"ბორჯღალოსნების" მეტოქე: პორტუგალიის ნაკრების გაფართოებული რაზმი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში, რომელიც იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, 2 თებერვლიდან ჩაერთვება.

"ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს სტუმრად, ბრიუსელში ბელგიის ნაკრებთან გამართავენ. ჩვენი გუნდი საწვრთნელ შეკრებას, რომლის გაფართოებული შემადგენლობა მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში გაივლის.

იქამდე კი ერთა თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდებიდან გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა პორტუგალიის ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა ეროლ ბრაიანმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაიანმა "ლობუშების" შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა, თუმცა პორტუგალიის ნაკრები არც გამოცდილი და საკმაოდ ასაკობრივი მოთამაშეების ნაკლებობას
განიცდის. პირველ ხაზში ასეთები არიან ჟოაო კორეია და ჟორჟე სეგურადო (ორივე - დირეიტო).

მეორე ხაზი მთლიანად ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ყველაზე უფროსი, რაფაელ სიმუეში (ბელენენსეში), 22 წლისაა.

რატომღაც გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში არ არის გონსალო უვა. სამაგიეროდ, ისევ უკაპიტნებს პორტუგალიელთა ნაკრებს მისი ძმა, მესამეხაზელი ვაშკუ უვა (დირეიტო), რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 80 კეპი აქვს მოხვეჭილი.

მესამეხაზელთა შორის კიდევ ერთი გამოცდილი ტიაგუ ჟირაუ (კდული) ითამაშებს. ორი კეპი აქვს მოხვეჭილი ფრანსიშკუ სოუზას (კასკაისი). სხვა დანარჩენნი დებიუტანტები არიან.

თითქმის უცვლელია უკანა ხაზი. ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი აქ 35 წლის გარემარბი ანტონიო აგილარია (დირეიტო), რომელსაც "ლობუშების" შემადგენლობაში 77 კეპი აქვს მოხვეჭილი. ეროვნულ გუნდში 61 მატჩში უთამაშია ცხრა ნომერ პედრო ლეალს (დირეიტო), რომელიც 29 წლისაა. მას კვალში უდგანან გარემარბი გონსალო ფორო (კდული) და პედრო სილვა (ბელენენსეში).

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ამ ფორმაციის ნაკრებში სამი ლეგიონერია: ტონი მარტინსი (პერიგო), ერიკ დოს სანტოსი (მონ დე მარსანი) და ჟოზე ლიმა (ნარბონი).

პორტუგალიელები 19 იანვარს საფრანგეთის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის თავზე კი მეტოქედ ინგლისის სტუდენტური ნაკრები ეყოლებათ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებზე "ლობუშებმა" ტურნე სამხრეთ ამერიკაში მოაწყვეს, სადაც ურუგვაისა და ჩილეს სძლიეს.

ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს თბილისში 9 თებერვალს უმასპინძლებს.

პორტუგალიის ნაკრები
პირველი ხაზი: ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეია (ორივე - დირეიტო), ბრუნო როხა (აიეს ტექნიკო), ფრანსიშკუ დომინგეში (აგრონომია), ბრუნო მედერიოსი, მიგელ ვილაკა (ორივე - კდული), უგო ვალენტე (ბელენენსეში), ტონი მარტინსი (პერიგო).
მეორე ხაზი: ერიკ დოს სანტუში (მონ დე მარსანი), ფარელ სიმუეში (ბელენენსეში).
მესამე ხაზი: ვაშკუ უვა, ვაშკუ ფიმენდესი (ორივე - დირეიტო), ტიაგუ ჟირაო, ლორენცო მანტონგა (ორივე - კდული), ფრანსიშკუ სოუზა (კასკაისი).
#9: ფრანსიშკუ მაგალიაეში, კრლუშ სოტომაიორი (ორივე - კდული), მანუელ რაპოშუ (დირეიტო).
#10: პედრო ლეალი, მანუელ ვილელა (დირეიტო), მანუელ კოსტა (ბელენენსეში).
#12-13: კარლ მურეი, ფედერიკო ოლივეირა (ორივე - კდული), ბერნარდო კამპელო (აგრონომია), ჟოზე ლიმა (ნარბონი), პერდო სილვა (ბელენენსეში).
#11-14: გონსალო ფორო, ფრანსიშკუ აპელტონი (ორივე - კდული), ანტონიო აგილარი, ადერიტო ესტევეში (ორივე - დირეიტო).
#15: ჟოაო სილვა (კდული), ნუნო კოსტა (კდული).

ერთა თასი 2013
I ტური
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
პორტუგალია-რუმინეთი
რუსეთი-ესპანეთი

II ტური
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი

III ტური
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია

IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

V ტური
16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული