გოჩა სვანიძე: მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა

AutoSharing Option
მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა.

სვანიძე გამოეხმაურა 27 მარტს ფოთში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ბათუმის "ბათუმისა" და თბილისის "არმიის" მატჩის შემდეგ მოხდა.

როგორც სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, თუ რისგან აქვს ჭრილობა მიყენებული მსაჯ ნიკა ამაშუკელს.

მისივე თქმით, სწორედ სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, ეს განზრახ მიყენებული ჭრილობაა თუ რაიმე სხვა ფაქტორიდან გამომდინარე.

სვანიძის თქმით, გარკვეული ინფორმაციები გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს, თუმცა ეს ინფორმაციები
არის არაერთგვაროვანი და ამიტომ დღეს მასზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

"ჭორებზე ვერ ვილაპარაკებ. ფაქტია, რომ გუშინდელ თამაშში იყო დაძაბულობა. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი ინტერესი. თამაშის დასრულების შემდეგ მსაჯის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო კორექტული დამოკიდებულება. ვისგან იყო ეს, ამ დროისთვის თავს შევიკავებ საუბრისგან. მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა. ყველას მოვუწოდებ, თუ განზრახ მოხდა დაჭრა, ეს უნდა თქვან და ეს უნდა დადგინდეს. სამართლადამცველებმა უნდა დაადგინონ, ჭრილობა რისგან მიიღო მსაჯმა, განზრახ თუ რაიმე სხვა ფაქტორიდან გამომდინარე", - განაცხადა გოჩა სვანიძემ. მისივე თქმით, რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი მომხდართან დაკავშირებით ათი დღის ვადაში იმსჯელებს.

დღეს განცხადება რაგბის კავშირმაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით გამოძიება სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ.

"რაც შეეხება საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციას მსაჯზე მომხდარ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი გამოსაკვლევად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი სწავლობს მომხდარ ფაქტს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ თქვენ ასე ყველაფერი კარგად იცით, მიბრძანდით პოლიციაში და მიეცით ჩვენება. კარ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, სვანიძე კვალიდფიციური იურისტია და თქვენზე უკეთ იცის კანონები და ისიც კარგად უწყის, რომ ჭორებზე დაყრდნობით სიმართლე არ დადგინდება. მალხაზ, ჩემო კარგო შენ ეტყობა ძალიან გაბოროტებული ხარ რომ შენმა ფავორიტმა ვერ "მოიგო" არჩევნები და ცდილობ გაუმართლებლად ჩირქი მოსცხო ამ კაცს და მთლიანად კავშირს. უმრავლესობამ აირჩია და თვითონ მიხედავენ პრეზიდენტს. შენ კი შეგიძლია მოქალაქეობრივი ვალი მოიხადო და ასეთი გათვითცნობიერებული თუ ხარ, ჩვენება მისცე პოლიციას. თუ არადა თვითონ მოგძებნიან. დღეს ძალიან ადვილია ამის გაკეთება. დამნაშავე კი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
datos malxazs da misnairebs
29 მარტი 2016 11:35
0
აბა რა ცდილობენ ეხლა შეთხზან რაგაც სისულეები ყველამ კარგად იცის ყველაფერი
dato
28 მარტი 2016 22:55
0
ხოდა მიეცი ჩვენება მერე პოლიციას და დაიჭერენ იმ მენეჯერს :)
foteli-s
28 მარტი 2016 22:49
0
სტადიონზე ვიყავი და ნათელი იყო ყველაფერი თუ როგორ დაჭრა არმიის მენეჯერმა მსაჯი რა გამოძიება ამას უნდა
foteli
28 მარტი 2016 21:18
0
ტყუილი არ უთქვამს არაფერი. სანამ გამოძიება არ დაადგენს რა მოხდა, მანამდე განცხადების გაკეთება და ვინმეზე რამის დაბრალება არასწორია. + აღნიშნა არ ვესწრენოდი თამაშს და სხვადასხვა ვერსია მოვისმინეო.
Malkhaz-s
28 მარტი 2016 20:58
0
რას ლაპარაკობს ეს კაცი?!კაი თქვენ არ იცით საიდან აქვს მსაჯს ჭრილობა და თვითონ მსაჯმაც არ იცის?! ვინც ეს გააკეთა სამუდამოდ უნდა მოკვეთონ რაგბიდან!! დისციპლინას სანამ არ ისწავლიან ქართველი სპორტსმენები რომელ სპორტულ მიღწევებზეა საუბარი. იმან ხელი არ ჩამოართვა,ამან ძიუდოს ილეთი ჩაუტარა და ბოლოს მსაჯის დაჭრაც კი იკადრეს......
zaza
28 მარტი 2016 20:18
0
ტყუილით ნუ იწყებთ საქმეს ბატონო პრეზიდენტო--ყველამ კარგად იცით რომ მოხდა დანით დაჭრა და ეხლა ცდილობთ მიჩქმალვას--თვითონაც რომც მოილაპარაკონ ერთმანეთში--დამჭრელ-დაჭრილმა--თქვენ მაინც უნდა თქვათ სიმართლე იმიტომ რომ თქვენ რომელიმე ქუჩის პრეზიდენტი არ ხართ--თქვენ ხართ ამხელა ფედერაციის პრეზიდენტი რომელსაც ამდენი ხალხი უყურებს. ტყუილით თუ დაიწტებთ ესეიგი არა ხართ სანდო ადამიანი და თქვენთვის ამხელს საქმის მიბარება სისულელე ყოფილა.
Malkhaz
28 მარტი 2016 19:24
0
ყველა სპორტულ ტამაშში მსაჯი ხელშეუხებელია მოედანზეც და მის გარეტაც, განსაკუთრებიტ რაგბიში, ეს ფაქტი თუ არ გამოიკვლევა ბოლომდე 6 ერზე კი არა რამე განვიტარებაზეც არ უნდა ვიფიქროდ
ირაკლი აფხაიძე
28 მარტი 2016 18:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული