გუნდს ამერიკული ტურნედან დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" დაემატნენ და შედეგიც გაცილებით უკეთესი მივიღეთ - დანიაში გუნდმა V ადგილი და სინი მოიპოვა.
ოდენსეში 16 გუნდი 4 ჯგუფად გაიყო. საქართველო C ჯგუფში რუსეთთან, უკრაინასა და ბელგიასთან მოხვდა.
პირველ მატჩში რუსეთის ნაკრებთან "მშრალად" დამარცხების შემდეგ ჩვენმა გუნდმა უკრაინას და ბელგიას მოუგო და თასისთვის ბრძოლა გააგრძელა.
სამწუხაროდ, გუშინ მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა სასტიკად დაგვამარცხა
პირველი მეტოქე სინისთვის ბრძოლაში შოტლანდია იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს შემცვლელები აღარ ჰყავდა ტრავმების გამო, გუნდმა მცირე სენსაცია მოახდინა და 21:19 დაამარცხა შოტლანდია.
ასე გავედით სინისთვის ფინალში ინგლისელთა პირისპირ, სადაც ასევე დავამარცხეთ მეტოქე (21:14) და სინს დავეუფლეთ.
C ჯგუფი
საქართველო-რუსეთი 0:12
საქართველო-უკრაინა 5:0
საქართველო-ბელგია 24:0
1/4-ფინალი
საქართველო-პორტუგალია 0:24
პლეი ოფი
საქართველო-შოტლანდია 21:19
მე-5 ადგილისთვის
საქართველო-ინგლისი 21:14
სინი საქართველოს! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"