მაგრამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ეს შეხვედრა ქუთათურებისთვის არცთუ ისე იოლი გამოდგა. იყო ეპიზოდები, როცა სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და შეტევების დასკვნით ფაზაში მეტად რომ ეყოჩაღათ, შესაძლოა, მატჩი სულ სხვაგვარი სცენარით წარმართულიყო.
პირველ წრეში "ჯიქებს" "აიასთვის" მოგებული ჰქონდა და ქუთაისელები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი. შეხვედრაც მათი უპირატესობით დაიწყო, მასპინძლებმა მეტოქეს "მისალმებაც არ აცადეს" და პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს.
შეტევა მათ მარცხენა ფლანგზე დაიწყეს და ბურთი ხელდახელ მარჯვნივ
კობა გიორგაძისა და ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა თბილისელებს გონს მოსვლა არ აცალეს. მალევე ბექა ყურაშვილმა სტუმრებს ხაზი გაუჭრა და ნახტომში ლელოც გაიტანა.
რევაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "აია" 12:0 დაწინაურდა. რამდენიმე წუთში ქუთაისელთა 17 წლის მგეზავმა (ჯინჭველაშვილმა) აუტში კარგად გადაკიდა ბურთი, რითაც თავის გუნდს მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შეღწევის საშუალება მისცა.
ქუთაისელებმა აუტი მოიგეს, მოლით მიაწვნენ და ზედახორაში ლევან თხელიძემ ბურთის დამიწება მოახერხა. ჯინჭველაძემ გარდასახვა კვლავ გაიტანა - 19:0.
როგორც ჩანს, მესამე ლელოს შემდეგ მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ყურადღება მოადუნეს, რითაც თბილისელებმა კარგად ისარგებლეს. ზურაბ ძნელაძეს საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან წინ დაუვარდა ბურთი, სტუმრებმა შერკინება მოიგეს, მოლით მიაწვნენ და შეტევის მეოთხე ფაზაში ლექსო ყაულაშვილმა "აიას" ჩათვლის მოედანში შეაღწია.
ამის შემდეგ "ჯიქები" სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. დაახლოებით 30-ე წუთიდან ტაიმის ბოლომდე ქუთათურებმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ვერ გამოიტანეს.
სტუმრები ჯიქურ უტევდნენ. ამასობაში ყურაშვილი გაასინბინეს და ქუთაისელთა კაცნაკლულმა შერკინებამ ვეღარ გაუძლო, მასპინძლებმა შერკინების ჩაქცევისთვის რამდენჯერმე წესი დაარღვიეს, საბოლოოდ კი მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და ანგარიში შვიდ ქულამდე შეამცირა - 19:12.
"ილიაუნი ჯიქმა" მეორე ტაიმიც ძალზედ აქტიურად დაიწყო, 10 წუთის განმავლობაში ქუთაისელებმა ბურთი თავიანთი ნახევრის იქით ვერ გადაიტანეს. თბილისელები მწვავედ უტევდნენ და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ამჯერად მასპინძლებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. ამასობაში კობა გიორგაძემ შეცვლებს მიმართა და "აიაც" თანდათან გააქტიურდა.
ჯინჭველაშვილმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, რასაც თხელიძის ლელო და შეცვლაზე შემოსული გაგა სინაურიძის გარდასახვა მოჰყვა. ქუთაისელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ, დაღლილი სტუმრები მათ შეჩერებას ვეღარ ახერხებდნენ.
"აიას" მორიგი შეტევისას კუხიანიძემ თანაგუნდელისგან კარგი პასი მიიღო, სტუმრებს ხაზი გაუჭრა და თავადვე დაამიწა. ბოლოს კი, პირველ ტაიმში შეცვლილმა და მეორე ნახევარში ტრავმირებული რატიაშვილის ნაცვლად მოედანზე დაბრუნებულმა თორნიკე ლომიძემაც გამოიჩინა თავი, რასაც სინაურიძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 41:12.
აია-ილიაუნი ჯიქი 41:12
აია (15-9) ძნელაძე, ფრუიძე, კვერნაძე, კუხიანიძე, გოშაძე (კიკვაძე 60), ჯინჭველაშვილი (სინაურიძე 58), გოგია; (1-8): ლომიძე (ულუმბელაშვილი 28), მატკავა, წაქაძე (რატიაშვილი 38, ლომიძე 51), ხელაძე, ჩიტეიშვილი (შაშიაშვილი 41), შალამბერიძე, ყურაშვილი, თხელიძე
6ლ: კვერნაძე, ყურაშვილი, თხელიძე (2), კუხიანიძე, ლომიძე. 4გ: ჯინჭველაშვილი (2), სინაურიძე (2) ს: ჯინჭველაშვილი
სინბინი: ყურაშვილი (38)
ილიაუნი ჯიქი (15-9) კიკნაძე (შარმაზანიშვილი 60), ტურაშვილი, ბერძული, კუპრეიშვილი (იობაშვილი 76), ხარაზიშვილი, ბიწაძე, ზაბახიძე (1-8): ოქრიაშვილი (ყაულაშვილი 73), ოქრომელიძე, ყაულაშვილი (გაგნიძე 56), მჭედლიშვილი (ტრაპაიძე 57), გოგოლიძე (ტალახაძე 65), მამრიკიშვილი, შენგელია, კიკვიძე (ცირეკიძე 68)
2ლ: ყაულაშვილი, საჯარიმო. გ: ხარაზიშვილი
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი
XII ტური
აკადემია-ხარები 14:10
ბათუმი-ლელო (გადაიდო)
ყოჩები-არმაზი 9:22
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | არმია | 12 | 11 | 0 | 1 | +136 | 50 |
2 | ლელო | 11 | 10 | 0 | 1 | +177 | 47 |
3 | აია | 12 | 8 | 1 | 3 | +158 | 40 |
4 | არმაზი | 11 | 8 | 0 | 3 | +41 | 34 |
5 | ლოკომოტივი | 12 | 5 | 1 | 6 | +22 | 27 |
6 | ჯიქები | 12 | 5 | 0 | 7 | -12 | 26 |
7 | ხარები | 11 | 3 | 0 | 8 | -102 | 15 |
8 | ბათუმი | 11 | 3 | 0 | 8 | -76 | 14 |
9 | აკადემია | 12 | 3 | 0 | 9 | -209 | 14 |
10 | ყოჩები | 12 | 1 | 0 | 11 | -135 | 7 |
XIII ტური
16 თებერვალი
ილიაუნი ჯიქი-აკადემია, არმაზი-ბათუმი, ხარები-ყოჩები, ლელო-არმია, ლოკომოტივი-აია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შეკითხვა "არმიას": სად იყო აქამდე რამაზ ჯინაშვილი?