SOS სოჭის გამოძახილი

AutoSharing Option
19 მარტს სოჭში ევროპის ერთა თასზე გასამართ რუსეთ-საქართველოს სარაგბო დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ჭანტურიამ საგანგებო ბრიფინგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 18 მარტს 20 სათზე გამართეს.

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება პირდაპირ ეთერში რუსულ არხ - „RTR"-ის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზით ვერ გადაიცემა.

აღნიშნული რუსული ტელეკომპანია ფლობს რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მატჩების ტრანსლირების უფლებას. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, ადრეულ
ეტაპზე წამოიწყო მოლაპარაკება რუსულ მხარესთან შეხვედრის ტრანსლირების ორგანიზებაზე. თავდაპირველად მოლაპარაკება გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა შეხვედრის მოახლოებასთან ერთად, რუსული ტელეკომპანიის მხრიდან მოლაპარაკება გაჭიანურდა.

„РТР"-ის წარმომადგენელთა განცხადებით, რაგბი რუსეთში წამგებიან პროდუქტად იქცა და ტელეკომპანიამ მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა სოჭში გასამართი რუსეთისა და საქართველოს სარაგბო მატჩის ტრანსლირება. ამ მიზეზითვე არ იქნა ნაჩვენები სოჭში რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება 12 თებერვალს.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეკომპანიას მატჩის ტრანსლირების ლიცენზიის სოჭის ადგილობრივი ტელევიზიისათვის გადაცემა შესთავაზა და პირდაპირი ეთერისათვის აუცილებელი მოძრავი სატელევიზიო სადგურისათვის შესაკვეთადაც მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა „РТР"-მა სხვა ტელეკომპანიისათვის ჩვენების უფლება არ გასცა. აქედან გამომდინარე, 19 მარტის შეხვედრის ტრანსლირება იმ მიზეზით ვერ განხორციელდება, რომ სოჭის სტადიონზე არ განთავსდება პირდაპირი ტრანსლირების აპარატურა და კამერები.

შეხვედრის რადიორეპორტაჟი „აფხაზეთის ხმის" და „საზოგადოებრივი რადიოთი" გადაიცემა. ასევე იგეგმება საზოგადოებრივ მაუწყებელზე თამაშის მეორე დღეს, 20 მარტს შეხვედრის ჩანაწერის ჩვენება მისი ხარისხის გათვალისწინებით. ვიდეო ჩანაწერს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად რუსეთის რაგბის კავშირი განახორციელებს და მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე გუნდს გადასცემს.

ბოლო ინფორმაციით, ქართველი ჟურნალისტებისათვის პირდაპირი ჩართვების განსახორციელებლად სოჭის სტადიონზე ტექნიკურად იქმნება პრობლემა.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: „ყოველივე იქედან გამომდინარე რასაც დღეს ვხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თვენახევრის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანიას „ერ-ტე-ერ" შორის მიმდინარეობდა ტრანსლირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო მატჩის პირდაპირი ტრანსლირება, ისინი აზუსტებდნენ ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ, დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მატჩის ტრანსლირება აღარ მოხდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თვენახევრის განმავლობაში მათ შეეძლოთ ეთქვა, რომ არსებობს ტექნიკური პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდება მატჩის პირდაპირ ეთერში ჩვენება. ჩვენ შევთავაზეთ რუსეთის მაუწყებელს, რომ ქართული მხარეს სახსრებით შემდგარიყო ამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, მაგრამ რუსეთის ტელემაუწყებლისგან მივიღეთ უარი.

ამგვარი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს რაგბის საერთაშორისო ფედერაციასთან და რუსეთის მხარესთან, რომ მატჩი ჩატარებულიყო ნეიტრალურ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ უარი.

რუსული მხარის ეს ქმედებები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ ხვალვე მივმართავთ რაგბის საერთაშორისო ფედერაციას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება რუსეთის ამ არასპორტულ ქმედებებზე."

სამინისტროს პრესსამსახური





.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე, ჯობია ეს სავარძელაშვილები რომ საერთოდ ახლოს არ გაეკარნონ ამ ჯიგრებს და თუ უნდათ, უხმაუროდ დაეხმარნონ და აკეთონთუ რამე შეუძლიათ კიდევ.
giorgi
23:05 20-03-2011
0
ცუდია, რომ ვერ ვყურეთ თამაშს, მაგრამ რუსების დედაც მოვტყან, ხომ მოვიგეთ
0

სიახლეები პოპულარული