოვის "სლავამ" ორ ქართველ მორაგბეს - რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა - ამის მიზეზი დადებული ლელოს შემდეგ თვალზე აფარებული ხელი იყო, რომელიც მორაგბეებმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ, საკუთარი პოზიცია გამოხატეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა ადვილია კლავიატურასთან ჯდომა და სადღეგრძელოებით ლაპარაკი!
ფედერაცია რას აკეთებს პიარის გარდა ? ელემენტარული პირობები შეუქმნან ბიჭებს ოჯახები რომ არჩინონ!
:)
06 ივლისი 2019 04:08
4
რეალურად და გაყალბების გარეშე, საქართველოს ისტორია მტრის მიმართ წაწოლის, ერთმანეთის ჩაშვების და ღალატისაგან შედგება.
Status quo
05 ივლისი 2019 15:56
3
Aმგვარი უგუნურობა-ქვეშაფსიობით ჩვენ დავიბრუნებთ??? Mეფე თამარის მიერ დასახლებულ და ოკუპანტის მიერ გადამწვარ თამარაშენის მიწებს?,ან მეხუთე საუკუნის ეგრეთ წოდებულ უმაღლეს სასწავლებლის, ქართული აკადემიის ადგილმდებარობას ბიჭვინთას? Vერანა მტერი მისადმი ლოიალურობით , "წაწოლით და ვირეშმაკობით" დათმობებზე წავა? Aრა და არამც, ფაქტებითაა მტკიცებული,საუკუნებრივი ფაქტებით! ჯერ სამშობლო მედგარი შეუპოვრობით წართმეულის სრულ დაბრუნებამდე,შემდგომ ყველაფერი დანარჩენი ,ოჯახის კეთილდღებით წყებული, სტომაქით და ვითომ ადამიანური ყოფით დამთაბრებული და სანამ ამ თანამიმდევრობით არსებობას ჩვენსას ამ წუთისოფლად ვერ შევიგნებთ, ჯერ სხვათა მონობაში სრული იდენტურობის დაკარგვით მოგვიწევს "ფართხალი" უალტერნატივოდ ცვენივე გაფაგვარებამდე სვლით,ადრე თუ გვიან, უფრო ადრე , ერის სამუდამოდ გაქრობამდე,...ვატყვილებთ ჩენივე თავს ? ....
Viqartvelot bolomde....
04 ივლისი 2019 18:10
3
თუ ერთი ადგილი არა ქონდათ რაღას ხტუნაობდნენ. ითამაშონ თავიანთი რაგბი და პატრიოტობანას თამაშს შეეშვან ურჩევნიათ.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
04 ივლისი 2019 17:59
4
რა ადვილია კლავიატურასთან ჯდომა წერა....
კახა ქ.
04 ივლისი 2019 17:58
7
დიახ ლევან1 მეც მაგას მოვუწოდებდი რომ დატოვონ კლუბი მაგრამ რა ქნან თუ მათ უკან ოჯახი დგას სადაც უბრალოდ ხელფასზე კია არა არსებობაზე უმეტესად საქმე დაქცეული ქვეყანა არანაირი დახმარების ტრა..კი არ ააქვს ფედერაციას და ამ ბიჭებმა ერთხელ უკვე მოიხადეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი რისთვისაც მადლობის ღირსი არიან ხოლო ეს ფედერაცია სულ პანჩურით უნდა გამოყარო ფაქტიურად არაფერს არ აკეთებენ რამე ინიციატივაც კი არ წარმოუდგენიათ ამდენი ხნის განმავლობაში კარგი ხელფასები აქვთ და არიან გასუსულები ისევე როგორც მერიებში საკრებულოებში და მთავრობაში.
კახა
04 ივლისი 2019 16:52
9
რუსეთი ის სარაგბო ქვეყანაა, სადაც პოლიტიკა ყველაზე მეტად აღწევს. ამისი ნათელი მაგალითია ეს შემთხვევაც. რუსებს ადრეც შეუქმნიათ ბარიერები ჩვენი ნაკრებისთვის და ეს დამოკიდებულება გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, მოთამაშეები თვითონ გადაწყვეტენ როგორ მოიქცნენ, მაგრამ ეს ფაქტი უფრო თავის მოკატუნებას ჰგავს და მეტს არაფერს - უი არ ვიცოდით და თურმე სხვანაირად ყოფილა.
????
04 ივლისი 2019 16:37
4
მგა გუნდში ქართველების დარჩენა სირხვილია..მას შემდეგ რაც რუსებმა იკადრეს და ამ მოთამაშეებს გაუკეთეს.
ამ ქართველ მორაგბეების დიდი სირცხვილია მაგ გუნდში დარჩენა.
სულ რომ კალთები ჩამოახიონ და ეხვეწონ რუსები არცერთი წამით აღარ უნდა დარჩენილიყვნენ.

მაგრამ ქართველები ასე ვიქცევით და იმიტომაც გასდის რუსეთს ყველაფერი.
04 ივლისი 2019 16:37
7
მაშინ შენ გადაუხადე ხელფასი და წამოვლენ! საინტერესოა შენ რას საქმიანობ?!
გიო
04 ივლისი 2019 16:37
16
როგორც ქართული რაგბის გულშემატკივარი და ერთი უბრალო ადამიანი , ჩემ აზრს დავწერ, მეგობარო , მე თქვენ ადგილზე 1 წუთი არ გავჩერდებოდი რუსეთში.
ლევან1
04 ივლისი 2019 16:11
13

სიახლეები პოპულარული