საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის
გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

Sportall.Ge


sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.
მკითხველის კომენტარები / 75 /
ეს ნაკრების წევრია თუ სოფელი "ხიხოს" წარმომადგენელი, ისე ადამიანის შეურაწყოფა თუ გინდა, სხვა სიტყვებითაც შეიძლება ამის გაკეთება მითუმეტეს ნაკრების წევრი თუ ხარ და თან სოციალურ ქსელში პოსტს რომ გამოაჭენებ:), მადლობა ყურადღებისთვის
სანდრო
27 ოქტომბერი 2020 16:35
5
ნავალოვსკის თვითონ არ დაუწყია გინება, ჯერ გულშემატკივრებმა აგინეს და მერე დაუბრუნა პასუხი თამაშის მერე
შაკო
27 ოქტომბერი 2020 16:32
0
ჩემს კომენტარებს რატომ არ დებთ თქვენ თუ ნაღდი ჟურნალისტები ხართ?
რეზო
27 ოქტომბერი 2020 16:29
2
გინება ნებისმიერ ვარიანტში მიუღებელია, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ჟურნალისტები ფაქტიურად არც გვყავს. ის რაც სპორტულ მედიაში ხდება ჟურნალისტიკა არაა, სრული უვცობა ერთი უბედურებაა, უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ ამ უვიცობას შევეგუეთ და კრიტიკის (ჩვენში რატომღაც ჩამოყალიბებულია აზრი, რომ კრიტიკა მხოლოდ უარყოფითზე და ნაკლოვანებებზე მითითებას გულისხმობს, მაგრამ კრიტიკა პირველ რიგში განსჯაა - გარჩევა, შეფასების მიზნით) ნაცვლად დავამკვიდრეთ საკუთარი აზრის პროპაგანდირება ყოველგვარი ელემენტალური ცოდნის გარეშე (განათლებაზე საუბარიც არაა). აღნიშნულმა ფსევდოჟურნალისტიკამ გამოიწვია სრული დისბალანსი და შედეგად მივიღეთ პროფესიონალთა გაუცხოებაც, ანუ ჟურნალისტები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ სპეციალისტისგან მიიღონ პროფესიული განმარტება, ზოგადად თამაშზე ან კონკრეტულ ვითარებაზე, დეტალურად ჩაეძიონ მნიშვნელოვან ეპიზოდს, გააანალიზონ მოვლენა და ა.შ. ვინაიდან უცოდინარობის გამო, გამართულად, საფუძვლიანი კითხვის დასმის უნარიც არ გააჩნიათ. გაგახსენებთ როგორ პასუხობდა ლობანოვსკი მსგვსი "ბაგაჟის" მქონე ჟურნალისტებს - "თუ გსურთ მიიღოთ პასუხი, კითხავას მიეცით წმინდა საფეხბურთო ფორმულირება" ამით იგი მიანიშნებდა, რომ ჟურნალისტებისგანაც მოითხოვდა საკითხის საფუძვლიან ცოდნას და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ფეხბურთი ვერ იარსებებდა ჟურნალისტიკის გარეშე (სხვათა შორის, მისი ასეთი ხედვის მართებულობის ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ ჩვენც ვართ).
სამწუხაროდ რაგბის ცოდნით მხოლოდ რიგითი გულშემატკივრის დონეზე ვარ და მხოლოდ ფეხბურთის საშუალებით შემიძლია ავხსნა როგორი დეგრადირებულია ჩვენი ჟურნალისტიკა და როგორ სარგრბლობენ ამით სპეციალისტები, რათა თავიდან აიცილონ საფუძვლიანი კრიტიკა. ერთი კონკრეტული მაგალითი - ყველასათვის ცნობილი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ყბადაღებული, „გოლის გასახდელში გაყოლება“, ქართველი ფეხბურთელების სენად რომ მოვნათლეთ და მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმს მივაწერეთ. გაიხსენეთ კომენტატორებისა და ჟურნალისტების გაუთავებელი წუწუნი („კონცენტრაცია დავკარგეთ დასასვენებლად გამზადებულებმა“, „გასახდელში ვიყავით გონებით“, „მატჩი დამთავრებულად ჩავთვალეთ“ და ა.შ.) ამავდროულად სპეციალისტები გაყურსულები არიან და ნამდვილ მიზეზე კრინტს არ ძრავენ. ერთი შეხედვით, ფეხბურთელების ლაფსუსს (როგორადაც გვინდა გავასაღოთ), საფეხბურთო ენაზე, რომ სხვა განმარტება აქვს და ასეთი გოლები პირდაპირ კავშირშია თამაშის ორგანიზებასთან, ანუ მწვრთნელის იაღლიშია, როგორ ფიქრობთ, სპეციალისტებმა არ იციან? - თუ მწვრთნელი, სათამაშო ფაზების დროში მონაცვლეობას და ტემპი-პაუზის ინტერვალს, თავიდანვე ზუსტად ვერ განსაზღვრავს, ან თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე სათანადო კორექტირებას არ მოახდენს, ტაიმისა და, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, გუნდის გაჩერება, რომ გარდაუვალია, მოთამაშის ბრალია?
ხედავთ მეგობრებო სად ვართ? თქვენ კიდევ გინება გიკვირთ...

goga
27 ოქტომბერი 2020 15:50
4
ზოგადად ვინც იცნობს აფციაურს ყველამ იცის რომ ზრდილობასთან მუდამ ქონდა პრობლემები. თამაშის დროს მუდმივად სხვას აბრელებდა თავის დაშვებულ შეცდომას. ყოველთვის ვთვლიდი რომ რაგბში გიორგი აფციაურის და ფეხბურთში გიორგი ჭანტურიას ადგილი არ არის. რაც შეეხება მორაგბეებს,ხელშეუხებელი არავინაა და ჯანსაღი კრიტიკა ყველამ უნდა მიიღოს.
David
27 ოქტომბერი 2020 15:41
2
გინება ძალიან ცუდია, სამაგიეროდ ეხლა ეს ჟურნალისტი უფრო პოპულარული გახდა... და ვერ გაიგებ რომელი უფრო კმაყოფილია, ასე რომ, ფრეა ძამიკოებო :)
გიორგი-11
27 ოქტომბერი 2020 15:17
15
ერთადერთი კარგი და საპატიო სპორტი გვქონდა და ისიც გააფუჭეს. ჩვენ ჩვენი თავის ყველაზე დიდი მტრები ვართ. მაგრა გული მტკივა.
ლომი
27 ოქტომბერი 2020 15:14
1
რა დღეშია ამას უყურე? უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან რო ჭკუა ისწავლოს სხვამ... ჯერ სანამ შენ ხმას ამოიღებ სხვებს უყურე გორგოძე ზირაქა რას აკეთებენ შენი საქმე ისეა უძღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... კუნთები შოტლანდიასთან გეთამაშა ჩვენთან არ გინდა! იტალიამ რო წააგო ირლანდიასთან 50-17 ის ირლანდიაა შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი და თან 2ლელო დაუდო იტალიამ ანუ იბრძოლა გუნდმა და ამათმა რა ქნეს? შოტლანდიას მადლობა რომ ჩვენ თამაშივე ანუ ძალისმიერ რაგბში დაგვიდგა და გაგვაფარჩაკა მაინც მაგათ რო თავიდანვე გაშლილი რაგბი შემოეთავაზებინათ ალბათ 100მდე ავიდოდნენ. ელემენტარული გეზარებათ სირბილი ჰაერში ახტომის და ბურთის დაჭერის გეშინიათ ერთი კაცი რო იბრძვის პირდაღებული უყურებს 14. მიყოლა გეზარებათ მოლში შოტლანდიას მაინც მიბაძეთ მთელი გუნდი ერთვებოდა ძალა ერთობაშია... გამოდიხარ აქ და ბოდიშის მოხდის ნაცვლას კნავიხარ! აუდე ნაკრებიდან
ოე აფციკ
27 ოქტომბერი 2020 15:05
6
ნუ პროფესორობ რა))) საერთოდ არაა ნაკრებში
gagi
27 ოქტომბერი 2020 21:58
6
Jurnalistma rusetis prezidents tu agina.gvaramiam mtel parlamens da me tu chems glaxa mezoblebs vagineb daijires vinme tu ra.?
Irakli
27 ოქტომბერი 2020 14:57
13
ესენი არიან ჯურნალისტები?? კაია ამოეფარნენ სდტყვას ,,პროფესიონალური საქმიანობა" და სულ მთლად გავიდნენ თავს, კადრულობენ ტყუილებს და აყოლებენ ,,დაუზუსტებელი ინფორმაციით" შე დალოცვილო დააზუსტე და მერე დაწერე, რაა ერთ მუჭა ქვეყანაში ცხოვრობ და თუ ამას ვერ ახერხებ კაი გინების ღირსები მართლა ხართ.
დათო
27 ოქტომბერი 2020 14:43
28
სხვას, რომ მიუთითებ შენც გადაამოწმე საერთოდ იცი რა სიტუაცია იყო? რა იყო გადაუმოწმებელი იქ? შოტლანდიას მოვუგეთ და არ იცოდნენ ჟურნალისტებმა თუ რა?
me
27 ოქტომბერი 2020 16:58
1

სიახლეები პოპულარული