"შავმა ლომმა" პორტუგალიაში იმარჯვა და ევროპის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა, დაარსებიდან 10 თვის თავზე პირველი თასი მოიგო. "შავმა ლომმა" რაგბის ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების ფინალში პირტუგალიური "ლუზიტანუში" 17:14 დაამარცხა.

ტურნირი წელს პირველად ტარდებოდა და ფინალამდე პორტუგალიურმა ფრენჩაიზმა, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების საბაზო გუნდია, ყველა (7) თამაში მოიგო, რითაც ფინალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ‘შავმა ლომმა’ ნაკლები შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენმა გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, აგრესიული დაცვით მეტოქეს შეცდომები დააშვებინა, მერე დერეფნიდან მოლი ააგორა, რაქიდან ლუკა ივანიშვილმა სწრაფად შეუტია და ლელოთი
ანგარიში გახსნა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. მასპინძლებმა სწრაფი შეტევით გვიპასუხეს, ბურთი ფრთაზე გაიტანეს და ლელო გაქვითეს. "შავ ლომს", რომელიც ძალისმიერ თამაშში უპირატესობას ფლობდა, იქვე ჰქონდა მეორე ლელოს გატანის შანსი, მოლით 8-10 მეტრი დაფარა, მაგრამ მეტოქემ დამიწების საშუალება არ მოგვცა, 26-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და 8:7 დაწინაურდა. ბაბუნაშვილს ჯარიმითვე შეეძლო უპირატესობის დაბრუნება, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლუზიტანუშმა" ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, თუმცა შერკინებაში ხშირი ჯარიმების გამო, მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს - 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მერაბ შარიქაძემ შეუტია, რაქიდან ბურთი თენგიზ პერანიძემ სწრაფად გაიტანა და ლელო დაამიწა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა. ბაბუნაშვილს ტაიმის შუაში არეკნი გაუცუდდა, თუმცა ორიოდე წუთში ჯარიმიდან ზუსტი იყო.

65-ე წუთზე პორტუგალიელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, გიორგი პერტაიამ 10 მეტრის წესი დაარღვია და სინბინით დაისაჯა, "ლუზიტანუშმა" კი ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მიუხედავად კაცნაკლულად თამაშისა, "შავმა ლომმა" შეძლო მეტოქის წნეხში მოქცევა და მართალია ქულების აღება ვერ მოახერხა, მაგრამ ამის საშუალება არც მეტოქეს მისცა და 17:14 მოგებით, სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ფინალი
7 მაისი. ლისაბონი (პორტუგალია)
შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუშ (პორტუგალია) 17:14

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

2 ლელო: ივანიშვილი, პერანიძე

2 გარდასახვა: ბაბუნაშვილი

1 ჯარიმა:
ბაბუნაშვილი

rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
"ქარი ქაფი" კარგია, ახლა მოსაგებია "ხაშლამის ქაფი"
ონოფრე
00:24 09-05-2022
1
რა გახდა ერთი კარგი დამრტყმელის ნახვა
ელგუჯა
15:35 08-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული