დიდი 10. XIV ტური: "ლელომ" დაიწყო და დაამთავრა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "ლელოსა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირება კურიოზული ლელოთი დაიწყო.

მატჩის მეორე წუთი მიმდინარეობდა, ლელოელებმა ბურთი აუტში გადაიტანეს. ქუთაისელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში სტუმართა ერთ-ერთმა მორაგბემ ბურთი აუტიდან სწრაფად შეიტანა, ისე, რომ თანაგუნდელები ამისთვის მზად არ იყვნენ. ბურთი ლელოში შეგორდა. მასთან ყველაზე სწრაფად "ლელოს" მესამეხაზელი თორნიკე ბუბუტეიშვილი მიიჭრა და ანგარიში გახსნა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა გაიტანა - 7:0.

ასეთ დასაწყისს, ცხადია, არავინ ელოდა. არც "აია", რომელიც ამ ტურამდე გათამაშების ლიდერი იყო და, რადგანაც მეტოქეს ნაკრებში მივლინებული რამდენიმე მორაგბე აკლდა,
გამარჯვების მიღწევის კარგი შანსიც ჰქონდა. ეს მატჩის მსვლელობამაც დაადასტურა. ქუთათურებმა თამაში მალე დაალაგეს და ტაიმი 20:12 მოიგეს.

ვითარება არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. 59-ე წუთისთვის "აია" ათი ქულის სხვაობით - 25:15 იგებდა. თუმცა, თამაშის მსვლელობას ეტყობოდა, რომ განხორციელებული შეცვლები მასპინძლებს უფრო აძლიერებდა.

დასკვნითი ოცი წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩის ამ მონაკვეთში თავი შეცვლაზე შესულმა გარემარბმა თორნიკე ახობაძემ გამოიჩინა.

61-ე წუთზე "ლელომ" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დერეფნიდან მოლი ააგორა, რომელიც რაკში გადავიდა. მერე მასპინძლებმა ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს, სადაც ახობაძის შეჩერება ვერავინ შეძლო.

ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 20:25. თუმცა, მან ხუთ წუთში საჯარიმოს გატანა შეძლო და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 23:25.

გამარჯვების მომტანი ლელო ახობაძემ მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით გაიტანა. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ყიასაშვილმა წამოიღო, მერე მარცხენა ფრთაზე ჯაბა სიხარულიძემ 30 მეტრი ირბინა. "ლელომ" შეტევის მიმართულება შეცვალა, ბურთი ისევ მარჯვნივ ხაზზე ჩაათამაშა, სადაც ისევ ახობაძე დაუხვდა და მეორე ლელო მიითვალა. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 28:25.

დიდი 10. XIV ტური
ლელო-აია 28:25
ლელო (15-9) ყიასაშვილი, მამუკაშვილი (ახობაძე 50), ხეცოიძე, ხეცურიანი, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი (ბარკალაია 50), მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე (მარგალიტაძე 52), ლომთაძე (მამისაშვილი 60), ქართველიშვილი (მჭედლიძე 60), ხორბალაძე (სიხარულიძე 45), ქოიავა, ბუბუტეიშვილი, საღინაძე, მაისურაძე.
4ლ: ბუბუტეიშვილი, მამუკაშვილი, ახობაძე (2). 2ს,გ: ყიასაშვილი.
აია (15-9) მოდებაძე, ძნელაძე (ძაგნიძე 49), მანაგაძე (აბჯანდაძე 46), კიკვაძე, აბრამიძე, ბაბუნაშვილი, თუთბერიძე. (1-8) რატიაშვილი (წაქაძე 57), ტორაძე (არემიშვილი 56), ხარებავა, მ.ბაბუნაშვილი (მარშანია 55), შალამბერიძე, რევიშვილი, დანგაძე, მღებრიშვილი.
3ლ: აბრამიძე, ძნელაძე, ხარებავა. 2ს,2გ: ბაბუნაშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე

სხვა მატჩები
ლოკომოტივი-ბათუმი 24:24
ბაგრატი-არმია 8:28
არმაზი-აკადემია 11:20
ჯიქი-ყოჩები 37:0

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 14 9 2 3 +59 45 5
2. აია 14 10 0 4 +49 44 4
3. ბათუმი 14 9 1 4 +134 43 5
5. ჯიქი 14 8 1 5 +127 43 9
4. ლოკომოტივი 14 8 2 4 +61 41 5
6. აკადემია 14 8 0 6 +23 36 4
7. არმია 14 7 0 7 -10 32 4
8. ბაგრატი 14 3 0 11 -196 18 6
9. არმაზი 14 3 0 11 -80 16 4
10. ყოჩები 14 2 0 12 -167 11 3

XV ტური
ჯიქი-ბაგრატი
ყოჩები-ლოკომოტივი
ბათუმი-ლელო
აია-არმაზი
აკადემია-არმია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული