ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ნოემბრის ტესტ-მატჩი: "ბორჯღალოსნები" უელსს ესტუმრებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ტესტ-მატჩს უელსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უელსი ნოემბერში ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და საქართველოს დაუპირისპირდება. უელსი საქართველოს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, უელსი კი - მეხუთეა. ჯერჯერობით, უცნობია "ბორჯღალოსნების" სხვა მეტოქეთა ვინაობა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე.
ასევე დაგაინტერესებთ