ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ფინალის წინ

ბოლო 10 წლის მანძილზე უფროსი ასაკის ჭაბუკ მორაგბეთა პირველობის ტიტულის მფლობელს ‘აია’-‘ლელოს’ რიგით მე-8 დაპირისპირება (მათ შორის მიჯრით მეოთხედ) არკვევდა. აღნიშნულ პერიოდში დიდ დიღმელები 6-ჯერ გახდნენ ჩემპიონები (ერთხელ ფინალში ‘ხვამლს’ მოუგეს), ‘აიამ’ კი ტიტულის მოპოვება 2-გზის მოახერხა.

უკვე მრავალი წელია, რაც ‘ლელო’ საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების მთავარ დონორს წარმოადგენს. ქართული რაგბის ბერმუხა ბათუ (ვასილ) კევლიშვილის დიდი ძალისხმევითა და თაოსნობით, ‘ლელოს’ რაგბის აკადემიაში მიმდინარე გამართულმა, საათივით აწყობილმა, უამრავი ინოვაციით გაჯერებულმა საწვრთნელო პროცესმა დიდ დიღმელებს ჭაბუკ მორაგბეთა ორივე ასაკის პირველობებზე პრაქტიკულად ჰეგემონია დაამყარებინა. ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის პირველობაზე ‘ლელომ’ მიჯრით ბოლო 5 ჩემპიონატი მოიგო.

2 კვირის წინ, სამხრეთ აფრიკის 20 წლამდე ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა ლადო კილასონიამ სამონაწილეოდ ‘ლელოს’ 10 მორაგბეს უხმო, რომელთაც ‘ლელოს’ აკადემიის აღზრდილი არაერთი ლეგიონერიც შეემატათ. ‘ლელოს’ უფროსი ჭაბუკების გუნდს მეორე სეზონია, რაც ზურა ხორბალაძე ნაყოფიერად დამრიგებლობს. ახალგაზრდა ნიჭიერმა სპეციალისტმა ‘ა’ ლიგის ტიტული გასულ წელს, თავის სადებიუტო სეზონშივე მოიპოვა, მანამდე კი ‘ბ’ ლიგაში, ‘ლელოს’ უმცროსი ასაკის ჭაბუკები ზედიზედ 3-ჯერ გააჩემპიონა. აღსანიშნავია, რომ ზურა ხორბალაძეს დიდ სამსახურს მისი თანაშემწე, 20 წლამდელთა ნაკრების სტაფის წევრი რატი შანიძე უწევს.

მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპზე, ‘აიამ’ ‘ლელოს’ ორივე შეხვედრა (21:15 და 24:8) მოუგო, რამაც რიონისპირელებს რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე ჩაამთავრებინა. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ დიდ დიღმელები პრინციპულ მეტოქესთან ხსენებულ შეხვედრებში სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ და საბოლოოდ ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილს დაჯერდნენ. ‘აიას’ კი აშკარად დაეტყო ზურა ზვიადაძის ხელი. გამოცდილი ქუთაისელი სპეციალისტი წლების მანძილზე მშობლიური ქალაქის უმცროსი ასაკის მორაგბეებთან წარმატებით მუშაობდა, მიმდინარე სეზონში კი ‘ა’ ლიგაში, თავის სადებიუტო სეზონშივე მოახერხა მონოლითური, კონკურენტუნარიანი კოლექტივის შეკვრა, რომელიც ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა.

ზედრამატული ფინალი

‘აია’-‘ლელოს’ წლევანდელი ფინალური შეხვედრის ლოკაციად რაგბის კავშირმა ქუთაისი შეარჩია. სატიტულო შეხვედრა „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. რიონისპირელებმა უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი, დიდ დიღმელებმა კი ძირითადის 2 მორაგბე, შუამარბი დათა ახვლედიანი და ფულბეკი ნიკა ხალვაში მოისაკლისეს. შეხვედრამ ქუთაისში არნახული ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნებზე მატჩზე დამსწრე მსურველი ქომაგის სრულად განთავსება ფიზიკურად ვერ მოხერხდა.

