საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამერიკაში კანადით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც, იმავდროულად, გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა.

ჩვენი გუნდის მეტოქეები B ჯგუფში, ისევე, როგორც შარშან, თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე, კანადის, ზიმბაბვესა და იაპონიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული სხვა, A ჯგუფში გამარჯვებულს ფინალში დაუპირისპირდება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, შოტლანდიელი იან სმიტის ხელმძღვანელობით, ამ ტურნირისთვის დიდი ხანია ემზადება. მას ასისტენტობას ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ვლადიმერ კილასონია და ირაკლი ჭყონია უწევენ.

გუნდში ოთხი ისეთი
მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც შარშან თბილისში გამართულ ტურნირში იასპარეზეს. ესენია: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ზურაბ ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე და ლევან გოგოლაშვილი (ორივე - არმია).

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე კანადის ნაკრებია, რომელსაც შარშან თბილისში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 38:9 მოუგო. თამაში თბილისის დროით დღეს ღამის ორ საათზე დაიწყება.

ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა იან სმიტმა კანადელებთან სათამაშოდ ასეთი რაზმი დაასახელა:
15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. არჩილ ბეჟიაშვილი, 17. ვაჟა თაგაური, 18. ზაზა ნავროზაშვილი, 19. გურამ შენგელია, 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. გიგა გაგოშვილი.

სულ კი იან სმიტის განკარგულებაში 26 მორაგბეა, რომლებსაც ამერიკის კონტინენტზე ურთულესი ბრძოლების გადატანა მოუწევთ. ჩვენი გუნდის მთავარი კონკურენტები იაპონიისა და ტონგას ნაკრებები იქნებიან.

კანადის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ შელიმ ყურადღება ისევ ჩვენი გუნდის მძლავრ შერკინებაზე გაამახვილა და შარშანდელი ტურნირიც გაიხსენა:

"ქართველებთან უმძიმესი მატჩი გველის. ჩვენ მათ შარშანდელ ტურნირზეც ვეთამაშეთ და წინააღმდეგობის გაწევა 50-60 წუთის განმავლობაში შევძელით, მაგრამ ისინი მაშინაც ძალიან დიდები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ.

ამჯერად გარკვეული სამუშაო გავწიეთ, რის შემდეგაც იმედი გვა
ქვს, რომ მათ მრისხანე შერკინებას შევაჩერებთ და თანაც, ჩვენ საკმაოდ ფეხმარდი უკანახაზელები გვყავს, რომლებიც მეტოქეს ბევრ პრობლემებს შეუქმნიან".

საქართველოს ნაკრები, U-20
პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე-ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).
მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).
მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).
#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).
#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).
#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).
#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე-არმია).

A ჯგუფი: ჩილე, რუსეთი, ტონგა, აშშ.
B ჯგუფი: საქართველო, იაპონია, კანადა, ზიმბაბვე.

18 ივნისი
საქართველო-კანადა

22 ივნისი
საქართველო-ზიმბაბვე

26 ივნისი
საქართველო-იაპონია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გძინავთ? მოვიგეთ უკვე ეგ თამაში 31-17 :D:D:D
zangura
11:11 19-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული