მე-3 წუთზე ლელო ლაშა ხმალაძემ დადო, რის შემდეგაც მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.
რამდენიმე წუთში კი სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს. პირველი ტაიმი დასრულდა.
მეორე ტაიმში ანგარიში ამჯერად სტუმრებმა გახსნეს. პორტუგალიელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.
საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის შანსი მიიღო და მერაბ კვირიკაშვილმა ნაკრებს სამი ქული მოუტანა, თუმცა მალევე პორტუგალიელებმაც შეძლეს საჯარიმო
69-ე წუთზე თედო ზიბზიბაძემ ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა უხერხული პოზიციიდან გატანა ვერ შეძლო - 15:9. სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთებზე ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 15:12. სტუმრებს არც "ბორჯღალოსნები" ჩამორჩნენ - კვირკაშვილმა ჯარიმა ამჯერად წარმატებით გამოიყენა - 18:12. შეხვედრილს მიწურულს თედო ზიბზიბაძემ საკუთარ ანგარიშზე მეორე ლელო ჩაიწერა, რასაც კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 25:12. მატჩი დასრულდა.
ევროპის ერთა თასი. II ტური
09.02. მიხეილ მესხი. 15:00
საქართველო-პორტუგალია 25:12
Video
საქართველო-პორტუგალია 7:3 - ლაშა ხმალაძის ლელო
საქართველო-პორტუგალია 7:3 - ლაშა ხმალაძის ლელო
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ირაკლი ყიასაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე
მწვრთნელი: ილია ზედგინიძე