საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
მემგონი არც არის ნაკრებში ეს უზრდელი და გაუწონასწორებელი ადამიანი და იმედია არც არასდროს იქნება. ჟურნალისტებთან შეიძლება გქონდეს პრეტენზია, მაგრამ ასეთი ფორმით გამოხატვა დაუშვებელია.
giorgi
27 ოქტომბერი 2020 11:54
5
ჯერ ქართული ასწავლეთ ვინმემ ამ ვიგინდარას!
aleksandre
27 ოქტომბერი 2020 12:09
7
აᲦარაფერი ესაქმება ამას ნაკრებᲨი
სოსო
27 ოქტომბერი 2020 17:26
1
რაო სეხნი,ვისაც ყველაზე მეტად სტკივა გული,ის და მასავით გულმტკივნები უნდა ჩამოშორდნენ რაგბს და შენისთანები დარჩნენ,არა?მერე რა ვირის თავ-ფეხი შეგრჩება საგულშემატკივროდ,იმასაც ვნახავ.თუმცა შენ რაგბი გკიდია პირველ რიგში,ფეხებზე.მამუკა გორგოძე ერთ-ერთ მატჩში გააძევეს საფრანგეთში და დისკვალიფიკაცია მისცეს.სადისციპლინო კომისიაზე მამუკამ იკითხა,რატომ მსჯით,თამაშის დროს,ემოციებს ბოლომდე რომ ვხარჯავ,იმიტომო?მათ დაუდასტურეს,რაგბში ჩხუბი არ შეიძლებაო.მამუკა გორგოძემ არც აიღო არც დაიღო და პირდაპირ მიახალა,მე როგორც მითამაშია,ისე ვითამაშებ,თქვენ კი,სწორედ მაგიტომ გაგევსოთ ოჯახები პიდარასტებითო.არ ვამართლებ აფციაურს,თავი უნდა შეეკავებინა,მაგრამ ის თავის თავს კი არა,მეგობრებს გამოექომაგა.იცოდა რამდენი შრომა და ენერგია ჰქონდათ დახარჯული და ასე ცუდად რომ ჩაუარათ,მიტომ ეწვოდა გული.ვერ აიტანა უცოდინარებისაგან ამდენი უაზროდ ლაფის ნთხევა და როცა უცოდინრებს,რაგბთან ახლოს მყოფი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ,ისევ მათ დაეტაკა,გამწარებული.რაგბი რა არის?მეგობრის გვერდით დგომა და მისი გულისათვის საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვა.არც მე მომწონს.მჯერა არც თვითონ აფციაურია კმაყოფილი,მაგრამ იმ წუთში ის თავზე არა ფიქრობდა.ის მეგობრებს იცავდა და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს,მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის მისი.მატჩის დროს,რა გინდა დიდი ჩხუბი მოხდეს,მატჩის შემდეგ,მეტოქეები ხელს ჩამოართმევენ,ერთმანეთს საპატიო დერეფანში გაატარებენ და მატჩის შემდეგ,ბოკალ ლუდსაც ერთად დალევენ.წყენას იქ დაარჩენენ და ივიწყებენ.ჟურნალისტებიც რაგბისთან დაახლოებული ბიჭები არიან და იმედი მაქვს,ხელს ჩამოართევენ ერთმანეთს და წყენას დაივიწყებენ.ხომ ყველასათვის ცხადია,რომ ორივე მხარე,ნაკრების დამარცხებით გამოწვეული ტკივილის გამო მოიქცა ისე,როგორც მოიქცა.
სოსო
31 ოქტომბერი 2020 21:23
1
ნავალოვსკიმ მოგების მერე მაინც გვაგინა, ესენი ძლიერ მეტოქეებთან ისვრიან ხოლმე და ახლა გინებაც დაგვიწყეს :)))
ეეჰ
27 ოქტომბერი 2020 11:50
8
ასე რამ გაამწარა ახალგაზრდა კაცი ეგეთი რა განიხილეს ჟურნალისტებმა!?
კვარა
27 ოქტომბერი 2020 11:55
2
რო არ გვესვრის, უკვე კარგია. უგულშემატკივრე ასეთებს...
ვვვ
27 ოქტომბერი 2020 21:03
4
ვინ გთხოვს უგულშემატკივრეო?
რაგბი
27 ოქტომბერი 2020 22:09
29
ზოგადად ვინც იცნობს აფციაურს ყველამ იცის რომ ზრდილობასთან მუდამ ქონდა პრობლემები. თამაშის დროს მუდმივად სხვას აბრელებდა თავის დაშვებულ შეცდომას. ყოველთვის ვთვლიდი რომ რაგბში გიორგი აფციაურის და ფეხბურთში გიორგი ჭანტურიას ადგილი არ არის. რაც შეეხება მორაგბეებს,ხელშეუხებელი არავინაა და ჯანსაღი კრიტიკა ყველამ უნდა მიიღოს.
David
27 ოქტომბერი 2020 15:41
2
ადამიანი რომ ასეთი უზრდელი იქნება, ის ნაკრებში არ უნდა მიიწვიო. ნაკრებიდან მოკვეთა და ადმინისტრაციული პატიმრობა მოუხდება და მერე სხვა აღარ გაბედავს ამდენს. არც ჟურნალისტები არიან ანგელოზები, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს
ვახო
27 ოქტომბერი 2020 16:52
3
გინება ბუმერანგია და უსათუოდ გიბრუნდება. ვაი შენს პატრონს! საწყალი დედა შენი!ვუთანაგრძნობ.
დავითი
27 ოქტომბერი 2020 20:01
4
რა დღეშია ამას უყურე? უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან რო ჭკუა ისწავლოს სხვამ... ჯერ სანამ შენ ხმას ამოიღებ სხვებს უყურე გორგოძე ზირაქა რას აკეთებენ შენი საქმე ისეა უძღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... კუნთები შოტლანდიასთან გეთამაშა ჩვენთან არ გინდა! იტალიამ რო წააგო ირლანდიასთან 50-17 ის ირლანდიაა შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი და თან 2ლელო დაუდო იტალიამ ანუ იბრძოლა გუნდმა და ამათმა რა ქნეს? შოტლანდიას მადლობა რომ ჩვენ თამაშივე ანუ ძალისმიერ რაგბში დაგვიდგა და გაგვაფარჩაკა მაინც მაგათ რო თავიდანვე გაშლილი რაგბი შემოეთავაზებინათ ალბათ 100მდე ავიდოდნენ. ელემენტარული გეზარებათ სირბილი ჰაერში ახტომის და ბურთის დაჭერის გეშინიათ ერთი კაცი რო იბრძვის პირდაღებული უყურებს 14. მიყოლა გეზარებათ მოლში შოტლანდიას მაინც მიბაძეთ მთელი გუნდი ერთვებოდა ძალა ერთობაშია... გამოდიხარ აქ და ბოდიშის მოხდის ნაცვლას კნავიხარ! აუდე ნაკრებიდან
ოე აფციკ
27 ოქტომბერი 2020 15:05
6
ნუ პროფესორობ რა))) საერთოდ არაა ნაკრებში
gagi
27 ოქტომბერი 2020 21:58
6

სიახლეები პოპულარული