ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ესპანეთის ნაკრების თავკაცი: ჩვენ საქართველოს დამარცხება შეგვიძლია!

AutoSharing Option
4 მარტს საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ მატჩში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება.

ესპანელთა თავკაცი სანტიაგო სანტოსი მედინა დელ კამპოში გასამართავი მატჩის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან ესპანურ "ევროსპორტს" განუცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი იაპონიის მსოფლიოს თასზე გასვლა და საქართველოს დამარცხებაა.

"ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი არ არის, ესპანეთის ნაკრებს ძალუძს საქართველოს დამარცხება. თუმცა მეტოქე კარგი შეტევითა და კარგი დაცვითაა გამორჩეული".

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ორ მატჩში ესპანელებს მოგება (რუსეთთან) და წაგება (რუმინეთთან) აქვთ.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მედინა დელ კამპოში ვთამაშობთ.
ამით რაგბის პოპულარობის გაზრდას ვუწყობთ ხელს. აქ ყველანაირი პირობა გვაქვს მზადებისთვის", - აცხადებს სანტოსი, რომელმაც 6 ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში წინა მატჩთან შედარებით.
ასევე დაგაინტერესებთ