რაგბი ევროპის სუპერთასზე "ბათუმმა" ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის "ჰითის" 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული "ვულვზი" 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს.

შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ "შავ ლომს" და ამდენივეთი უსწრებს "ჰითს". ხვალ თელავივში სწორედ ეს გუნდები თამაშობენ და ‘ბათუმის’ პერსპექტივები მისი დასრულების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება.

რუმინულ "ვულვზს" მასპინძლებმა მეტი მონდომების, დაცვაში კარგი გარჯის და ორგანიზებულობის ხარჯზე აჯობეს. "ბათუმი" დომინანტი იყო შერკინებაში, ყურადღებით თამაშობდა დაცვაში და შესაძლებლობისთანავე კარგად შლიდა ბურთს ხაზზე, სადაც სტუმრებს სისწრაფეში და ინდივიდუალურ ოსტატობაში ჯაბნიდა. რუმინელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ და დერეფანში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ გატანილ ჯარიმაში ასახეს.

ნაწვიმარ ბათუმში გუნდებმა თამაში დაზვერვით დაიწყეს. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში და შერკინებაში მასპინძლები არაფერს დათმობდნენ და მეტოქემ მე-13 წუთზე ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. "ბათუმს" რამდენჯერმე მიეცა ხელდახელ სწრაფად შეტევის შესაძლებლობა და ორი მათგანი ლელოთი დასრულდა.

მე-18 წუთზე ფეხით დარტყმული ბურთი ცენტრალურ ხაზთან ისე ასხლტა, რომ ანზორ სიჭინავას ნადავლი შეიქნა, ისიც უყოყმანოდ დაიძრა და ოფლოუდით ბექა ურჯუკაშვილი ცარიელ სივრცეში გაიყვანა. მანაც დაახლოებით 35 მეტრი დაფარა, აქედან ბოლო 7-8 მეტრი მცველთა ჭიდილში და ანგარიში გახსნა. 29-ე წუთზე სწრაფი შეტევის შედეგად, რომელიც სიჭინავა-ურჯუკაშვილის დუეტმა წამოიწყო, მარჯვენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა გაჩნდა, ბურთი ბექა მამრიკიშვილამდე ჩათამაშდა და ისიც მარჯვენა ალამთან შეფრინდა. რეზი ჯინჭველაშვილმა რთული პიზიციებიდან ერთი გარდასახა – 12:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარი გუნდის უპირატესობა ჯარიმით ჯინჭველაშვილმა გაზარდა, მაგრამ მალევე მამრიკიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და "ვულვზმა" რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება სცადა. მასპინძლები მათ ძალისმიერ მიძალებებს მედგრად დაუხვდნენ და რუმინელები იძულებული გახდნენ 52-ე წუთზე ჯარიმა კარში დაერტყათ.

"ბათუმმა" სახიფათო შეტევებით უპასუხა და 62-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა საშუალო მანძილიდან მორიგი ჯარიმა გაიტანა, 74-ეზე კი მოლი კარგად დაიძრა, მერე ბურთი მარცხენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ვანო ფუტკარაძის პასით ლელო ანზორ სიჭინავამ გაიტანა. "ვულვზი" ეცადა ერთი ლელოს გაქვითვას, მაგრამ ბათუმელთა დაცვა არც ამჯერად გატყდა და მათ სუპერთასზე ბონუს-ქულით პირველი გამარჯვება იზეიმეს.

"ბათუმი" 22 ოქტომბერს თელავივში "ჰითს" ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით პლეი-ოფის საგზურს დაიბევებს.

„ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას. მოგებამ პლეი-ოფთან მიგვაახლოვა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სუპერთასზე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და უკვე მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ“ – თქვა ნამატჩევს ბათუმელთა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

Rugby.ge

შაკო
ყოჩაღ ბათუმს, მაგარი შედეგი აქვს. ვულვზი ფაქტიურად რუმინეთის ნაკრებია.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა