<p>საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული rugbyrama აქვეყნებს. შეგახსენებთ, ვეტერან ქართველ მორაგბეს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 27 კეპი აქვს და თავი 30 მოპოვებული ქულით გამოიჩინა.</p><p>"როგორც კი თვალებს ვხუჭავ, იმ წამსვე ჩამესმის ხმა: "შეხედე შენს თავს, შენ არარაობა ხარ". 7 თვეა უკვე დეპრესია მჭამს, როგორც კი თვალს ვხუჭავ, ეს ხმა ჩამესმის, შეხედე შენს თავს, რას ჰგავხარ. მას შემდეგ, რაც ტოპ 14 დატოვე, ყველამ დაგივიწყა, სიცოცხლეს არ იმსახურებ. ეს ხმა... აღარ შემიძლია, ვერა და ვერ ვაჩუმებ. ვიცი, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა ბევრ მოთამაშეს აწუხებს, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ერთ დღეს, როდესაც პოლ ალო- ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ერთსა და იმავე ნავში ვართ. წარმატებული კლუბები რაგბის სათამაშოდ ყველანაირად გამზადებენ, გაყურებინებენ ვიდეოებს მატჩის ანალიზისთვის, კისერზე GPS-ს გიკეთებენ, თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ სირთულეზე არავინ გესაუბრება... ძალიან ძნელია, როდესაც ერთ დღეს "სტად დე ფრენსის" მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ, ეს პროფესიონალი რაგბისტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა...</p><p>პროფესიონალური რაგბი ძალიან რთულია. ისევე გექცევიან, როგორც რობოტს. გასახდელში მწვრთნელი ჩვეულებრივად ძალადობს, როდესაც ბოჭვის გაფუჭების გამო არარაობას/უსუსურს გიწოდებს. რამდენ ღამეს არ მეძინა მას შემდეგ, რაც მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ იმის გამო მოვექეცი, რომ 3 კილომეტრი ვერ ვირბინე... ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი... რამდენი ატირებული მოთამაშე მინახავს, თუმცა, თუ ამაზე საუბარს დაიწყებ, ესე იგი, სუსტი ხარ.</p><p>ჭამის წინ რაღაც აბებს გვასმევდნენ, აზრადაც არ მოგვდიოდა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ეს, რას შეიცავდა ის ან რისთვის გამოიყენებოდა... უბრალოდ დახმარება მჭირდება, რადგან უარესი რამ თავიდან ავირიდო. არ მინდა, რომ ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს" - განაცხადა ანტონმა.</p><p><br></p>
გიორგი
არარაობა თუ ხარ და ეგრე ჩაგესმის ეცადე უპასუხო მაგ არარაობას და დაეთანხმო რომ დიახ არარაობა ვარ მაგრამ კარგად ვგრძნობ თავს ამ არარაობაში ,მეც ჩამესმის ხმები ეგეთი და ბევრად უარესებიც , ყველაფერს უნდა გასცე პასუხი
მ.მ
ჩემმა ფრანგულის მასწავლებელმა მითხრა ადრე, ნეტა შენი პრობლემები მომცაო
გიორგი
ვკითხულობ კომენტატებს და მიკვირს, რომ ბევრს სამწუხაროდ მოწყენილობა და დეპრესია ერთი და იგივე ჰგონია. რასაც ბატონი ანტონი აღწერს, ამას ექიმის დახმარება და მკურნალობა სჭირდება. სეირნობა და სხვა სახის ფიზიკური აქტივობა ისევე როგორც ეკლესიაში სიარული შეიძლება მიეხმაროს ადამიანს, მაგრამ ასე დეპრესიის ან თუნდაც სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა არ ხდება. მე ექიმი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ.
Gocha
Shen indeni sixaruli achuqe qveyanas mtels shens gvars eyofa didi xani chemo anton es kargad daimaxsovre
ლია
დეპრესიას შველის მცენარეებთან ურთიერთობა. პატარა მიწის ნაკვეთი გარეუბანში, ხეხილის ბაღით, სხვადასხვა მცენარეებით. ჯანი გაქვს. დაამუშავე მიწა, დარგე და გაახარე შენი ხელით. ყველაფერი კარგად იქნება.
333
სულ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია ეს, ახალი საქმე იპოვე და მას მიუძღვენი თავი, სულ მაგარი ვერ იქნები , დამშვიდდი, აკეთე კეთილი საქმეები, გაზარდე მომავალი თაობები. წარმატებები და მშვიდობა გეპოვოს საკუთარ თავში!
მაიკო
ყველა დეპრესია და ფსიქოლოგიური დისკომფორტი იმის მანიშნებელია რომ ადამიანი უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს. რაღაც ახალი უნდა დაიწყოთ, რაც რაგბთან სულაც არ იქნება დაკავშირებული. თავიდან სულაც ვერ აღმოაჩენთ თქვენთვის საყვარელ საქმეს, მიედ მოედეთ ყველაფერს. ყველაფერი სცადეთ ახალი უნარები შეიძინეთ. თქვენს სულს ეგ სჭირდება ახლა ყველაზე მეტად. არ გაჩერდეთ და არ "იბუქსაოთ" ერთ ადგილას. ბოლო ბოლო ბავშვი ამეცადინეთ. წაიყვანეთ სკოლაში , მოიყვანეთ . ტვინის სხვა უბანი უნდა დაკავდეს და ახალი ქსელი უნდა წარმოიშვას. ეგ დეპრესიაც გაგივლით. არარაობას რაც შეეხება: ჰო მიიღეთ თქვენი ტავი როგორც არარაობა. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი არარაობები ვართ. აბა რა ვართ? ვისაც უძლეველი და ვინმე ეგონა ტავი ყველას დაცემა იხილა კაცობრიობამ. ასე რომ ჩვეულებრივი, კარგი ადამიანი ხართ , მიჰყევით თქვენს ცხოვრებას, თქვენს გასავლელ გზას მ ხ ი ა რ უ ლ ა დ!!
დათო
ანტონ შენ უამრავ გულშემატკივარს ახსოვხარ და პატივს გცემს და არც იმ სიხარულს ივიწყებს რაც შენი თამაშით მიგინიჭებია მათთვის. ასე რომ სადარდებელი არაფერი გაქვს და მითუმეტეს არარაობა ნამდვილად არ ხარ.გადაგივლის ეგ უხასიათობა და ყველაფერი კარგად იქნება.
ბოდიშის მოხდით
ერთი რამ ვერ გამიგია, როგორ ახერხებთ თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას? ირგვლივ მიმოიხედეთ, ხალხი დღეებს ითვლის, ათასგვარი დაავადებების გამო. ადამიანები მთელი ცხოვრება ეტლით გადაადგილდებიან და მათ ვინც უვლის ვაჟკაცურად უმკლავდებიან გასაჭირს. წარმოიდგინეთ, ავადმყოფ შვილს რომ უყურებს ყოველდღე ან მომაკვდავ მშობელს, ან მეუღლეს ამ თავად როცა ადამიანია ავად, გიფიქრია მათ ყოველდღიურობაზე? ყველა ინატრებდა ისეთ ,,პრობლემას'' როგორზეც თავად დარდობთ. აქ გირჩიეს დეპრესანტები და ექიმიო. ახალი საქმის კეთება უნდა დაიწყოთ რომელიც გეყვარებათ და აღარ შეგაწუხებთ დეპრესია.
ნუგო
მე ვიქნები შენი ძმა. ყველაფერი იქნება უკეთ და კარგად. გთხოვ მერწმუნე. გამაგრდი. მხარში ამოგიდგებით.
ზურა
როდესაც მთელ ცხოვრებას უძღვნი საყვარელ საქმეს და მის გარეშე რჩები, ასე ხშირად ხდება. რაგბისტებისგან განსხვავებით სხვა სპორტის წარმომადგენლებისთვის (სადაც ფულია) უფრო ადვილია. ანებებ თავს მილიონერი და ბევრ რამეზე შეგიძლია გადაერთო. ანტონის დონის რაგბისტი კი გამოდის, რომ ხელფასზე იყო და რჩება საერთოდ ისე. ეს დაახლოებით ის დონეა, ფეხბურთში რეალში ან ბარსელონაში რომ გქონდეს ნათამაშები და პრიმერა მოგებული. ამ კალიბრისაა ანტონი და მისი კასტრი და ტოპ 14. ადვილია რჩევების მოცემა, როდესაც შენ არ გჭირს და არ გიჭის. ანტონ, დეპრესია მძიმე დაავადებაა და მკურნალობა შჭირდება. აუცილებლად მიმართე ექიმს. მიზეზები ამის გარადც უამრავი შეიძლებაიყოს. რაღაც პერიოდი მედიკამენტების მიღებაც მოგიწევს, მაგრამ არც ეგაა ტრაგედია. მე გავიარე ეს გზა და მაგიტომ ვაძლევ თავს უფლებას ეს გითხრა. არ გიცნობ, ძმაო, მაგრამ მეც იგივე განცდა მეუფლება, რაც შენ ალო ემილეზე. გეხუტები და მესმის შენი ტკვილის. ღმერთი არ მიგატოვებს, ყველა ტკვილი კი გაივლის. ხვალ უკეთესი დღე გათენდება და იცოდე, რომ ხალხს უყვარხარ, არ ავიწყდები და სულ მადლიერია შენი. ჩვენც გვჭირრდები, ძმაო! გარდა იმისა, რომ, პირველ რიგში შენ ოჯახს ჭირდები! გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება!
ვახო
ანტონ, ეგეთი რამე არ თქვა მეორედ! შენ ეხლა უბრალოდ რთული პერიოდი გაქვს, ყველაფერს დაძლევ, და ძალინ მალე ყველაფერი იქნება ძალიან, ძალიამ კარგად! არ დანებდე!
juve
ანტონ მე მესმის შენი, მე არ ვიყავი პროფესიონალი სპორცმენი, მაგრამ მე რაც ჩემს სამსახურს თავი დავანებე მეც იგივე ფიქრები მაქვს თავს არ ვიქებ მაგრამ როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხარ შემდეგ ძნელია სხვაგან ყოფნა. გამძლეობა და ერთ რამეზე იფიქრე ყველაფერი დროებითია და ადრე თუ გვიან სამწუხაროდ კარგსაც აქვს დასასრული.
Ttt
Chemo dzmao meti fizikuri aqtivoba, bunebastan siaxlove, axali saqme gamoichine rac gdiamovnebs da saghamoobit mxolod indika. Warmatebebi
სენაკელი
იცით რა გითხრათ ანტონ ადამიანი ყოველთვის ერთ სიმაღლეზე ვერ იქნება-უნდა შეეგუოთ ამას,ამაში არაფერია დასაძრახი,ეს ერთგვარ პენსიაზე გასვლას გავს-ჩემს კოლეგებს ვურჩევ თავი შეამზადონ ამისთვის,რომ არ ჩავარდნენ დეპრესიაში-მოვამზადე გული ჩემი და არა შემეშინდა
@
ექიმთან მიდი, ანტიდეპრესანტებს დავინიშნავენ და დამშვიდდები
ალექს
ექიმი არ ვარ, მაგრამ კუნთების მუშაობის დროს ჰორმონი გამოიყოფა, რომელსაც აქტიური სპორტსმენი უხვად გამოყოფს , ეს ჰორმონი სიმშვიდისაა, ფსიქოთერაპევტები ნევროზიანებს კუნთების ვარჯიშით გამოაყოფინებენ მაგ ჰორმონ, სითბოს ღვრის სხეულში და ის სითბო მკვეთრად აუმჯობესებს ნევროზიანის ემოციურ მდგომარეობას, რადგან აფართოვებს კაპილარებამდე სისხლძარღვებს, რომელიც ვიწროვდება სიბრაზის, შფოთვის, წუხილის, გაურკვეველი შიშის, გაურკვეველი მომავლის შიში, სინდისის ქეჯნა ვთქვავათ სულაც წარსულში დაშვებულ ცხოვრებისეულ, თუნდაც თამაშის დროს დაშვებულ შცდომას, დამნაშავეობის შეგრძნებას, როცა აღარ თამაშობს და მწვრთნელობაზე გადადის ეს ჰორმონი იმდენი აღარ გამოიყოფა და ემოციური ფონი იცვლება, მას ის ჰორმონი არეგულირებდა, რაღაცით ჩანაცვლდეს უნდა , არავითარი მედიკამენტი, არც ალკოჰოლი , ძილი, ჯანსაღი ღრმა ძილი , აუტოტრენინგი-ანუ თვითდარწმუნება , ფიზიკური აქტიურობა, ოღონდ რაგბი კი არა, ტყესა და მთაში სეირნობა, ბუნება, წყლის პროცედურა და "მე ბებია ილიკო და ილარიონი" , საუკეთესო წიგნი თერაპევტია !
ეეე
არც არსოდეს მიმაჩნდა რაგბი სპორტად, ამდენი ჯაჯგუნის მერე გალაყდება ტვინი მა რა იქნება,
გულშემატკივარი
ანტონ, პირველ რიგში გილოცავ შობა ახალ წელს და უპირველეს ყოვლისა გისურვებ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას! პირველ რიგში მინდა გითხრა რომ შენს უკან გულშემატკივრების უზარმაზარი არმია დგას რომლებსაც გვჯერა რომ ღმერთის შემწეობით და ერთიანი ძალისხმევით მოვერევით ამ პრობლემას. როგორც კი შენი წერილი წავიკითხე იმ წუთას გამახსენდა ამერიკელი(წარმოშობით ნიგერიელი) ექიმი ბენეტ იფეაკანდუ ომალუ(Bennet Ifeakandu Omalu), სასამართლო პათოლოგი და ნეიროპათოლოგი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა და გამოაქვეყნა დასკვნები ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათიის (CTE) შესახებ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავებში.ამაზე სხვათაშორის ფილმიც გადაიღო ჰოლივუდმა 2015 წელს Concussion (ტვინის შერყევა) ასე ქვია ფილმს(უილ სმიტი თამაშობს მთავარ როლს). იქნებ მოვახერხოთ ერთად და როგორმე ხმა მივაწვდინოთ ამ ექიმს როგორც ვიცი ახლა კალიფორნიის შტატში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ გისურვებ ჯანმრთელობას.
მერაბი
ვფიქრობ 3 რამე გჭირდება ერთდროულად პირველი იარე ტაძარში და ეზიარე ხოლმე და მეორე კარგი ნევროლოგი შეარჩიე და გაესაუბრე, სავარაუდოდ დაგინიშნავს მედიკამენტურ მკურნალობასაც, დეპრესია ჩვეულებრივი დაავადებაა რომელსაც პროფესიონალური მკურნალობა სჭირდება და განკურნებადია ნამდვილად უბრალოდ თვითმკურნალობა ანტიდეპრესანტებით დაუშვებელია თორემ უარეს შედეგს მიიღებთ, უარეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი მინახავს საწოლიდან რომ არ დგებოდნენ თვეობით მაგრამ დღეს ხალისიანი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ, და მესამე დაკავდი იმ საქმიანობით რაგბი იქნება თუ სხვა რამე რაც გსიამოვნებს და გიხარია, სამივე აუცილებელია დეპრესიის შემთხვევაში, პირველი ორი განსაკუთრებით
Vax
ღმერთამ კ9ნტაქტი კარგია, მაგრამ აბა ერტი ტუ მაინც ურჩევთ ფსიქიატრს ეჩვენოს. აღარ გვინდა მედიცინა, მხოლოდ ლოცვა. ვახ!
გიორგი
ბატონო ანტონ! მე როგორც ექიმი გირჩევდით , მიმართოთ კვალიფიციურ ფსიქიატრს, თუნდაც საფრანგეთში. დეპრესია სერიოზული დაავადებაა! არ მინდა ვინმემ ურწმუნოებაში ან მკრეხელობაში ჩამითვალის, მაგრამ ამ ავადმყოფობას მხოლოდ ლოცვა და ეკკესიურობა სამწუხაროდ არ შველის.
მიშა
ჩემო მეგობარო. მოკრძალებულ რჩევას მოგცემ გადახედე შენ ცხოვრებას, მოამზადე აღსარება, მიდი ვინმე კეთილ მოძღვართან და მოუყევი გულახდილად ყველაფერი. მერე დაიწყე ეკლესიური ცხოვრება და ღმერთთან ერთად იცხოვრე. ყველაფერი კარგად იქნება.
ბაქარ
გულწრფელი სიტყვებია “როცა ამბობ არ გსურს შვილის უმამოდ დარჩენა”… ღმერთთან იკონტაქტე მეტად მეგობარო, ქართველი კაციც არ მიგატოვებს… ცხოვრება რთულია, გეცოდინება მისი გამოწვევები, მაგრად დადექ ძმიავ❤️
ზურაბ სუხაშვილი
გასაგებია გენაცვალე ანტონ, მაგრამ აბები რა შუაშია ეგ ვერ გავიგე, ბიჭებიც ხომ სვავენ და ნორმალურად თამაშობენ შენ რა აბებს მოიხსენიებ? ბოლომდე თქვი რისი თქმაც გინდა, რატომ მიხვედი ამ მდგომარეობამდე? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? მე ვამაყობ ქართული რაგბით და მინდა შენითაც ვამაყობდე ანტონ. ასე რომ წინ....
gio
საქართველოში ყველა რაგბის გულშემატკივარს ძალიან უყვარს ანტონ ფეიქრიშვილი ეს აქსიომაა. პოდკასტებმა კიდევ უფრო შემაყვარა, რადგან იქიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს რა წესიერი და კარგი პიროვნებაა.
სოსო
ანტონ,შენ,შენი თამაშით,იმდენი სიხარული მოგინიჭებია რაგბის მოყვარულთათვის,რომ საკუთარ თავზე არარააობაა თქმა,ძალიან დიდი უსამართლობა იქნება.შენ ხომ გუნდსაც ავარჯიშებ და შენი კომპეტენციით,ახლაც ერთერთი გამოსაჩენი სპეციალისტი ხარ,ქართულ რაგბიში.აქტიური გამოსვლები დაამთავრე და ცხოვრების წესის უეცარი შეცვლა,ეტყობა ძნელი გადასატანი აღმოჩნდა შენთვის.ჯერ კიდევ საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ,დაიწყე შენსავე გუნდში მოთამაშე მწვრთნელად თამაში...ენერგიასაც დახარჯავ,ისევ მიიღებ ახალ ემოციებს და იქნებ დეპრესიამაც გაიაროს.თუ არც ამან გიშველა,მაშინ დიდი იმედი მაქვს,რომ ქართველი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.შენ რას ფირობ არ ვიცი,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ,რომ შენისთანა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაღალ დონეზე ნათამაშები ვეტერანები,უზარმაზარ სარგებელს მოუტანთ ქართულ რაგბის და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განავითარებთ მას.ნანახი მაქვს თქვენი შეხვედრები რაგბის პოდკასტში და ძალიან მოაზროვნე კაცის შთაბეჭდილება დამიტოვე.ყველაფერი კარგად იქნება!
Რაგბის ფანი
კომენტარებს კი წერთ მონდომებით, ხალხო, მაგრამ, აბა დაფიქრდით, ამ კაცს ჩვენ რა უნდა ვასწვალოთ? მსოფლიო აქვს ნანახი. უბრალოდ, იმას ამბობს, რაც, მგონი, სხვადასხვა დოზით ყველა დაფიქრებულ ადამიანს აქვს განცდილი. ანტონს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა.
კახაბერი
რა ,,არარაობაა,, ანტონ(?!),ერის საამაყო კაცი,ადამიანი,საამაყო სპორტსმენი ხარ!, მთლად რომ შიმშილობდე...- ამაზე მეტი ჯილდო-რა არის ცხოვრებაში(?!), იყო ერის საამაყო შვილი,გქონდეს ჯანსაღი ოჯახი და გეხვიოს მართლა მეგობრები(?!)
ვახო...
ნუ ეშინია მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება, უფალი შენთან არის!
a a
ანტონ გვიყვარხარ ძმაო! ყველაფერი კარგად იქნება. უფალი შეგეწიოს!
Lasha
Sabudarashi cadi gagivlis
მარტვილელი
თუ "იანგლე" ცოდო ხარ,თუ სერიოზულად ურჩიე,მეგობარი. ისე ცოტა ნათლად ჩამოაყალიბე შენი პოზიცია.... უფალი შეგეწიოთ
იბერია
ანტონ მე რაგბის გულშემატკივარი ვარ უფრო სწორად ქართული რაგბის რადგან ეს სპორტი ქართული რაგბით გავიცანი და უკვე 22 წელია რაც ვრჩები მის რიგით გულშემატკივრად. ძალიან ბევრი სიხარული და სიამაყე განმიცდია ქართველი რაგბისტების გამო და ეს სპორტი ჩემთვის მარტო სპორტად არასდროს დარჩება. თქვენ ძალიან დიდი ძალას გვაძლევთ ყიველდღიურ ცხოვრებაში თქვენი წარმატებები ჩვენზეც გადმოდის. ძალიან დიდი საქმეს აკეთებთ და შეიძლება ბოლომდე ვერ აცნობიერებდეთ ამას. ანტონ თქვენ თქვენი მოღვაწეობით დამარცხებულ საქართველოს გამარჯვებულის სული შთაბერეთ. დიდი მადლობა ამისათვის. თქვენ თქვენი კაცობით და ვაჟკაცობით კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეგიძლიათ. მომავალ თაობებს და არამარტო სარაგბო თემს თქვენი გამოცდილება და დარიგება და გამარჯვებულის მენტალიტეტი სჭირდება. ძლიერად იყავი ვაჟკაცო კაცო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი რომ თითქოს ჩიხში ხარ, მაგრამ გამოსავალი ყიველთვის არის და ის სიცოცხლეშია, სიყვარულშია, რწმენასა და ოჯახშია. ჩემთვის ყველა ქართველი რაგბისტი გამარჯვებულ და წარმატებულ ადამიანთან ასოცირდება რომლებიც არ მარცხდებიან. არც შენ არ უნდა დამარცხდე ანტონ პირველ რიგში შენი ოჯახის მეგობრებისა და მერე ჩემნაირი გულშემატკივრისათვის.
ვაჟა
უნდა იაქტიუროს, იმუშაოს, ან მწვრთნელის ლიცენზია აიღოს, ან რაღაცა ქნას. ახალგაზრდა კაცია. რას წუწუნებს.
ვახტანგი
დარეკე დაგეხმარებით 595362900 კრიზისული ინტერვენციის სამსახური
ვახტანგი
დარეკე დაგეხმარებით 595362900 კრიზისული ინტერვენციის სამსახური
NB
სარაგბო საძმო გვერდში უნდა დაუდგეს. არ მიატოვო. ეს ხდება ამერიკულ ფეხბურთშიც ბოქსშიც და გამოწვეულია ზედმეტი ტვინის შერყევებით რასაც რაგბში ხშირად ადრე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგმა არც იცის რამდენი ტვინის შერყევა ჰქონდათ რადგან პირველ ხაზში განსაკუთრებით ბევრჯერი შეჯახებებია. არც ლაპარაკობენ საფრანგეთში და ინგლისში და საერთოდ დიდ ლიგებში რამდენ სტეროიდებს ხმარობენ, რაც ასევე იწვევს შეწყვეტის შემდგომ ფსიქიკური ბალანსის დარღვევას. იმედია ანტონს აღმოუჩნდება გვერდში მდგომნი ფედერაციიდან აქაც და საფრანგეთშიც.
გულშემატკივარი
ვაჟკაცი ბიჭი ხარ ანტონ, მე ყოველთვის მახსოვს შენი თავგანწირული თამაში როგორც ნაკრებში ასევე კლუბში. დეპრესას რაც შეეხება მაგრად შველის ეკლესია, მადლობა ღმერთს ქართველებს გვაქვს საშუალება მივიდეთ ტაძარში და ნელ ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება!
მეგრელი
დეპრესიაში რაგბისტის გარდა არავინ გინახავს? ვაი შენს კომენტარს
123
ანტონ გვიყვარხარ, ბევრი ოცნებობს იმაზე რაც შენ შეძელი. ეგეთი ხმა ყველა ასამიანს ჩაესმის არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. კარიერის დასასრული ახალი შესაძლებლობაა რომელიც უნდა გამოიყენო
ანდრი
მხეიძე შირპატრების მოლაყბეა, ახალგაზრდა წყვილებია მაგის საქმე. ანტონ, გვიყვარხარ, თან მაგრად, არასოდეს ყოფელხარ ან იქნები არარაობა, სანამ ხარ, ცოცხლობ და სადმე გხედავთ ან გავიგებთ შენ ამბავს გვიხარია, რომ ხარ. ისევე გვიხარია როგორც მოედანზე გვიხაროდი.
---------------
აუცილებლად, არ გაჩერდე ეძებე გზები!!!! გაჩერება ნიშნავს რომ აღარ გააკეტებ იმას რაც შენთვის კარგია!!!! მიდი ფსიქოლოგთან!!! მერე თუ საჭიროა ფსიქიატრთან!!! როგროც კი მოიხოდები იმოგზაურე, საქმე დაიწყე ფიზიკური რამე !! რომელიც მოგწონს გასაგებია??? იმიტომ რომ ასეთი დატვირთული ორგანიზმი ვერ უძლბეს გაჩრებას, თან რასაც აკეთებდი ის გაძლიერებდა უფრო და გაჩერდი!!! გაიხსენე მარადონა და შეგეშინდეს!! მას დამერთა იგივე არ მიმრთ ექიმს , მარტივი გზა აირჩია!! ამიტომ მიმართე ექიმს!! ფსიქოლოგი და ფსიქიათრი დროზე!!! დაგვიანება არ უყვარს!!!!ჩაერთეს საქმეში!! ვისაც შეგიძლიათ დაეხამრეთ!!! საქმით !!!! დააკავეთ!!!! სადაც ტავს საჭიროდ იგრძნობს!!!!!
u
პატრიარქს მიმართე ილია მეორეს
zura
anton shen ert erti imatgan xar vinc suls da guls debda chven karebshi da klubshi ase rom sadardebeli ar gaq namdvili profesionali da kargi adamiani xar . mxneobas gisurveb gamagrdi guli ar gaitexo
Simartle
Kidev ertxel damtkicda ragbi kunt magara goneba chlungebis tamashia
llcl
შენ თვითონ უნდა მოერიო ძმაო, მეც მქონდა, თან წლები, მაგრამ შემდეგ ხედავ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ და ოპტიმიზმითა არიან სავსეები, ზოგი ვერ დადის, ზოგი ვერ ხედავს, მაგრამ რაღაცას ქმნიან და ერისთვის და ბერისთვის სასარგებლო არიან, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს თავ-პირი ჩამოგტირის და ნებდები. შემოგევლე ანტონ ძმაო, გილოცავ შობა-ახალ წელს მოგვიანებით, მრავალს დაესწარი ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად!
geo-geo
ჩვენ გვახსოვს შენი თამაში ანტონ.. სულს და გულს დებდი ყოველთვის..
ადამიანი
ზურა მხეიძე-გვყავს ქართველებს გენიოსი ფსიქოლოგი. თუ არადა სად ვნახოთ ეგ ოქრო კაცი,ყურადღების მიქცევა და საინტერესო საქმეში ჩართვა სჭირდება ჩემი ანალოგიური გამოცდილებით და მოვიფიქრებთ რამეს,დაფასება ეკუთვნის მაგ კარგ კაცს
მარტო კაცო
არ ვიცი ამას წაიკითხავ თუარა მეგობარო,მაგრამ 7 თვე კიარა 5 წელია ვიტანჯები მსგავსი შფოთვითი აშლილობით და სხვადასხვა ფსიქოემოციური მდგომარეობით,მაგრამ სწორი თერაპიული მიდგომებით მცირე შედეგი მაქვს.საგანგაშო არაფერია,ვერ გაგიგებენ ვისაც გამოცდილი არ აწვს ეს პრობლემა და გეტყვიან “თავი ხელში აიყვანე”ამხელა კაცი ხარ რისი გეშინია” და სხვ..ეს არ იმუშავებს პრაქტიკაში და არ დაითრგუნო.თავად მე დამენგრა სპორტული კარიერაც და ყველაფერი დავკარგე მაგრამ სამაგიეროდ დანამდვილებით გეტყვი,რომ ეგ პრობლემა არ კლავს.ფსიქოთერაპიული სეანსის არასდროს შეგრცხვეს,პირიქით ეს გამოსავალია და საკუთარ თავში დაალაგებბყველაფერს.გახაოვდეს,რომ შენსავით ბევრნი ვართ,ხმას იმიტომ ვერ იღებს უმეტესობა,რომ ჯერ კიდევ დაცინვის ობიექტი შეიძლება გახდეს.როდესაც ჩემს ირგვლივ გაიგეს,რომ ფსიქოლოგთან წავედი,მერიდებიან და ფიქრობენ გიჟიაო და არ მიხვიდეთ ახლოსო ბავშვებს ეუბნებიან.არასდროს დანებდე და ჩაიბეჭდე,რომ ეს პრობოემა მოგვარებადია და ინდივიდუალურია,შეიძლება რამდენიმე კვირაში ან დღეში გამოჯანმრთელდე.ბედნიერებას გისურვებ და ჯანმრთელობას.ყველაფერი კარგად იქნება და გამოგივა.
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს