აია: გურეშიძე, მატკავა, ჩხიკვაძე, ჩიტეიშვილი, ძაგნიძე, რევიშვილი, დგებუაძე, მეტრეველი, გოგია, შარვაშიძე, სინაურიძე, კუხიანიძე, ძნელაძე, ხამაშურიძე, გოგლიჩაძე.
შეცვლაზე შევიდნენ:ლომიძე, აბრამიძე, ცირეკიძე, ზვიადაძე, სხულუხია,თხელიძე
1ლელო: ხამაშურიძე
3 საჯარიმო: სინაურიძე3
ლოკომოტივი: გუნიავა, ზარიძე, ვეფხვაძე, კახიანი, თავბერიძე, გენებაშვილი, ნიშნიანიძე, ახვლედიანი, ღვინჯილია, კვინიხიძე, კობერიძე, გოგეშვილი, ჟამუტაშვილი, კავთაძე, ქავთარაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ჩიტიძე, ნადირაძე, ბიწაძე
2 საჯარიმო: კვინიხიძე2
მსაჯი: თენგიზ ჩერგოლეიშვილი
თბილისის "ლოკომოტივი "აიასთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება. გასული ჩემპიონატის პლეი ოფში ქუთათურები სწორედ ბენდიაშვილის გუნდთან დამარცხდნენ და ფინალში გასვლა
მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში კი "აია" უდანაკარგოდ ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა, წყვილში ფავორიტად მაინც ქუთაისური გუნდი ითვლებოდა.
რიონისპირელებს დიდი სურვილი ჰქონათ ეს შეხვედრა ქუთაისში, გარემონტებულ "დინამოს" სტადიონზე ჩაეტარებინათ, მაგრამ ბოლო მომენტში ახალდაგებულ მოედანზე თამაშისგან თავი შეიკავეს და შეხვედრა კვლავ ფოთში, მალთაყვის სტადიონზე გაიმართა.
თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა, როგორც სანახაობრივად, ისე დაძაბულობით. პირველ ტაიმში ფორმალური მასპინძელი "აია" ფლობდა უპირატესობას. ლოკომოტიველები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, მაგრამ ქუთაისელთა დამრტყმელმა გაგა სინაურიძემ ზედიზედ სამი საჯარიმო ვერ გამოიყენა.
სხვათა შორის, პირველ ტაიმში თბილისელთა მექულეს კვინიხიძესაც არ წაუვიდა დარტყები და მეტოქის მსგავსად მანაც სამი საჯარიმო გააფუჭა. ამასობაში სინაურიძემ მიზანი გაისწორა და "აია" ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა 6:0 პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარი უფრო დინამიური და სანახაობრივი გამოდგა.
თბილისელები კარგად ათამაშდნენ და კვინიხიძემ საჯარიმო დარტყმებით ანგარიშიც გაათანაბრა 6:6. თანაბარ თამაშში გადამწყვეტი როლი ქუთაისელთა ლიდერის ბესიკ ხამაშურიძის ბრწყინვალე თამაშმა შეასრულა. ხამაშურიძე ძალიან კარგ ფორმაშია და ბოლო შეხვედრებია ლელოს გარეშე მოედანს არ ტოვებს.
ახლაც ქუთაისელთა შეტევისას ხამაშურიძე კარგად ჩაერთო თავისი ნახევრიდან, ბურთს დაეუფლა, თბილისელებს ხაზი გაუჭრა და "აიას" მნიშვნელოვანი 5 ქულა შესძინა. სინაურიძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა, მაგრამ, ამის შემდეგ ქუთათურებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. სინაურიძემ კიდევ ერთი საჯარიმოს ზუსტი შესრულებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 14:6 "აიამ" ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და რეგულარულ ჩემპიონატს დიდი უპირატესობით ლიდერობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"