მილტონ ჰეიგი: რუსები იოლად არაფერს დათმობენ, თუმცა უკან არც ჩვენ დავიხევთ

AutoSharing Option
20 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

მილტონ ჰეიგის გუნდი რუსეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც 23 თებერვალს სოჭში გაიმართება.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 2013 წლის ერთა თასის გათამაშების ეგიდით ჩატარდება, რომელიც ამავდროულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპია.

ქართველი "ბორჯღალოსნები" მომავალი თამაშისთვის ინტენსიურად ემზადებიან.

ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა რუსეთთან შეხვედრისთვის 25 მორაგბე გამოიძახა, თუმცა შემდეგ ცვლილებების განხორციელება მოუხდა - დავით ხინჩაგიშვილი ზურაბ ჟვანიათი ჩაანაცვლა, ასევე, ნაკრებს დაამატა ვიქტორ კოლელიშვილი.

ნაკრების ღია ვარჯიში თითქმის ორ საათს გაგრძელდა და
დატვირთული და მრავალმხრივი გამოდგა.

მწვრთნელებმა მორაგბეებს სხვადასხვა კომბინაცია დაამუშავებინეს, ორად გაყოფილი გუნდის მოთამაშეები რამდენჯერმე გადაანაცვლეს და თამაშის დროს სწრაფი, ხელდახელ თამაში მოსთხოვეს.

ვარჯიშის მეორე ნაწილში შერკინების მოთამაშეებმა სტატიკურ მდგომარეობაში კომბინაციების დახვეწაზე იმუშავეს, უკანა ხაზმა კი დაკიდებული ბურთების სწრაფად დაჭერასა და კარში დარტყმებზე იზრუნა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სოჭში 22 თებერვალს გაემგზავრება. რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 23 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

მილტონ ჰეიგი: "რუსეთთან რთული თამაში გველის. მოახლოებული შეხვედრა ყველანაირი თვალსაზრისით პრინციპულია.

ინტენსიურად ვემზადებით, ვცდილობთ, გუნდში არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ და მატჩს სათანადო მზადყოფნაში შევხვდეთ.

სოჭში რუსეთის ნაკრები კარგად თამაშობს და იოლად არაფერს დათმობს, თუმცა უკან დახევას არც ჩვენ ვაპირებთ".


ირაკლი მაჩხანელი: "ნაკრები მომავალი შეხვედრისთვის კარგად მოემზადა. რუსები ყველასთან მარცხს ეგუებიან, აი, ჩვენთან წაგება კი მათთვის ყველაზე მძიმეა.

ამიტომ მორიგ ურთულეს დაპირისპირებას ველით, მით უმეტეს, რომ მატჩი მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ჩატარდება. სოჭში შესანიშნავი განწყობით მივდივართ და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება".


ირაკლი ნატრიაშვილი: "მშვიდად ვემზადებით პრინციპული თამაშისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, წინა შეხვედრებში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: ვასილ კაკოვინი ("ტულუზი", საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე"), იური ნატრიაშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი ("არმია", თბილისი), გიორგი ჩხაიძე ("ტარბი", საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი), ლაშა ლომიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), ბექა ბიწაძე ("არმია", თბილისი), დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია), მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი ("კლერმონი");

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე ("ბათუმი", ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი ("ხარები", რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟუნიენი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), მერაბ შარიქაძე ("ჰართპული", ინგლისი), დავით კაჭარავა ("როდეზი", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი", თბილისი), თამაზ მჭედლიძე ("მონ დე მარსანი", საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი), ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი", თბილისი).

სატურნირო მდგომარეობა

1.რუმინეთი 2 2 0 0 48-27 8
2.საქართველო 2 2 0 0 42-25 8
3.რუსეთი 2 1 0 1 27-38 4
4.ბელგია 2 0 1 1 34-38 3
5.ესპანეთი 2 0 1 1 30-34 3
6.პორტუგალია 2 0 0 2 25-44 1

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია

9 მარტი

საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი

16 მარტი

რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

msy.gov.ge


ასევე იხილეთ:
რუსებზე "ბორჯღალოსნების" ოცწლიანი ჰეგემონია უნდა გაგრძელდეს!
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს გისურვებთ
basketi
21:05 20-02-2013
0
მხოლოდ გამარჯვება!წინ ბორჯღალოსნებო!ლელო ლელო საქართველო ! ! !
ნიკა
18:24 20-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული