"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
არარაობა თუ ხარ და ეგრე ჩაგესმის ეცადე უპასუხო მაგ არარაობას და დაეთანხმო რომ დიახ არარაობა ვარ მაგრამ კარგად ვგრძნობ თავს ამ არარაობაში ,მეც ჩამესმის ხმები ეგეთი და ბევრად უარესებიც , ყველაფერს უნდა გასცე პასუხი
გიორგი
17 მაისი 2023 22:36
0
ჩემმა ფრანგულის მასწავლებელმა მითხრა ადრე, ნეტა შენი პრობლემები მომცაო
მ.მ
19 იანვარი 2023 13:13
9
ვკითხულობ კომენტატებს და მიკვირს, რომ ბევრს სამწუხაროდ მოწყენილობა და დეპრესია ერთი და იგივე ჰგონია. რასაც ბატონი ანტონი აღწერს, ამას ექიმის დახმარება და მკურნალობა სჭირდება. სეირნობა და სხვა სახის ფიზიკური აქტივობა ისევე როგორც ეკლესიაში სიარული შეიძლება მიეხმაროს ადამიანს, მაგრამ ასე დეპრესიის ან თუნდაც სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა არ ხდება. მე ექიმი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ.
გიორგი
18 იანვარი 2023 15:21
0
Shen indeni sixaruli achuqe qveyanas mtels shens gvars eyofa didi xani chemo anton es kargad daimaxsovre
Gocha
18 იანვარი 2023 10:33
0
დეპრესიას შველის მცენარეებთან ურთიერთობა. პატარა მიწის ნაკვეთი გარეუბანში, ხეხილის ბაღით, სხვადასხვა მცენარეებით. ჯანი გაქვს. დაამუშავე მიწა, დარგე და გაახარე შენი ხელით. ყველაფერი კარგად იქნება.
ლია
18 იანვარი 2023 10:12
0
სულ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია ეს, ახალი საქმე იპოვე და მას მიუძღვენი თავი, სულ მაგარი ვერ იქნები , დამშვიდდი, აკეთე კეთილი საქმეები, გაზარდე მომავალი თაობები. წარმატებები და მშვიდობა გეპოვოს საკუთარ თავში!
333
18 იანვარი 2023 10:05
1
ყველა დეპრესია და ფსიქოლოგიური დისკომფორტი იმის მანიშნებელია რომ ადამიანი უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს. რაღაც ახალი უნდა დაიწყოთ, რაც რაგბთან სულაც არ იქნება დაკავშირებული. თავიდან სულაც ვერ აღმოაჩენთ თქვენთვის საყვარელ საქმეს, მიედ მოედეთ ყველაფერს. ყველაფერი სცადეთ ახალი უნარები შეიძინეთ. თქვენს სულს ეგ სჭირდება ახლა ყველაზე მეტად. არ გაჩერდეთ და არ "იბუქსაოთ" ერთ ადგილას. ბოლო ბოლო ბავშვი ამეცადინეთ. წაიყვანეთ სკოლაში , მოიყვანეთ . ტვინის სხვა უბანი უნდა დაკავდეს და ახალი ქსელი უნდა წარმოიშვას. ეგ დეპრესიაც გაგივლით. არარაობას რაც შეეხება: ჰო მიიღეთ თქვენი ტავი როგორც არარაობა. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი არარაობები ვართ. აბა რა ვართ? ვისაც უძლეველი და ვინმე ეგონა ტავი ყველას დაცემა იხილა კაცობრიობამ. ასე რომ ჩვეულებრივი, კარგი ადამიანი ხართ , მიჰყევით თქვენს ცხოვრებას, თქვენს გასავლელ გზას მ ხ ი ა რ უ ლ ა დ!!
მაიკო
18 იანვარი 2023 09:41
0
ანტონ შენ უამრავ გულშემატკივარს ახსოვხარ და პატივს გცემს და არც იმ სიხარულს ივიწყებს რაც შენი თამაშით მიგინიჭებია მათთვის. ასე რომ სადარდებელი არაფერი გაქვს და მითუმეტეს არარაობა ნამდვილად არ ხარ.გადაგივლის ეგ უხასიათობა და ყველაფერი კარგად იქნება.
დათო
18 იანვარი 2023 07:56
0
ერთი რამ ვერ გამიგია, როგორ ახერხებთ თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას? ირგვლივ მიმოიხედეთ, ხალხი დღეებს ითვლის, ათასგვარი დაავადებების გამო. ადამიანები მთელი ცხოვრება ეტლით გადაადგილდებიან და მათ ვინც უვლის ვაჟკაცურად უმკლავდებიან გასაჭირს. წარმოიდგინეთ, ავადმყოფ შვილს რომ უყურებს ყოველდღე ან მომაკვდავ მშობელს, ან მეუღლეს ამ თავად როცა ადამიანია ავად, გიფიქრია მათ ყოველდღიურობაზე? ყველა ინატრებდა ისეთ ,,პრობლემას'' როგორზეც თავად დარდობთ. აქ გირჩიეს დეპრესანტები და ექიმიო. ახალი საქმის კეთება უნდა დაიწყოთ რომელიც გეყვარებათ და აღარ შეგაწუხებთ დეპრესია.
ბოდიშის მოხდით
18 იანვარი 2023 03:48
10
მე ვიქნები შენი ძმა.
ყველაფერი იქნება უკეთ და კარგად.
გთხოვ მერწმუნე.
გამაგრდი.
მხარში ამოგიდგებით.
ნუგო
18 იანვარი 2023 00:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული