"მუნიციპალურ კლუბებზე განხორციელდა ზეწოლა, რათა არ შემდგარიყო ქვორუმი, რადგან იცოდნენ, ვერ იმარჯვებდნენ და არჩევნების გადაწევა სურდათ 2021 წლისთვის... უკვე დაიწყეს ხელის გაშვერა პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ 18 თებერვალს დავგეგმეთ გამაფრთხილებელი აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან... უკვე დავასახელეთ კონკრეტული გვარები. მათი ხშირად გამეორებით არ გვინდა ეს თემა გაიცვითოს. მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ და ვინც ჩართულია ამ პროცესში, ყველას გავაშიშვლებთ!
ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სპორტულ ფედერაციებს. სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა დიდი დაინტერესება გამოხატა. ასევე, დიდი გამოხმაურებაა ფრანგულ მედიაშიც", - განაცხადა ბობა კვინიხიძემ.