როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ამაშუკელმა ფეხი წაქცევის შედეგად დაიზიანა და შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის "არმიასა" და ბათუმის "ბათუმს" შორის მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.
დაჭრის ფაქტი "რუსთავი 2"-თან საუბარში დაადასტურა რაგბის კავშირის საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიქიშვილმა.
მატჩის დასრულების შემდეგ თბილისელთა გუნდის მენეჯერმა ნიკო ამაშუკელი დაჭრა. ასევე, არსებული ინფორმაციით, ნიკო ამაშუკელი
თბილისის "არმიასა" და "ბათუმს" შორის "დიდი 10"-ის მე-17 ტურის მატჩი ფრედ, ანგარიშით 21:21 დასრულდა.