ლოკომოტივი-ლელო 17:18 - ორი ლელო ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტების დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა - 18:17.

შეხვედრაში ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა.

მატჩის პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რაც გუნდებს შედეგიანი შეტევების ორგანიზების საშუალებას უსპობდა.

ანგარიში მატჩის 34-ე წუთზე გაიხსნა. "ლოკომოტივმა" მეტოქის შერკინება მისსავე ლელოდან ხუთ მეტრში მოიგო. ერთი მოკლე დარტყმის შემდეგ ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა ბურთი ფულბეკ საბა ნიკოლავას გაატანა. ის ზედ ჩათვლის მოე
დანთან შებოჭეს. ხუციშვილმა სწრაფად გაწმენდილი რაკიდან ბურთი აიტაცა და ლელოში შეიჭრა. ნიკოლავამ გარდასახა - 7:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელო" საგრძნობლად გააქტიურდა და საწყის ოთხ წუთში ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ორი საჯარიმო გაიტანა - 6:7.

რკინიგზელებმა მალე შეძლეს მობილიზება და 52-ე წუთზე შესანიშნავი იერიში წამოიწყეს, რომელიც მარჯვენა გარემარბმა გიორგი ბიწაძემ ლელოთი დაასრულა. ნიკოლავამ ვერ გარდასახა - 12:6.

ამაზე ორ წუთში "ლელომ" არანაკლებ ეფექტური შეტევით უპასუხა. შესანიშნავად გაისარჯა შუამარბი ალექსანდრე თოდუა, რომელმაც მეტოქის ხაზი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან გაჭრა და ლელომდე ირბინა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 11:12.

ამის შემდეგ "ლოკომოტივი" ისევ მეტოქეს ეკვეთა. მათი უპირატესობა შერკინებასა და დერეფანში თამაშისას სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ "ლელო" კაცნაკლული დარჩა. რკინიგზელებმა ეს კარგად გამოიყენეს. 67-ე წუთზე უკანა ხაზში რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ლელო გარემარბმა დიმიტრი კალანდაძემ მიითვალა. გარდასახვა თვითონვე დაარტყა, თუმცა არაზუსტად - 17:11.

დარჩენილ დროში "ლელოს" მატჩის გადარჩენის ერთი შანსი მიეცა და გამოიყენა. თავი ისევ ალექსანდრე თოდუამ გამოიჩინა, რომელმაც თანაგუნდელების ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა 75-ე წუთზე ლელოთი დაასრულა. ყიასაშვილმა გარდასახა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა - 18:17.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. დიდი 10. IX ტური
ლოკომოტივი-ლელო 17:18
ლოკომოტივი (15-9) ნიკოლავა, ბიწაძე, ძნელაძე, გაგოშვილი, კალანდაძე, კავთიძე, ხუციშვილი. (1-8) ხარებავა (ელოშვილი 18), ჩომახაშვილი, ბურდული, გეგია (ჟღენტი 72), მიქაძე, ფოფხაძე, მახარაძე, გასვიანი.
3ლ: ხუციშვილი, ბიწაძე, კალანდაძე. გ: ნიკოლავა.
სინბინი: გაგოშვილი, კავთიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ხეცოიძე, თოდუა, ლომინაძე, ჩიტიძე, შანიძე (ბარკალაია 68), მინდიაშვილი. (1-8) მაჭარაშვილი (ჯულაყიძე 58), ჭყოიძე, პატარაია (ლომთაძე 70), კობალაძე, ქოიავა, ბუბუტეიშვილი, კოპაძე (სიხარულიძე 75), მაისურაძე.
2ლ: თოდუა (2). 2ს,გ: ყიასაშვილი.
სინბინი: პატარაია
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

მე-9 ტურის შეხვედრებით საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, რომელიც სრულიად მოულოდნელად გორის "ჯიქმა" მოიგო. ამ გუნდმა გასვლითი მატჩი გამართა უშუალო კონკურენტ "ბათუმთან" და ფრეს დასჯერდა - 6:6.

სხვა მატჩები
ბათუმი-ჯიქი 6:6
აია-აკადემია 13:0
ხარები-არმაზი 10:5
ყოჩები-არმია 20:27


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 9 6 1 2 +64 30
2. ბათუმი 9 6 1 2 +36 29
3. აია 9 6 1 2 +38 28
4. ლელო 9 6 1 2 +23 27
5. ლოკომოტივი 9 5 0 4 +15 24
6. ყოჩები 8 4 0 4 +13 20
7. აკადემია 9 3 0 6 -45 15
8. ხარები 9 3 0 6 -55 14
9. არმია 9 2 1 6 -40 14
10. არმაზი 8 0 1 7 -49 7

X ტური

ლელო-აკადემია, ლოკომოტივი-არმია, ყოჩები-ჯიქი, ბათუმი-არმაზი, ხარები-აია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შაბათს ერთი თამაში იყო იმის მიმოხილვა ვერ გაგიკეტებიათ ძაან სუსტები ხართ
medock
15:17 16-11-2015
0

სიახლეები პოპულარული