ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

ილია მაისურაძე: ასეთ მე­ტო­ქეს­თან წარ­მა­ტე­ბა დი­დი სტი­მუ­ლია

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, არგენტინასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძე და კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა თამაში შეაფასეს.

13 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებმა არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

ილია მა­ი­სუ­რა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი:
"გა­სა­გებ მი­ზეზ­თა გა­მო ტურ­ნი­რის და­საწყი­სი­დან­ვე გათ­ვ­ლა მე-4 მატ­ჩ­ზე გვქონ­და და ვი­ცო­დით, რომ მის მო­სა­გე­ბად მაქ­სი­მუ­მი უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა.

მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მხო­ლოდ
მე­ო­რედ ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ცხა­დია, რომ უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი ელი­ტა­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მე­ტო­ქე­ე­ბი გვერ­გო. ამ­დე­ნად, შე­ჯიბ­რ­ებაზე ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და.

მატ­ჩი ცუ­დად ნამ­დ­ვი­ლად არ დაგ­ვიწყია. ფაქ­ტობ­რი­ვად, საწყი­სი 20 წუ­თი ვდო­მი­ნი­რებ­დით და კარ­გი შეტე­ვე­ბი გვქონ­და. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით დაც­ვა­ში, ხარ­ვე­ზე­ბიც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა ეს ჩი­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს და რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში ლე­ლოს­თან ახ­ლოს იყ­ვ­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში წინ ვი­ყა­ვით და ალ­ბათ, მე­ტი ქუ­ლის აღე­ბაც შეგ­ვეძ­ლო. თუმ­ცა, მთა­ვა­რია, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩვენ დაგ­ვ­რ­ჩა და ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ ეს და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი იყო. მატ­ჩის მი­წუ­რულს აფ­რა­სი­ძის მი­ერ გა­ტა­ნილ­მა სა­ჯა­რი­მომ ამოგ­ვა­სუნ­თ­ქა. კარ­ში დარ­ტყ­მა მა­ნამ­დეც შე­იძ­ლე­ბო­და. თუმ­ცა, ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ლე­ლო­ზე გვე­თა­მა­შა.

არ­გენ­ტი­ნამ გან­ვ­ლილ მატ­ჩებ­ში დი­დი ენერ­გია და­ხარ­ჯა. მათ მო­თა­მა­შე­ებს დი­დი სა­თა­მა­შო დრო და­უგ­როვ­დათ და გახ­ში­რე­ბუ­ლი რკე­ნით მა­თი დაღ­ლა გვსურ­და, რაც შევ­ძე­ლით კი­დეც.

ასეთ მე­ტო­ქეს­თან წარ­მა­ტე­ბა დი­დი სტი­მუ­ლია. ბი­ჭებს ეს და­მა­ტე­ბით ენერ­გი­ას შეს­ძენს. მომ­დევ­ნო მატ­ჩის­თ­ვის მათ ორ დღეს აუცი­ლებ­ლად და­ვას­ვე­ნებ და შემ­დეგ ირ­ლან­დი­ას­თან შეხ­ვედ­რის­თ­ვის და­ვიწყებთ მზა­დე­ბას". 

ილია სპან­დე­რაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი:
"დღეს და­ვამ­ტ­კი­ცეთ, რომ და­ნარ­ჩენ თა­მა­შებ­შიც შე­იძ­ლე­ბო­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ ჩვენ არ გვქონ­და სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სწო­რედ გან­ვ­ლილ სამ შეხ­ვედ­რა­ში მი­ვი­ღეთ და შე­დე­გიც სა­თა­ნა­დო დად­გა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"