"დეპრესია მჭამს, რაღაც ხმები ჩამესმის, გთხოვთ, დამეხმარეთ" - ყოფილი "ბორჯღალოსანი" დახმარებას ითხოვს

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.

"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ
მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...

პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.
მკითხველის კომენტარები / 50 /
პატრიარქს მიმართე ილია მეორეს
u
17 იანვარი 2023 15:03
22
თუ "იანგლე" ცოდო ხარ,თუ სერიოზულად ურჩიე,მეგობარი. ისე ცოტა ნათლად ჩამოაყალიბე შენი პოზიცია.... უფალი შეგეწიოთ
მარტვილელი
17 იანვარი 2023 17:30
2
anton shen ert erti imatgan xar vinc suls da guls debda chven karebshi da klubshi ase rom sadardebeli ar gaq namdvili profesionali da kargi adamiani xar . mxneobas gisurveb gamagrdi guli ar gaitexo
zura
17 იანვარი 2023 14:58
0
Kidev ertxel damtkicda ragbi kunt magara goneba chlungebis tamashia
Simartle
17 იანვარი 2023 14:42
50
დეპრესიაში რაგბისტის გარდა არავინ გინახავს? ვაი შენს კომენტარს
მეგრელი
17 იანვარი 2023 15:56
0
შენ თვითონ უნდა მოერიო ძმაო, მეც მქონდა, თან წლები, მაგრამ შემდეგ ხედავ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ და ოპტიმიზმითა არიან სავსეები, ზოგი ვერ დადის, ზოგი ვერ ხედავს, მაგრამ რაღაცას ქმნიან და ერისთვის და ბერისთვის სასარგებლო არიან, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს თავ-პირი ჩამოგტირის და ნებდები. შემოგევლე ანტონ ძმაო, გილოცავ შობა-ახალ წელს მოგვიანებით, მრავალს დაესწარი ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად!
llcl
17 იანვარი 2023 14:36
1
ჩვენ გვახსოვს შენი თამაში ანტონ.. სულს და გულს დებდი ყოველთვის..
geo-geo
17 იანვარი 2023 13:49
1
ზურა მხეიძე-გვყავს ქართველებს გენიოსი ფსიქოლოგი.
თუ არადა სად ვნახოთ ეგ ოქრო კაცი,ყურადღების მიქცევა და საინტერესო საქმეში ჩართვა სჭირდება ჩემი ანალოგიური გამოცდილებით და მოვიფიქრებთ რამეს,დაფასება ეკუთვნის მაგ კარგ კაცს
ადამიანი
17 იანვარი 2023 13:49
2
მხეიძე შირპატრების მოლაყბეა, ახალგაზრდა წყვილებია მაგის საქმე.

ანტონ, გვიყვარხარ, თან მაგრად, არასოდეს ყოფელხარ ან იქნები არარაობა, სანამ ხარ, ცოცხლობ და სადმე გხედავთ ან გავიგებთ შენ ამბავს გვიხარია, რომ ხარ. ისევე გვიხარია როგორც მოედანზე გვიხაროდი.
ანდრი
17 იანვარი 2023 15:15
4
არ ვიცი ამას წაიკითხავ თუარა მეგობარო,მაგრამ 7 თვე კიარა 5 წელია ვიტანჯები მსგავსი შფოთვითი აშლილობით და სხვადასხვა ფსიქოემოციური მდგომარეობით,მაგრამ სწორი თერაპიული მიდგომებით მცირე შედეგი მაქვს.საგანგაშო არაფერია,ვერ გაგიგებენ ვისაც გამოცდილი არ აწვს ეს პრობლემა და გეტყვიან “თავი ხელში აიყვანე”ამხელა კაცი ხარ რისი გეშინია” და სხვ..ეს არ იმუშავებს პრაქტიკაში და არ დაითრგუნო.თავად მე დამენგრა სპორტული კარიერაც და ყველაფერი დავკარგე მაგრამ სამაგიეროდ დანამდვილებით გეტყვი,რომ ეგ პრობლემა არ კლავს.ფსიქოთერაპიული სეანსის არასდროს შეგრცხვეს,პირიქით ეს გამოსავალია და საკუთარ თავში დაალაგებბყველაფერს.გახაოვდეს,რომ შენსავით ბევრნი ვართ,ხმას იმიტომ ვერ იღებს უმეტესობა,რომ ჯერ კიდევ დაცინვის ობიექტი შეიძლება გახდეს.როდესაც ჩემს ირგვლივ გაიგეს,რომ ფსიქოლოგთან წავედი,მერიდებიან და ფიქრობენ გიჟიაო და არ მიხვიდეთ ახლოსო ბავშვებს ეუბნებიან.არასდროს დანებდე და ჩაიბეჭდე,რომ ეს პრობოემა მოგვარებადია და ინდივიდუალურია,შეიძლება რამდენიმე კვირაში ან დღეში გამოჯანმრთელდე.ბედნიერებას გისურვებ და ჯანმრთელობას.ყველაფერი კარგად იქნება და გამოგივა.
მარტო კაცო
17 იანვარი 2023 13:44
1

სიახლეები პოპულარული