ძლიერმა ქარმა მატჩის სანახაობრივი მხარე გვარიანად დააკნინა. გუნდებს სწრაფი იერიშის განხორციელება და ფეხით თამაში უჭირდათ, რის გამოც აქცენტს სრულად სტატიკაზე აკეთებდნენ. მეტოქენი შემხვედრ, დომინანტურ ბოჭვებს პირველ ტაიმში კარგად ასრულებდნენ და ტაიმიც მწირქულიანი გამოდგა. 21-ე წუთზე რიონისპირელთა მგეზავ გოგა უშვერიძეს ხელსაყრელი პოზიციიდან, ძელების პირდაპირ დანიშნული ჯარიმა გაუცუდდა. ‘ლელოს’ ჰავბეკმა კაპიტანმა გიგი სირბილაძემ კი 12 წუთის შემდეგ თავისი შანსი გამოიყენა და ზუსტად დარტყმული ჯარიმით საკუთარ გუნდს ტაიმი 3:0 მოაგებინა.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო და ზედრამატული გამოდგა. პირქარში თამაში უკვე ჩემპიონს უწევდა და ტაიმის დებიუტში გიგი სირბილაძეს ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაუცუდდა. მე-10 წუთზე, მთავარმა არბიტრმა დავით ბალუაშვილმა მეტოქის თავის არეშე განხორციელებული სახიფათო ბოჭვის გამო, ‘აიას’ მღლეტელ თორნიკე ტორაძეს წითელი ბარათი უჩვენა. სირბილაძემ გასატანი ჯარიმა ამჯერზეც ძელებს მიღმა დაარტყა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, ‘აიამ’ შეტევები გაამძაფრა და მეტოქეს 2 ყვითელი ბარათი მიაღებინა. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ‘აიამ’ მიაღწია საწადელს და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა - 7:3. ‘ლელო’ არ შედრკა და 5 წუთის შემდეგ თანაგუნდელთა მძლავრი მიძალება კარგად აკინძული ფაზებით მღლეტელმა შოთა გვრიტიშვილმა გატანილი ლელოთი დააგვირგვინა. სირბილაძემ გარდასახვა გამოიყენა და ჩემპიონს 3-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა - 10:7.

მატჩის ბოლო წუთებმა ‘აიას’ გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა. რიონისპირელები მეტოქის 5 მეტრიან ზონაში „დასახლდნენ“ და თან მსაჯს ლელოს 2 მოთამაშე გააძევებინეს (მათ შორის მღლეტელი შოთა გვრიტიშვილი წითელი ბარათით დაისაჯა). უამრავი მოთამაშის ტრავმის და მიღებული ჯარიმის მიუხედავად, ‘ლელო’ თავს მედგრად იცავდა, თუმცა „გაწითლებულ“ დროში ‘აია’ მორიგ ჯარიმას გამორჩა. რიონისპირელთა ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა ამჯერზე კარში დარტყმა გადაწყვიტა.

მატჩის საყაიმო ანგარიში ხელს უკვე ‘აიას’ აძლევდა, რამეთუ რიონისპირელები დებულების თანახმად ნაკლები წითელ-ყვითელი ბარათების გამო უპირატესობას ფლობდნენ და ტიტულსაც დაეუფლებოდნენ. ძოძუაშვილმა მღელვარება ვერ მოთოკა, 35 მეტრიდან დარტყმა გააცუდა, რამაც ‘ლელოს’ ტიტული შეუნარჩუნა. ‘ლელომ’ 10:7 მოიგო და ბოლო ათწლეულში ჩემპიონი მეშვიდედ გახდა. ‘ლელოს’ კაპიტანმა გიგი სირბილაძემ საჩემპიონო თასი ‘აიას’ დირექტორ შოთა გვენეტაძის ხელიდან ჩაიბარა.

ბრინჯაოს მედალს ‘ხვამლი’ დაეუფლა

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლი’-‘არმიას’ შეხვედრა ბრინჯაოს მედლის მფლობელს არკვევდა. ბოლო 10 წლეულში მეტოქეებს თითო პოდიუმი ქონდათ გახერხებული. 4 წლის წინ მუხიანელები ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, „არმიელებმა“ კი ბრინჯაოს მედლები 10 წლის წინ მოიპოვეს. მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ‘ხვამლმა’ ‘არმიას’ ორივე შეხვედრა დამაჯერებლად, პრემიალური ქულით (31:12 და 38:17) მოუგო და თან მეტოქე სატურნირო ცხრილში მთელი 29 ქულით ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ მუხიანელებმა რეგულარულ სეზონში მე-2 ადგილი ‘ლელოს’ მხოლოდ უარესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო დაუთმეს.

შეხვედრა ‘ხვამლის’ იერიშებით დაიწყო და შესვენებამდე მუხიანელებმა 12 უპასუხო ქულა აიღეს. მხტომელების ნიკუშა შარაშენიძისა და იკა მამუკაშვილის დადებულ ლელოთაგან, ‘ხვამლის’ ჰავბეკმა დაჩი წიკლაურმა 1 მათგანი გარდასახა.

მეორე ტაიმში ფავორიტმა სხვაობა 22 ქულამდე გაზარდა. მუხიანელთაგან მორიგი გატანილი ლელო მარბიელი კაპიტნის გიორგი ბოჩიკაშვილის ანგარიშზეა. დაჩი წიკლაურმა კი ზუსტ გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘არმია’ მარცხს არ ეგუებოდა, ბოლომდე იბრძოდა და მატჩის დასკვნით ნაწილში 2 გარდასახული ლელოთი (კვაჭი ბუკა კუმელაშვილი და ჰავბეკი კაპიტანი გიორგი მიშელაძე) ანგარიშში ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ ‘ხვამლმა’ შეხვედრა 22:14 მოიგო და პოდიუმს 4 წლიანი პაუზის შემდეგ უწია.

Rugby.ge

ქომაგები
მარტის დასაწყისია და დაასრულეს თამაშები. წესით და ჭკვიანი ხალხის ხელში, აწი შვიდკაცა რაგბის ფესტივალები და შემდეგ ჩემპიონატი უნდა ტარდებოდეს, ცოტა ხელით და სწრაფად თამაში მაინც რომ დაამუღამონ. საერთოდაც, ყველა სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ, შვიდკაცას ეტაპები უნდა იმართებოდეს, თავის პრიზებით და ტიტულებით, თუ რამეს გვინდა როდესმე მივაღწიოთ.
კილასონია
ხვამლის და არმიას თამაში მართლა სანახაობა იყო. აი, მეორე ფინალი კი, აია-ლელო რაღაც გორიალი და არ გვენახა ჯობდა.
Rugby supporters
ამ ჯახირობას თუ თამაში ერქვა არ ვიცოდით. საშინელება იყო მოედანზე, მსაჯზე გაწევა-გამოწევა ამ პატარა ბიჭების მხრიდან, ხელების ქნევა და მთელი დრო მხოლოდ კოლექტიური ჭიდაობა. მწვრთვნელები ხომ საერთოდ შეურაცხადები იყვნენ. რა იყო, რა უბედურება ტრიალებს ასეთი. არ გინდათ რაგბი ისწავლოთ და მოეწონოს ვინმეს სტადიონზე მისვლა ან ტელევიზიით ცქერა? ტატამი იყო თუ მოედანი, ვეღარ გაირჩეოდა :(((((
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: ჯიქი-ყოჩები, ლელო-ლოკომოტივი
დიდი 10: "ბათუმი" და "აია" დაზავდნენ
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10 ჩხუბით და "ლოკომოტივის" გამარჯვებით განახლდა
"ხვამლი" მონაკოს ტურნირზე იასპარეზებს
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]