საქართველოს შვიდკაცა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის

AutoSharing Option
გაისად, შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება, საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. კახა ალანიას გუნდმა ეს საგზური შაბათს პორტუგალიურ ალგარვეში მოიპოვა, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა. საჭირო იყო პირველ ხუთეულში გასვლა, ჩვენები კი მე-4 ადგილზე გავიდნენ.

უკვე ვწერდით, რომ ჯგუფი საქართველოს ნაკრებმა მოიგო - გერმანია, ბელგია და საფრანგეთი დაამარცხა. ჯგუფური ეტაპის მიხედვით, საქართველო რეიტინგში მეორე იყო და მე-7-ეადგილოსან უკრაინას შეხვდა. მძიმე ბრძოლაში ქართველებმა 19:12 იმარჯვეს და უკვე დაიბევეს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე მასპინძელთა ნაკრები იყო. სამწუხაროდ, არაობიექტური მსაჯობის გამო (რეფერიმ
6 კაცის ამარა დაგვტოვა) პორტუგალიელებმა იმარჯვეს - 19:12. საქართველომ მესამე ადგილისთვის მატჩიც წააგო საფრანგეთთან, რომელსაც წინა დღით 33:17 მოუგო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უმთავრესი მიზანი უკვე მიღწეული იყო.

1/4-ფინალი
საქართველო-უკრაინა 19:12
ლელო: გეგენავა (2), გოგოლაშვილი
გარდასახვა: კვირიკაშვილი, მახარაშვილი

პორტუგალია-იტალია 28:7
საფრანგეთი-შოტლანდია 26:14
ესპანეთი-გერმანია 31:07

1/2-ფინალი
საქართველო-პორტუგალია 12:19
ლელო: მაჩხანელი, კვირიკაშვილი
გარდასახვა: მახარაშვილი

ესპანეთი-საფრანგეთი 24:0

ფინალი
პორტუგალია-ესპანეთი 7:5

მე-3 ადგილისთვის
საქართველო-საფრანგეთი 12:24
ლელო: გოგოლაშვილი, ფრუიძე
გარდასახვა: კვირიკაშვილი

მე-5 ადგილისთვის
შოტლანდია-იტალია 24:12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ბიჭებო
zozo
18:18 23-07-2012
0

სიახლეები პოპულარული