საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე გერმანიის ცხრამეტწლამდელთა გუნდი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში, სავარაუდოდ, რუმინეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მწვრთნელების პაატა ნარიმანაშვილისა და ზურაბ ამონაშვილის ხელმძღვანელობით საწვრთნელ შეკრებას ხვალიდან ლაგოდეხში გამართავენ. ქართველ მწვრთნელებს მოთამაშეთა ფიზმომზადებაში დახმარებას გაუწევს მარკ დიქსონი, რომელიც ამჟამად რაგბის კავშირში სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა ფიზმომზადების პროგრამის შექმნაზე მუშაობს.