ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

AutoSharing Option
ჩვენ უკვე შეგატყობინეთ, რომ სულ მალე რაგბი ევროპის ორგანიზაცია ექვსი ერისგან ოფიციალურად მოითხოვს პლეი ოფის შემოღებას. ცოტა ვრცლად ამის შესახებ:

ცნობილმა სარაგბო ჟურნალისტმა გევინ მორტიმერმა ფრანგული Midi Olympique მოიყვანა წყაროდ.

მოკლედ, რაგბი ევროპის ორგანიზაციის შეფი ოქტავიან მორარიუ ექვსი ერის ორგანიზაციას ოფიციალურად მიმართავს, შემოიღონ პლეი ოფის მატჩი, რომლის არსი ასეთია - ექვს ერზე ბოლოადგილოსანი მომავალ სეზონში ადგილის დასაბევებლად ერთა თასის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს და უშუალო შეხვედრაში დაამტკიცოს, რომ ელიტაში თამაშის ღირსია.

მოგვიანებით გევინ მორტიმერმა უფრო დააკონკრეტა - შეხვედრა პარიზში 9 მარტს შედგება.
თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკების თემაა პლეი ოფი ექვს ერზე "ხის კოვზის" მფლობელსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

"ხის კოვზი" ნიშნავს ყველა თამაშის წაგებას. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, პლეი ოფი მხოლოდ იმ სეზონში გაიმართება, როცა ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ყველა მატჩს წააგებს. სწორედ ასეთი იყო კლაივ ვუდვორდის იდეა. პრინციპში, ესეც საქმეა, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა...

ასევე იხილეთ:
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
ასევე დაგაინტერესებთ