ნაოპერაციებ კაცს პალატაში მინდობილობა გააფორმებინეს - სარაგბო კლუბ "წიქარას" დამფუძნებელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სარაგბო კლუბ "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მწვრთნელმა თენგიზ წიქარიძემ გუშინ, 24 თებერვლის საღამოს, პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენი კლუბის მაისურს "ღირსება" აწერია. 24 თებერვალს კი ისარგებლეს რა კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძის ავადმყოფობით, ჩვენი გუნდის ღირსება შელახეს. ოპერაციის შემდეგ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 24 თებერვლის დილით დავურეკე, მოვიკითხე და მწვრთნელებთან, მთელ კლუბთან შეთანხმებული პოზიცია კიდევ ერთხელ გავიარეთ. ერთი სიტყვით, ის რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობაზე არ მიდიოდა.

პირველის 15 წუთზე დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს იყო მოტყუებით,
მუქარით თუ მოქრთამვით, ამაზე თავად გიპასუხებთ; ერთი სიტყვით, სხვა ადამიანზე მინდობილობით გადაფორმდა მისი უფლებამოსილება.

ადამიანს, ვისზეც მინდობილობა გაფორმდა, მე არ ვიცნობ. ვიცი, რომ ადრე მეგობრობდნენ. მისი სახელია ნოდარ ლიპარტელიანი. მე ყოველდღე ვარჯიშზე ვარ, ის კი არასდროს მინახავს. მინდა ვკითხო მას, უნახავს ის 14 მწვრთნელი, რომლებიც უსასყიდლოდ ავარჯიშებენ ბავშვებს? ან მეორე ლიგაში მოთამაშე თვალანთებული ბიჭები, რომლებიც სიხარულით ხვდებიან თენგოს?

თენგიზ გოცირიძე კლუბის დაარსების დღიდან მისი პრეზიდენტია და ამ მოვალეობას 11 წელია ასრულებს. არაერთი თაობა გვყავს აღზრდილი. მათი ნაწილი ნაკრებში თამაშობს, ნაწილი ჯარშია და ქვეყანას იცავს.

ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. მე და ჩვენ, კლუბ "წიქარას" ღირსებასა და სულში ასეთ "ტიპებს" ხელს ვერ ვაფათურებინებთ", - განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

მოგეხსენებათ, გუშინ, 24 თებერვალს, საქართველოს რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ კლუბების წარმომადგენლებზე ზეწოლა მიდიოდა და ბევრ მათგანს საკუთარი უფლებამოსილება მინდობილობით სხვა პირებზე გადააფორმებინეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაფერში რომ პოლიტიკა შევიდა იმიტომაცაა ჩვენი სპორტის საქმე კარგად. სულ ერთ წრეზე სიარული უბრალოდ ტეხავს.
გიო
26 თებერვალი 2021 09:44
0
ეგრე იცის ამძორებულმა და კორუმპირებულმა ქოც მთავრობამ , ცოტაღა დაგრჩათ , ბევრს ვეღარ იბოგინებთ თქვე ქვეყნის მოღალატეებო და მედროვე ქრთამისტებო
სიმართლე
25 თებერვალი 2021 20:14
16
ისე ის კაცი ღმერთმა გამოაჯანმრთელოს მალე, ჩემი აზრით თვითონ უნდა მოყვეს რა და როგორ იყო, თუ დანაშაული ჩაიდინა ვინნემ უნდა დაისაჯოს. ეს არ ამართლებს აბუს და მისი მომხრეების საქციელს. რა ქნან ეხლა ვინც აბუს არ უჭერს მხარს, მოიყვანოს ლელომ, აიამ, ბათუმმა და სხვებმა თავისი რაგბისტები და მწვრთნელები და აბუს წადი უყვირონ? თუ აბუზე და მაჩხანელზე ნაკლები დამსახურება აქვთ? ასე არ შეიძლება, კამერების წინ პოზიორობა და პროვოკატორობა. ტეხავს რაგბისტებიდან მაგრად
სერგო
25 თებერვალი 2021 19:50
3
დაემუქრნენ Თუ წიხლი დააᲭირეს,რომ აიᲫულეს? ფული მისცეს და გაუკეᲗა მინდობილობა!!!
ზურა
25 თებერვალი 2021 18:21
3
ვიღაც რომ კიდე აბუსერიძეზე რამე ცუდს იტყვის ენა უნდა ამოგლიჯო
მთ
25 თებერვალი 2021 16:35
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული