"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მეორე ტურში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

"ბორჯღალოსნებმა" დაძაბულ შეხვედრაში სტუმრები ანგარიშით 25:12 დაამარცხეს.

მე-3 წუთზე ლელო ლაშა ხმალაძემ დადო, რის შემდეგაც მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.

რამდენიმე წუთში კი სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში ანგარიში ამჯერად სტუმრებმა გახსნეს. პორტუგალიელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 7:6.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის შანსი მიიღო და მერაბ
კვირიკაშვილმა
ნაკრებს სამი ქული მოუტანა, თუმცა მალევე პორტუგალიელებმაც შეძლეს საჯარიმო დარტყმით მორიგი სამი ქულების აღება - 10:9.

69-ე წუთზე ლელო თედო ზიბზიბაძემ გაიტანა. კვირიკაშვილმა კი უხერხული პოზიციიდან გატანა ვერ შეძლო - 15:9.

სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთებზე ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 15:12. პორტუგალიელებს არც "ბორჯღალოსნები" ჩამორჩნენ - კვირკაშვილმა ჯარიმა ამჯერად წარმატებით გამოიყენა - 18:12.

შეხვედრილს მიწურულს კი თედო ზიბზიბაძემ საკუთარ ანგარიშზე მეორე ლელო ჩაიწერა, რასაც კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 25:12.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის მორიგ შეხვედრას 23 თებერვალს რუსეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართავს.

ევროპის ერთა თასი. II ტური
09.02. მიხეილ მესხი. 15:00
საქართველო-პორტუგალია 25:12
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ირაკლი ყიასაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე
მწვრთნელი: ილია ზედგინიძე

ევროპის ერთა თასი. II ტური
რუმინეთი - რუსეთი 29:14
ბელგია - ესპანეთი 21:21

სატურნირო ცხრილი
1. რუმინეთი 2 2 0 0 48:27 8
2. საქართველო 2 2 0 0 42:25 8
3. რუსეთი 2 1 0 1 27:38 4
4. ბელგია 2 0 1 1 34:38 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 30:34 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 25:44 1

VideoSportall.Ge
საქართველო - პორტუგალია 25:12


ასევე იხილეთ:
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
გივი (გია) თუთბერიძე, არ გეწყინოს ჯიგარ, მაგრამ გეტყობა, რომ რაგბთან ძალიან მწყრალათ ხარ.
gubaz
10:19 11-02-2013
0
ცალსახაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა შეცვალა თამაშის სტილი, რაც ჩემის აზრით უფრო სამომავლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი ანუ სტილის მიახლოება ზე გუნდების თამაშთან.ამ სტილით რუსებთან თამაში შეიძლება ცოტა გაგვირთულდეს, მაგრამ, გარწმუნებული ვარ მოუგებთ, თანაც დისკვალიფიკაცია მოხდილი და დაშავებული მოთამაშეებიც დაგვიბრუნდებიან. რუსებს ჯერ ბევრი აკლიათ ჩვენს დონემდე, დაახლოებით ისეტი შეფარდებაა კლასში, როგორც შოტლანდია საქართველო.
koki
10:17 11-02-2013
0

სიახლეები პოპულარული