"შავმა ლომმა" ისრაელში გაიმარჯვა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის სუპერთასის წლის ბოლო მატჩში "შავმა“ ლომმა" ფეთახ თიკვაში "თელ-ავივ ჰითი" 52:28 დაამარცხა, სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოეგო.

"შავი ლომი" თანდათან აუმჯობესებს თამაშს (თუმცა შეცდომებიც თვალსაჩინოა, მეტადრე დისციპლინის მხრივ), ეს შეხვედრა წინაზე უკეთ ჩაატარა, პირველი ტაიმი 17:7 მოიგო, მეორე ტაიმში მეტოქე საბოლოოდ დაჯაბნა და დამსახურებული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ მოგებამ "შავი ლომი" პირველ ადგილზე დააბრუნა, პლეი-ოფის საგზური გაუნაღდა და დასკვნით შეხვედრაში ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ესპანურ
"იბერიანსს" უმასპინძლებს, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გავიდა, აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი კი დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულ პორტუგალიურ "ლუზიტანუშს" ესტუმრება.

"შავი ლომი"

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი (კაპ.), 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.

7 ლელო: მამამთავრიშვილი, მამუკაშვილი (3), ტაბუცაძე (2), პერანიძე

7 გარდასახვა: მ.ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა: მ.ბაბუნაშვილი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვულოცავ საქართველოს... მაგრამ ყველაზე მეტად ემიგრანტი ქართველების სიხარულით გავიხარე... რა ამაყები იყვნენ...
გიორგი 50
00:19 19-12-2021
0
ებრაელებისათვის ეს მატჩი,ერთ კვირაში მესამე იყო,თან წინა შეხვედრა უმძიმესი გამოდგა და ცხადი იყო,რომ მეტოქეს ფიზიკურად ძალიან გაუჭირდებოდა.მართლაც უკვე დებიუტშივე რამდენიმე მათგანს დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები და ჩვენც ადვიკად დავწინაურდით ორი ლელოთი.ალბათ ასეც გაგრძელდებოდა თამაში,რომ არა იტალიელი მსაჯი.მისი დიდი ძალისხმევით მატჩის ინტრიგა,სულ ბოლომდე შენარჩუნდა და კინაღამ პრემიალური ქულა დაგვაკარგვინა.თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ რამდენიმე ლელო,სულ ერთი და იგივე შეცდომის შემდეგ გავუშვით,რაც მოაზროვნე გუნდს(ჩვენს გუნდს კი ასეთად ვთვლი),არ უნდა მოუვიდეს.ძალიან კარგ მონაკვეთებს,ბავშვური ჩავარდნები ენაცვლებოდა და მსაჯის დახმარებით,ჩვენს მეტოქეებს საშუალებას აძლევდა,თამაშში დარჩენილიყვნენ.ვულოცავ შალვა მამუკაშვილს ვაჟის დაბადებას და მის სახელზე ჰეთ-თრიკის შესრულებას.ასევე ლელოთი აღნიშნა ვაჟს შეძენა თენგიზ პერანიძემაც და რა თქმა უნდა მასაც ვულოცავ.ყველას აღნიშვნას აზრი არა აქვს,ყველანი კარგად გაისარჯნენ და საკმაოდ დიდი დრო,მართლაც სასიამოვნოდ საყურებელ რაგბის ვთამაშობდით.მოლის და შერკინების პროგრესი,მართლაც თვალაჩინოზე მეტი იყო,რაქიდანაც კარგად ვგლეჯდით ბურთებს,მაგრამ იგივე რაქიდან ძალიან ადვილი ლელოებიც გავუშვით და ეს ნამდვილად დაუშვებელია.ბოლოსკენ,თითქმის პრემიალური ქულაც კი დავკარგეთ და დამატებულ დროში ტაბუცაძის შესანიშნავი ლელო რომ არა,ის ქულა ჩაილურის წყალს დალევდა.ბევრი ტრავმირებული დაგვიგროვდა,თანაც მეტწილად გამოცდილი ბიჭები და სასიხარულოა,მათი არყოფნა ნაკლებად რომ შევიტყვეთ.ვულოცავ გუნდს კარგ და საჭირო გამარჯვებას.იმედია ენისეისთან მატჩისათვის ყველანი ჯანმრთლად იქნებიან.მათი დამარცხება,პრინციპის საკითხია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.თუმცა ამის შეხსენება ბიჭებს არც სჭირდებათ.ისიც ცხადია,რომ ეს თამაშები ჩვენ ბიჭებს ძალიან გამოადგებათ სანაკრებოდ.
სოსო
00:39 19-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული