U18. საქართველო VS კანადა - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპას უტევენ

AutoSharing Option
დღეს, 7 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ბრეტანში, "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" პირველ მატჩში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის მეოთხედფინალში, ასევე, იაპონია ბელგიას შეხვდება, აშშ პორტუგალიას დაუპირისპირდება, ხოლო საფრანგეთი ესპანეთს ეთამაშება. გამარჯვებულები თასის ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები მე-5 ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

წარმატების შემთხვევაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქე იაპონიისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შარშან ამ ტურნირის ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა კანადელებთან მატჩზე ასეთი
საბრძოლო რაზმი დაასახელა:

15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.

აღსანიშნავია, რომ "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" 18-წლამდელთა შორის ორი ქართველი არბიტრი, შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
43-3 გავიმარჯვეთ.მე ფეისბუკზე ვუყურე ბოლო წუთებს,უკვე 36-3 იყო,ამ დროში რაც ვუყურე ორიდან ორი საკუთარი აუტი წავაგეთ,სამი შერკინებიდან ერთხელ დავჯარიმდით,ორჯერ კი ბურთი კანადამ დაიტოვა,მათ შორის ერთი ჩვენი შეგდებული,მაგრამ დავდეთ ლელო და რთული გარდასახვაც გავიტანეთ.ეტყობა დიდი ანგარიშის გამო კონცენტრაცია დაკარგული გვქონდა,მაგრამ მარაო შესანიშნავად გავშალეთ და უკანა ხაზიც ძალიან კარგად ირჯებოდა.აი ეს იყო მეგობრებო სულ ,რაც ვნახე და ვეცადე თქვენთვისაც გადმომეცა,გილოცავთ გამარჯვებას და კვლავაც იგივეს გისურვებთ
სოსო
22:40 07-04-2017
0
43:3. ნახევარფინალში იაპონიას შევხვდით.
Veni vidi vici
22:25 07-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული