სროლა რაგბის კავშირში - დაჭრილია მორაგბე, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტმა ისროლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა გაისმა - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ გაისროლა და დაჭრილი კი ერთ-ერთი მორაგბე, საინიცატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილია.

დაჭრილი მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.

"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო
სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სამწუხაროდ რაც ძალიან არ მინდოდა და მოლოდინი მქონდა, ზუსტად ის მოხდა - მორაგბეები მოჭიდავეებს გაუთანაბრდნენ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეხლა უკვე აღარავინ დაიჯერებს ოჯახზე და ერთობაზე ლაპარაკს. თუ ამაზე პასუხი არ აგო არავინ, რაგბის კავშირი ჩვეულებრივი კანტორა იქნება. აღარაფერს ვამბობ მომავალ ტურნირზე და მისთვის მომზადებაზე ეს რა გავლენას მოახდენს
: )))))))
16 სექტემბერი 2020 15:18
2
ვაი თქვენს პატრონს!
შოთა
16 სექტემბერი 2020 15:12
1
ეს ხუნტა სუ პანღურებით უნდა გამოყარო ყველა ვინც მოკალათდა რაგბის კავშირში!!!

დააქციეს ერთერთი წარმატებული სპორტული ფედერაცია.
toma
16 სექტემბერი 2020 15:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული