"ბორჯღალოსნებს" აღარად აგდებენ? - რუსებმა მიზნად რაგბი ევროპის მოგება დაისახეს

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემევი ამბობს, რომ მათი მიზანი რაგბი ევროპის მოგებაა.

მსოფლიოს თასზე რუსეთის ნაკრებმა ოთხივე მატჩი წააგო, მის მწვრთნელ ლინ ჯონსს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ამბიციური ამოცანა დაუსახეს.

"ჩვენ მოგვწონს ლინ ჯონსთან მუშაობა. უახლოესი ამოცანა რაგბი ევროპაა. თუ ჩვენი გუნდი კონდიციებს შეინარჩუნებს, რომლებიც მსოფლიოს თასზე თავის საუკეთესო შეხვედრებში აჩვენა, მაშინ არამარტო სამეულში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვექნება. ამოცანა მაქსიმალური იქნება - ევროპის ჩემპიონობა", - განუცხადა არტემევმა ТАСС-ს.

რაგბი ევროპა 2020 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება და მასში მონაწილეობას
საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის და ბელგიის ნაკრებები მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თაობათა ცვლამ ახალ ზელანდიასაც კი დაადო კვალი... ახალგაზრდობა მოდის. იმედია, მომავალ წელს უკეთესი გუნდი გვეყოლება და ევროპაზე თავს არ შევირცხვენთ!!!
tngh
29 ოქტომბერი 2019 12:29
3
ბიჭებო დაახიეთ ბურთი თავზე რომ აღარ ჰქონდეთ ეგეთი ამბიციები სადაც რაგბს საქართველო თამაშობს..
მამუკა
29 ოქტომბერი 2019 14:27
0
მაპატიეთ ამ აზრის გამთქმისთვის მაგრამ მე ასე მგონია, რომ ამჟამინდელი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ჩვენ ეგ მატჩი წავაგოთ. აღარ მოვყვები რატომ და ა.შ. ძალიან ვწუხვარ მაგრამ ასე ვფიქრობ.
ქართველი
29 ოქტომბერი 2019 12:26
46
ნუთუ ფიქრობ,რომ ჩვენი ბიჭები,თუნდაც მთავრობის ბრძანებით,რუსებთან შეგნებულად წააგებენ?შეიძლება მოხდეს რაღაცა უბედურება და წავაგოთ კიდეც,მაგრამ შეგნებულად?გამორიცხულია.
ისე რუსები აღმავლობის გზაზე არიან,გამოცდილებაც მიიღეს,ბევრი რამეც ისწავლეს,ჩვენ კი ცუდი პერიოდი გვაქვს და რა თქმა უნდა ეცდებიან მომენტის გამოყენებას,თუმცა საჩვენო მყესები,ჯერჯერობით არა აქვთ.იმედია ვერც ვერასოდეს გაიმაგრებენ.
სოსო
29 ოქტომბერი 2019 14:05
0
არ გამოვრიცხავ მთავრობაში ზოგი ფიქრობდეს ამაზე რუსეთის არ გაღზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ არა მგონია რაიმე ბერკეტი ჰქონდეთ ამის მისაღწევად. რუსეთი არაა ურუგვაიზე ძლიერი და მას თუნდაც ახალგაზრდებით გაჯერებული და განახლებული ნაკრებით მაინც მოვუგებთ.
irakli81
29 ოქტომბერი 2019 13:52
6
ყველა გამოხმაურება
სირბილს თუ ვისწავლით რუსები კი არა 6 ერის ნაკრებებიც ანგარიშგასაწევ ძალად ჩაგვთვლიან
შოკირებული გულშემატკივარი
29 ოქტომბერი 2019 12:22
2
ვეტერანები მიდიან, ჩვენი 15 შარშან დაამარცხეს, ფიჯიმ მოგვიო, მწვრთნელიც ახალი გვეყოლება და ამაზე უკეთესი "შანსი" არ ექნებათ უახლოეს მომავალში, მაგრამ თიმ ლეინის დაპირება უნდა შევახსენოთ
ანდრი
29 ოქტომბერი 2019 11:58
0
თუ არ მოიგებენ ნახავთ, თან იმის ფონზე რომ ჩვენს ნაკრებს აშკარა სტაგნაცია აქვს და ალბათ დიდი დრო დაჭირდება ისევ იმ კონდიციას დაუბრნუდეთ რაც 2015 წელს გვქონდა
ლაშა
29 ოქტომბერი 2019 11:45
31
არ დასჭირდება დიდი დრო თუ იმ ახალგაზრდებით ჩავანაცვლებთ რომლებიც 6ერის გუნდებს უგებენ. ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია.
გელა
29 ოქტომბერი 2019 11:55
1
მოხვალთ სტანოკზე და ატირებულები უნდა გაგიშვათ
grisha
29 ოქტომბერი 2019 10:02
0
ბიჭო, სპორტია, სპორტიი, იმას იტყვიან უნდა წავაგოთო
dt
29 ოქტომბერი 2019 09:13
1
როდის იტყვიან?
გადასარევი გიორგი
29 ოქტომბერი 2019 10:56
0
ვააა. პირდაპირ ხო არ გადმოგცეთ ბარემ თასი? საიდან ამდენი ამბიცია ნეტა :D
Star Lord
29 ოქტომბერი 2019 04:52
4
უკაცრავად შემთხვევით დამეჭირა უარყოფით კომენტარზე, თორემ მეც ვეთანხმები.
1
29 ოქტომბერი 2019 13:45
0

სიახლეები პოპულარული