ქართველი მსაჯები ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

AutoSharing Option
ნიკა ამაშუკელის პროფესიული წინსვლა გრძელდება. ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ ამჯერად ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, ფრანგულ დერბიზე მიიწვია.

ლანსში, „სტად ბოლარ-დელელისზე“, 15 მაისს "რასინგ 92" "ლა როშელს" ეთამაშება. მთავარი მსაჯი ინგლისელი მეთ ქერლი იქნება, მისი ასისტენტები კი ასევე ინგლისელი ლუკ პირსი და ქართველი ნიკა ამაშუკელი არიან. შეგახსენებთ, ამაშუკელი მეოთხედფინალში მოედნის მსაჯი იყო.

სხვა ქართველი მსაჯების მიმართ ყურადღებას იჩენს რაგბი ევროპა. სულ მალე ევროპაში სხვადასხვა დონის 7-კაცა ტურნირები გახურდება და იქ საქართველო 4 მსაჯით იქნება წარმოდგენილი.

4-5 ივნისს სერბეთში, 18-წლამდელთა „ალაფაზე“ იმსაჯებს
გიგა მშვენიერაძე; 7-ქალას „ალაფის“ ორივე ეტაპზე, ხორვატიასა (11-12 ივნისი) და უნგრეთში (17-18 ივნისი), ნინო ელოშვილია მიწვეული; სულხან ჩიხლაძე 1-3 ივლისს პოლონეთში კაცთა ჩემპიონატს, ხოლო 9-10 ივლისს 18 წლამდე ვაჟთა ჩემპიონატს იმსაჯებს; 8-9 ივლისს ასევე პოლონეთში, 18 წლამდე გოგონათა ტურნირზე მიწვეულია ანა პოღოსიანი.

Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ ოდესმე მსაჯების გულშემატკივარი გავხდებოდი,მაგრამ დღეს ძიუდოში ნუცუბიძეს და რაგბში ნიკა ამაშუკელს,ისევე ვგულვშემავტკივრობ,როგორც ნებისმიერ დიდ ქართველ სპორტსმენს.რა თქმა უნდა რაგბიში მისი ბრიგადის მეგობრებსაც,მაგრამ ნიკას არა მხოლოდ მოედანზე ველი სიამოვნებით,არამედ მიკროფონთანაც.მის მიერ გარჩეული სათამაშო სიტუაციები,ერთი კარგი მასწავლებლის ტოლფასია.გასაგები და ობიექტური.ერთი სიტყვით,როცა აქტიურ მსაჯობას დაამთავრებს,თუ ისურვებს,გამოჩენილი კომენტატორიც გახდება და არა მხოლოდ ქართულ სივრცეში.
სოსო
17:33 11-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული