ქართული რაგბი

ჩემპიონატი

საქართველოს რაგბის ჩემპიონატი: "ბათუმი" ლიდერებში ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში, ნოემბრის ტესტების პარალელურად, ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

"ბათუმმა" შინ მიიღო ქუთაისის "აია" და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 16:8. შედეგად, ბათუმელები სატურნირო ცხრილში მე-4 საფეხურამდე დაწინაურდნენ.

გამარჯვების შემთხვევაში იმავე პოზიციას დაიკავებდა "აიაც". თუმცა ბათუმური გუნდი წლეულს საკმაოდ მოღონიერებულია და სავსებით ძალუძს, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლოს.

ზღვისპირელების შინ დამარცხება ძალიან რთული საქმეა.

საგულისხმოა, რომ პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა უკიდურესად გამწვავებულია. ერთადერთი გუნდი, რომელსაც იმედი გადაეწურა, თბილისის "თიბიესია", რომელმაც ცხრა თამაშიდან ცხრავე წააგო.

საგულისხმოა, რომ მოწინავე ოთხეულიდან სამი რეგიონის გუნდია.
ესენია: ბოლნისის "ყოჩები", რუსთავის "ხარები" და "ბათუმი".

გამოტოვებული მატჩი

ბათუმი-აია 16:8

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 9 8 1 0 +101 36
2. ხარები 9 5 1 3 +30 24
3. ლელო 9 5 2 2 +12 24
4. ბათუმი 9 4 1 4 +11 21
5. ჯიქი 8 4 1 3 +8 20
6. აია 9 4 0 5 -4 19
7. არმია 9 4 0 5 -32 19
8. ლოკომოტივი 8 3 0 5 -14 16
9. არმაზი 7 3 0 4 -6 14
10. თიბიესი 9 0 0 9 -106 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის