TimeLine: ჰა­კა არა, ბო­ლე!

AutoSharing Option
- მო­ცე (მი­სალ­მე­ბაა ფი­ჯის ენა­ზე), მე­გო­ბა­რო, პირ­და­პირ ეთერ­ში ვნა­ხე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ფი­ჯის შო­რის სა­რაგ­ბო მატ­ჩი და მინ­და გითხ­რა, რომ მო­გე­ბას თქვენ იმ­სა­ხუ­რებ­დით, - მომ­წე­რა "ფე­ის­ბუკქზე" ფი­ჯ­ელ­მა მე­გო­ბარ­მა ჯიმ ნა­ი­ვა­ლუ­ლე­ვუმ.

ცხა­დია, ძმო­ბა ძვე­ლი ტრ­ა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვი­თ არ შეგ­ვი­ფი­ცავს, მაგ­რამ ჯი­მი (სუ­ვას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გ­ლი­სუ­რის პე­და­გო­გია) ფი­ჯის ამ­ბებ­საც ხში­რად მიყ­ვე­ბა და ქარ­თულ­საც კითხუ­ლობს. ოღონდ დრო დას­ჭირ­და ჩე­მი სა­და­უ­რო­ბის გა­საც­ნო­ბად.

რომ შე­იტყო, "ჯორ­ჯი­ი­დან" ვი­ყა­ვი, გა­უ­ხარ­და, ჩემ­სა­ვით კუნ­ძუ­ლე­ლი ყო­ფილ­ხა­რო.

ინ­ტერ­ნეტ­ში მა­შინვე მო­ვი­ძიე კუნ­ძუ­ლი ჯორ­ჯია და ყი­ნუ­ლე­ბით შე­მო­სი­ლი, არ­გენ­ტი­ნა­სა და ან­ტარ­ქ­ტი­დას შო­რის ვი­პოვე.

ჯიმს ავუხ­სე­ნი, რომ ჩრდი­ლო­ეთ
ნა­ხე­ვარ­ს­ფე­რო­ში, რუ­სე­თის ქვე­მოთ ვცხოვ­რობ­დი და მა­შინ­ვე მომ­წე­რა:

Sportall.Ge- გა­მახ­სენ­და, თქვენ­სა და რუ­სეთს შო­რის ომი რომ იყო. სხვა­თა შო­რის, ჩვენს მი­მარ­თაც არ არი­ან დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი - ფი­ჯ­ე­ლებს ავ­ს­ტ­რა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დია ვი­ზებს არ გვაძ­ლე­ვენ.

სპორ­ტ­შიც ვი­ჩაგ­რე­ბით: ჩვენს მო­რაგ­ბე­ებს ზე­ლან­დი­ას­თან, ავ­ს­ტ­რა­ლი­ას­თან, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კას­თან და არ­გენ­ტი­ნას­თან ერთ ლი­გა­ში თა­მა­ში სურთ, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ,
- შე­ნიშ­ნა ფი­ჯ­ელ­მა და ქარ­თ­ველ­თა ბე­დით და­ინ­ტე­რეს­და:

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ფი­ჯის­თან იმ­დე­ნად კარ­გად ითა­მა­შა, რომ ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და მი­სი ხილ­ვა ევ­რო­პის ექვს ერს შო­რის, მაგ­რამ, ალ­ბათ, თქვენც გზღუ­და­ვენ...

"სმა­ი­ლი­კის" დახ­მა­რე­ბით თა­ვი და­ვუ­კა­რი და ჯიმს ჰა­კა­ზე ვკითხე.

- ჰა­კა ზე­ლან­დი­ე­ლებს აქვთ. ჩვენს საბ­რ­ძო­ლო ცეკ­ვას ბო­ლე ჰქვია, რაც ფი­ჯ­უ­რად გა­მოწ­ვე­ვას ნიშ­ნავს. სხვა­თა შო­რის, დი­დი ხა­ნი არ არის, რაც ბო­ლემ შეც­ვა­ლა ცი­ბი, რო­მე­ლიც ბრძო­ლის შემ­დეგ, გა­მარ­ჯ­ვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სრ­ულ­დე­ბო­და.

სპორ­ტ­ში ასე­თი რი­ტუ­ა­ლის გად­მო­ღე­ბა საბ­რ­ძო­ლო გან­წყო­ბას ამა­ღ­ლებს. რაგ­ბიც ხომ ბრძო­ლის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა.

რო­გორც ჯი­მი ამ­ტ­კი­ცებს, ძვე­ლად ფი­ჯელე­ბი ბო­ლომ­დე იბ­რ­ძოდ­ნენ, ვიდ­რე მე­ტო­ქეს მთლი­ა­ნად არ გა­ა­ნად­გუ­რებ­დ­ნენ. მიკ­რო­ნე­ზი­ულ ტო­მებს კი სხვა ტრა­დი­ცია ჰქონ­დათ: ერ­თ­მა­ნეთს მედ­გ­რად ერ­კი­ნე­ბოდ­ნენ და რო­ცა ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რე­ბო­და, ბრძო­ლა წყდე­ბო­და, დამ­ჭ­რე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად ცხად­დე­ბო­და და ტე­რი­ტო­რია მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­დი­ო­და.

რაგბის და­ვუბ­რუნ­დეთ: ფი­ჯი­სა და იაპო­ნი­ას­თან მატ­ჩებს რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ და სა­ქარ­თ­ვე­ლო პირ­ვე­ლი რან­გის გუნ­დებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ასე რომ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს 17 სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რებს შო­რის არი­ან და ტესტ-მატ­ჩე­ბის და­გეგ­მ­ვი­სას ჩვენს გუნდს ელი­ტუ­რი გუნ­დე­ბი ერ­გე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რო­გორც ფი­ჯი, ავ­ს­ტ­რა­ლია, საფ­რან­გე­თი და ა.შ...

* * *
ბო­ლო დროს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაგ­ბ­იმ ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, რომ კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბიც თა­მა­შო­ბენ.

და­აკ­ვირ­დით: მე­ტო­ქეს რომ ბო­ჭავს, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძეა, ხო­ლო მარ­ჯ­ვ­ნივ - ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე.

Sportall.Ge

ფოტოპარალელი
დღე­ვან­დელ "თა­იმ­ლა­ინ­ში" დე­და­მი­წის გარ­შე­მო ვი­მოგ­ზა­უ­რეთ, ვახ­სე­ნეთ ან­ტარ­ქ­ტი­დას­თან მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლი ჯორ­ჯია, ფი­ჯი, მიკ­რო­ნე­ზია...

ვინ მო­თ­ვ­ლის, კი­დევ რამ­დე­ნი კუნ­ძუ­ლი აბურ­თა­ვა ლეო მე­სიმ - ორი­ო­დე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბურ­თის ნაც­ვ­ლად გლო­ბუსს კენ­წ­ლავს.

მე­სის შემ­ყუ­რეთ უთუ­ოდ გა­გახ­სენ­დე­ბო­დათ ჩარლზ ჩაპ­ლი­ნი ჰიტ­ლე­რის როლ­ში...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული