ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­მა­ვალ წელ­საც იას­პა­რე­ზებს. "უმ­ც­როს­მა ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" ვა­კის სტა­დი­ონ­ზე არ­გენ­ტი­ნის ძალ­ზე ძლი­ერ ნაკ­რებს 26:25 მო­უ­გეს და მე-9 ად­გი­ლის­თ­ვის ბრძო­ლას გა­ნაგ­რ­ძო­ბენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს კი, იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­მა გუნ­დ­მა ელი­ტა­ში ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, რაც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ეს ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას, რო­მელ­მაც წლე­ულს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ისევ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რე­ბებ­თან ჭი­დილ­ში ექ­ნე­ბა შან­სი, ოს­ტა­ტო­ბა დახ­ვე­წოს, გან­ვი­თარ­დეს.
იხილეთ ვიდეო: "უმცროსი ბორჯღალოსნების" ზეიმი
Sportall.Ge

"უმ­ც­როს­მა ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" ამ ტურ­ნირ­ში არ­გენ­ტი­ნას­თან მე­ო­რედ ითა­მა­შეს. მარ­თა­ლია, პირ­ველ­ში 26:37 წა­ა­გეს,
მაგ­რამ ბევ­რიც არა­ფე­რი და­უთ­მი­ათ. ამი­ტომ ყვე­ლა ქო­მა­გის გულ­ში იმე­დის ნა­პერ­წ­კა­ლი ღვი­ო­და. მით უფ­რო, რომ ჯგუ­ფუ­რი ტურ­ნი­რის ბო­ლო მატ­ჩ­ში, საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­თან მწვრთნელ­თა შტაბ­მა გუნ­დის წამ­ყვ­ანი მო­თა­მა­შე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ათი მო­რაგ­ბე და­ას­ვე­ნა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მარ­თე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. საფ­რან­გეთ­თან დი­დი ან­გა­რი­შით დავ­მარ­ცხ­დით, სა­მა­გი­ე­როდ, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი, ელი­ტა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მი­ღ­წე­უ­ლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მე­ტო­ქეს აჯო­ბა. შერ­კი­ნე­ბა­სა და დე­რე­ფან­ში ჩვე­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბი უკე­თე­სე­ბი იყ­ვ­ნენ. დი­ნა­მი­კა­შიც არ ჩა­მორ­ჩე­ბოდ­ნენ არ­გენ­ტი­ნე­ლებს. წე­სით, მე­ტი სხვა­ო­ბი­თაც უნ­და მოგ­ვე­გო.

და კი­დევ, გუ­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მგე­ზავს, თე­დო აბ­ჟან­და­ძეს 18 წე­ლი შე­უს­რულ­და.

ერ­თი სიტყ­ვით, უმ­ძი­მე­სი თა­მა­ში უკა­ნაა. ახ­ლა, მე-9 ად­გი­ლის­თ­ვის მატ­ჩ­ში, მე­ტო­ქე ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბია, რო­მელ­მაც სა­მო­ას გუნდს სძლია - 52:26. ელი­ტა­ში და­სარ­ჩე­ნად სწო­რედ სა­მოა და არ­გენ­ტი­ნა ითა­მა­შე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თ­ვის მებ­რ­ძოლ­თა ოთხე­უ­ლის შეხ­ვედ­რე­ბიც. ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებ­მა ორი ქუ­ლის სხვა­ო­ბით და­ა­მარ­ცხა სამ­ხ­რეთი აფ­რი­კა - 24:22 და ტი­ტუ­ლის და­სა­ცა­ვად ახალ ზე­ლან­დი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. "ბე­ი­ბი ბლექ­ს­მა" საფ­რან­გე­თი და­ა­მარ­ცხა - 39:26.

მატჩის შემდეგ
- ილია მაისურაძე: ასეთ მე­ტო­ქეს­თან წარ­მა­ტე­ბა დი­დი სტი­მუ­ლია+

მატჩის სტენოგრამა
1-ლი  წუ­თი: პირ­ვე­ლი დე­რე­ფა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და­ი­ნიშ­ნა. ჩვენ­მა გუნ­დ­მა ის სუფ­თად მო­ი­გო და მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.
მე-3 წუ­თი: პირ­ვე­ლი შერ­კი­ნე­ბა არ­გენ­ტი­ნელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ და­ი­ნიშ­ნა. მე­ტო­ქეს მე­რე, მატ­ჩის მსვლე­ლო­ბი­სას ამ კომ­პო­ნენ­ტ­შიც ვა­ჯო­ბეთ.
მე-5 წუ­თი: ჩვე­ნი შერ­კი­ნე­ბი­დან არ­სენ მა­ჩა­ლა­ძემ შე­უ­ტია. იერი­ში გე­ლა აფ­რა­სი­ძემ გა­ნაგ­რ­ძო. მე­რე შე­ტე­ვა­ში შუ­ა­მარ­ბი გი­ორ­გი კვე­სე­ლა­ძე ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც ბურ­თი მე­ო­რე­ხა­ზელ ბე­ქა სა­ღი­ნა­ძეს გა­და­ა­წო­და, რო­მელ­მაც მე­ტო­ქეს აჯო­ბა და ლე­ლო გა­ი­ტა­ნა. აფ­რა­სი­ძემ გარ­და­სა­ხა - 7:0.
მე-11 წუ­თი: სა­ჯა­რი­მო არ­გენ­ტი­ნელ­თა მგე­ზავ­მა ტო­მას ალ­ბორ­ნოს­მა გა­ი­ტა­ნა - 3:7
მე-13 წუ­თი: დე­რე­ფა­ნი ისევ სუფ­თად მო­ვი­გეთ. მო­ლი ავა­გო­რეთ, მძლავ­რი ბიძ­გე­ბით მე­ტო­ქეს უკან და­ვა­ხე­ვი­ნეთ და ლე­ლო გუნ­დის კა­პი­ტან­მა ილია სპან­დე­რაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნა. აფ­რა­სი­ძე ესეც გა­რ­და­სა­ხა - 14:3.
მე-15 წუ­თი: მატ­ჩის არ­ბიტ­რ­მა ლა­შა ტა­ბი­ძე შუ­ბუ­რი ბოჭ­ვის­თ­ვის სინ­ბინ­ში გა­უშ­ვა.
მე-18 წუ­თი: არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბ­მა რიცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბით ისარ­გებ­ლეს და ფულ­ბეკ­მა ბა­უ­ტის­ტა დელ­გუ­იმ ლე­ლო გა­ი­ტა­ნა. ალ­ბორ­ნოს­მა ვერ გარ­და­სა­ხა - 8:14.
მე-20 წუ­თი: ალ­ბორ­ნოსს კი­დევ ერ­თხელ მი­ე­ცა სა­ჯა­რი­მო­დან ან­გა­რი­შის გახ­ს­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნა კი­დეც - 11:14.
26-ე წუ­თი: აფ­რა­სი­ძემ მე­ტო­ქეს ასე­ვე სა­ჯა­რი­მო­თი უპა­სუ­ხა - 17:11.
36-ე წუ­თი: არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი ჩვე­ნი გუნ­დის მი­ძა­ლე­ბას ვერ უძ­ლე­ბენ და ისევ ჯა­რიმ­დე­ბი­ან. აფ­რა­სი­ძე ამ­ჯე­რა­დაც ზუს­ტია - 20:11.
39-ე წუ­თი: კი­დევ ერ­თი სა­ჯა­რი­მო ჩვენ სა­სარ­გებ­ლოდ - აფ­რა­სი­ძემ "უმ­ც­რო­სი ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" 12 ქუ­ლით და­ა­წი­ნა­უ­რა - 23:11.
43-ე წუ­თი: არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა იერი­ში შერ­კი­ნე­ბი­დან წა­მო­იწყეს. მორ­კი­ნა­ლე­ბის რამ­დე­ნიმე დარ­ტყ­მის შემ­დეგ ლე­ლო ფა­კუნ­დო ფე­რარმა გა­ი­ტა­ნა. ბა­უ­ტის­ტა და­ი­რომ გარ­და­სა­ხა - 18:23.
62-ე წუ­თი: აფ­რა­სი­ძემ სა­ჯა­რი­მო ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ გა­ი­ტა­ნა.
71-ე წუ­თი: აფ­რა­სი­ძემ ახ­ლა 45 მეტ­რი­დან სცა­და კა­რის და­ლაშ­ქ­ვ­რა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.
77-ე წუ­თი: ამ­ჯე­რად აფ­რა­სი­ძემ ზუს­ტად და­არ­ტყა სა­ჯა­რი­მო­დან და თა­ვი­სი გუნ­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბას მი­უ­ახ­ლო­ვა - 26:18.
მე-80 წუ­თი: არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა ბო­ლო იერი­ში წა­მო­იწყეს, ბურ­თი ფე­ხით ჩვენს ლე­ლო­ში გა­და­კი­დეს, სა­დაც ყვე­ლას ტო­მას მა­ლა­ნოს­მა და­ას­წ­რო. და­ი­რომ გარ­და­სა­ხა - 25:26.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. პლეი ოფი
IX ად­გი­ლის­თ­ვის
სა­ქარ­თ­ვე­ლო-არ­გენ­ტი­ნა 26:25

სა­ქარ­თ­ვე­ლო (15-9) მო­დე­ბა­ძე, ტა­ბუ­ცა­ძე, გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი, კვე­სე­ლა­ძე, მეს­ხი, აბ­ჟან­და­ძე, აფ­რა­სი­ძე; (1-8) გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი (ჭე­იშ­ვი­ლი 65), ლ.პა­პი­ძე (ჭავ­ჭა­ვა­ძე 74), ტა­ბი­ძე (გ.პა­პი­ძე 56), სა­ღი­ნა­ძე, ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი, ჯა­ლა­ღო­ნია, სპან­დე­რაშ­ვი­ლი (ჯა­ი­ა­ნი 71), მა­ჩა­ლა­ძე (კალ­მა­ხე­ლი­ძე 65).
2ლ: სპან­დე­რაშ­ვი­ლი, სა­ღი­ნა­ძე. 4ს,2გ - აფ­რა­სი­ძე
სინ­ბი­ნი: ტა­ბი­ძე.
არ­გენ­ტი­ნა (15-9) დელ­გუი, მა­ლა­ნო­სი, ფე­რა­რიო (კა­რე­რა­სი) 50), კას­ტი­ლი­ო­ნი, გონ­სა­ლე­სი, ალ­ბორ­ნო­სი (და­ი­რო 41), სა­უ­სე (გარ­სია 63). (1-8) პუ­ლე­ლა (მარ­ტი­ნე­სი 56), გონ­სა­ლე­სი, ვი­ვა­სი (ლუ­ნა 48), მო­ლი­ნა (ვოლ­კე­რი 56), მი­ლა­ნი, მედ­რა­ნო, რუ­სი, მო­ლი­ნა.
3ლ: დელ­გუი, მა­ლა­ნო­სი, ფე­რა­რიო. 2გ: და­ი­რო. 2ს: ალ­ბორ­ნო­სი.
მსა­ჯი: იაკო ფან ერ­დე­ნი (ს.აფ­რი­კა).

სა­მოა-ირ­ლან­დია 26:52
სა­მოა: 3ლ - სო­ლი­პო, ენო­კა, სიი, იელე­მია. 3გ - ენე
ირ­ლან­დია: 8ლ - კუ­პე­რი, დო­რი­სი, დო­უ­ლინ­გი, ფრევ­ლი, ნე­ში, ვა­ი­ჩერ­ლი, კე­ლე­ჰე­რი (2). 6გ - დი­ნი.

V ად­გი­ლის­თ­ვის
ავ­ს­ტ­რა­ლია-იტა­ლია 42:19
ავ­ს­ტ­რა­ლია: 6ლ - პე­რე­სი (3), ჰი­უ­ტი, გორ­დარ­დი, ტუ­ი­პო­ლო­ტუ. 6გ - ნუ­სი­ფო­რა, გო­დარ­დი (5)
იტა­ლია: 3ლ - დალ­ზი­ლიო (2), დო­ნოფ­რიო. 2გ - რი­ზი

უელ­სი-შოტ­ლან­დია 25:29
უელ­სი: 3ლ - ჯო­უნ­ზი, ნი­კო­ლა­სი, რობ­სო­ნი. 2გ,2ს - რობ­სო­ნი.
შოტ­ლან­დია: 4ლ - ჰან­ტერ-ჰი­ლი, გრე­ჰე­მი (2), მაკ­კე­ნი. 3გ,ს - ის­თ­გე­ი­თი.

I ად­გი­ლის­თ­ვის
ახ.ზე­ლან­დია-საფ­რან­გე­თი 39:26
ახ.ზე­ლან­დია: 5ლ - აუმუა, პა­პა­ლიი, ფალ­კო­ნი, ჯორ­და­ნი, კლერ­კი. 4გ,2ს - ფალ­კო­ნი.
საფ­რან­გე­თი: 4ლ - კომ­პა­ნო­ნი, მა­უ­ვა­კა, ტო­ზი­ნი, კუიო. 3გ - არა­ტი.

სამ.აფ­რი­კა-ინ­გ­ლი­სი 22:24
სამ.აფ­რი­კა: 3ლ - ავ­გუს­ტუ­სი (2), ფან ჰერ­დე­ნი. 2გ,ს - ბოს­ხი.
ინ­გ­ლი­სი: 3ლ - მერ­სე­რი (2), მი­ჩე­ლი. 3გ,ს - მა­ლინ­სი.

18 ივ­ნი­სი
XI ად­გი­ლის­თ­ვის
სა­მოა-არ­გენ­ტი­ნა

IX ად­გი­ლის­თ­ვის
სა­ქარ­თ­ვე­ლო-ირ­ლან­დია

VII ად­გი­ლის­თ­ვის
უელ­სი-იტა­ლია

V ად­გი­ლის­თ­ვის
ავ­ს­ტ­რა­ლია-შოტ­ლან­დია

III ად­გი­ლის­თ­ვის
სამ.აფ­რი­კა-საფ­რან­გე­თი

ფი­ნა­ლი
ინ­გ­ლი­სი-ახ.ზე­ლან­დია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"