საქართველოს შვიდკაცა ნაკრები მოსკოვში შერცხვა

AutoSharing Option
მოსკოვში, ევროპის გრანპრის მეორე ეტაპზე, ერთობ შერცხვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები.

კახა ალანიამ რუსეთში ექსპერიმენტული შემადგენლობა წაიყვანა - ბექა ბიწაძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია, ივა დავითაშვილი, ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი აფციაური, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აბრამიძე, რატი ნუცუბიძე და დავით მაკაროვი.

ქართველებმა A ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავეს, ბოლოს კი მხოლოდ ბოლოსწინა ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლა.

A ჯგუფი

საქართველო-უელსი 21:25
საქართველო-უკრაინა 19:12
საქართველო-ინგლისი 7:47
საქართველო-ჰოლანდია 12:36
საქართველო-რუსეთი 0:33

პლეი ოფი
საქართველო-იტალია 14:43
საქართველო-ჰოლანდია 24:10

შერცხვენა მოსკოვში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საფრანგეთის შვიდკაცას ჩემპიონატში ბადრი ხეხელაშვილმა ისახელა და რატომ ირ იწვევენ იმ ხალხს ვინც იცის ამ თამაშის თამაში ან ნელ-ნელა ჩაანაცვლონ ახალი თაობაც მეტს ისწავლის.
beso
15:47 18-07-2012
0
კახა,შენ უკეთ იცი მაგრამ))) 2 ეტაპი ჩატარდა 7 კაცის უკვე და ბევრი ისეთი ბიჭი გამოჩნდა ვისზეც შეიძლება შანსის მიცემა..))))))
Qartveli
00:46 07-07-2012
0

სიახლეები პოპულარული