ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რაც ქართულ რაგბიში ხდება, იმას მხოლოდ ქაოსი შეიძლება დავარქვათ. ამაზე მეტის თქმა შემიძლია, თუმცა საჭიროდ არ მიმაჩნია და თან, არც სიტუაციის გამწვავება მინდა. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, ქართული რაგბი მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდეს.

სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის პირი უნდა აირჩეს, ვინც ყველაზე სწორ ხედვას ჩამოაყალიბებს, რომელიც პროგრამას წარადგენს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს. ჰაერზე საუბარი საკმარისი არაა. დღევანდელი კანდიდატებისა ამ მხრივ არაფერი შეგშურდება.
წინ რთული და ძნელი წლები გველოდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ყველა პრობლემა გადაილახება.

ყველა ფიქრობს, რომ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის დახმარება ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. მისი მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება მოდიოდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებდით. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ნაკრებში ყოფნის დროს კლუბები მორაგბეებს ხელფასებს არ უხდიდნენ და იმ თანხას მოთამაშეებს ფონდი უხდიდა.

მსოფლიოში არცერთ მეცენატს არ ჩაუდია რაგბიში იმდენი ფული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. სწორედ ამიტომ დააჯილდოვა World Rugby-მ ივანიშვილი სპეციალური ორდენით."


altრაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბიძომ თქვა მივდივარო და ვწყვეტო საერთოდ საჯარო ცხოვებასო ბევრს ჯერა რო წავიდა ბევრს არჯერა. ჟურნალისტმა კითხა ნიჟარაძეს წავიდა ბიძინა და როგორ შეაფასებდი მის ქველმოქმედებასო. გია ღირსეული კაცია და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის რას ნიშნავს რატომ უხდის მადლობასმ. ხო გიაც მოისყიდა გორგოძეც, ზირაქაც მაჩხანელიც და ყველა. თქვენხართ მართლები და საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა კაპიტანი რო მადლობას უხდის ეგენი ეპირფერებიან ბიძინას. კარგითრა ცოტა მოდით აზრზე ზოგიერთები სულ დაგაბრმავათ პოლიტიკამ
1234
22 იანვარი 2021 16:05
7
აბსოლუტურად ეგრეა - უკეთესად ვერც ვიტყოდი.
Me ar var Roboti
22 იანვარი 2021 18:29
3
ასეთ ამბიციურ და შინაგანად მტაცებელ, ფუყე ხალხში არაფერი არ გამოუვა არც ბიძინას და არც სტალინი რომ წამოაყენო იმას!
www
22 იანვარი 2021 15:45
12
მოიცა, სტალინი პრობლემებს აგვარებდა ხალხის დახვრეტით, ხომ? დასახვრეტი ყოველთვის სხვაა არა? ასე ვინც ფიქრობდა, ბევრი მათგანი თავად მიაყენეს კედელთან.
გიორგი
23 იანვარი 2021 00:34
2
ნამდვილად ბევრი გააკეთა რაგბისთვის, ამის არდანახვა შეუძლებელია, თუმცა მგონია ერთი ათად დაიბრუნა, საარჩევნოდ თუ სხვადასხვა აქტივობებში კუნთმაგარ ბიჭებს სამწუხაროდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ
ირაკლი
22 იანვარი 2021 15:40
49
ეგაა!
მიჩინიო
22 იანვარი 2021 16:48
11
შენ გააკეთე რამე სიკეთე, რომელიც ხალხს გამოადგება და შიგადაშიგ ბედნიერების განცდას მოუტანს და აქედან ათმაგი დივიდენტი თუ წამოგივიდა ღმერთმა შეგარგოს. სულ სხვამ რა გააკეთა და რას ხეირობს მაგას როგორ უყურებთ შურის თვალით და ითვლით თქვე კარგმიჩინჩლულებო, თუ გაქვთ ერთი ადგილი აკეთეთ თქვენც და აქედან რამე ხეირს თქვენც თუ ნახავთ შეგერგოთ, რაშია პრობლემა?!
joi zaza
22 იანვარი 2021 16:40
5
ყველანაირი პოლიტიკური შეხედულება გვერძე გადავდოთ და ვაღიაროთ რომ ივანიშვილმა ლომის წვლილი დადო ქართული რაგბის განვითარებისთვის და ზოგს უკვირს რატო უხდის ნიჟარაძე მადლობას. გადახედეთ სტადიონებს 10 დან 9 მისი აშენებულია დაწყებული ნუცუბიძის ბაზით დამთავრებული რეგიონებით. კლუბების მორაგბეებს თავად უხდიდა ხელფასებს. უმადურობა ცუდი რამაა. რაც კარგია ვთქვათ. რაც ცუდია ეგეც ვთქვათ რა თქმა უნდა
ქართველი
22 იანვარი 2021 15:33
5
ივანიშვილს მადლობა იმ ინვესტიციისთვის რაც ჩადო მაგრამ რაგბის მუშაკები რასაკეთებენ ამდროს? წელიწად ნახევარია პრეიზდენტი არ გვყავს საერთოდ თუხვდებიან რასუშვებიან რაგბს
)))
22 იანვარი 2021 15:30
0
სასწრაფოდ დანიშნეთ პრეზიდენტი რაგბის კავშირშიი. კიდე მაისაშვილით გინდათ ნაკრები რო გავიდეს სათამაშოდ??? თქვენხოარაფრენთ დრო მიდისს დროო. ხურციძე არმოიქცა კაცურად როცა პრესკონფერენციაზე მაისაშვილი დაისვა რაშუაში იყო საერთოდ ნაკრების მწვრთნელი მაგ პრესკონფერენციაზე. არვიყავი ხურციძის მიმართ ნეგატიურად განწყობილი მაგრამ რაც დრო გადის უფრო მეტ შეცდომას უშვებს. აირჩევენ ხურციძეს დარჩება მაისაშვილიც. ვისაც მაისაშვილის დარჩენა გინდათ ღმერთმა ხელი მოგინართოდ. წარმოიდგინეთ მილტონ ჰეიგის დაცვის მწვრთნელი გვყავს ტრენერად. არდამიბლოკოთ კომენტარი დიდი თხოვნაა
123
22 იანვარი 2021 15:29
7
ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი იყო და უბრალოდ ღირსეული ქართველია.
giorgi
22 იანვარი 2021 15:07
7
ივანიშვილი რა შუაშია არჩევნებთან? თუ რამის გაკეთება უნდა იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე და თუ აირჩევენ გააკეთოს საქმე! საქმეს მიხედეთ და არ დაანგრიოთ წინა წლებში ნაშენები ქართული რაგბი!
ბუბუ
22 იანვარი 2021 14:59
8
თუ კი რამე კეთდება და გაკეთებულა ქართულ რაგბიში,ყველაფერი,ძირითადად,ივანიშვილის ფულით ან თანადგომით კეთდებოდა.ახლა ვთქვათ და პრეზიდენტად იყარა კენჭი,იტყვიან დაისაკუთრაო,თან მაგ საქმისა რა იცისო.გია ნიჟარაძემ,ძალიან მაგრად იმუშავა,ამ თანამდებობაზე,მაგრამ საარჩევნოდ,იმდენი ლაფი შეასხეს,წავიდა და გაერიდა აქაურობას.ადამიანი თუ საზოგადოება,დაუნახავი არ უნდა იყოს.სამწუხაროდ,ჩვენ ასეთებად ვიქეცით.როცა ვინმეს აგინებენ,იმასაც შეხედე,ვინ აგინებს და რატომ აგინებენ.ცოტა საკითხის ისტორიასაც ჩაჰყევი,თუ ამის საშუალება გაქვს და მაშინ,ხშირად სრულიად განსხვავებულ დასკვნას ვიღებთ ხოლმე.
სოსო
22 იანვარი 2021 16:00
2

სიახლეები პოპულარული